ბარსელონა-სევილია | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-სევილია | მატჩისწინა მიმოხილვა

ერთი სევილიური გუნდის დამარცხების შემდეგ მეორეს ჯერია. დღეს “ბარსელონა” “სევილიას” უმასპინძლებს. მეტოქე გუნდის ფორმის გათვალისწინებით დღეს უფრო მარტივი თამაში გველის, ვიდრე “ბეტისთან”, მაგრამ “სევილია” მაინც “სევილიაა”, მაღალი დონის ფეხბურთელებით.

დღევანდელი მატჩის შემდეგ ჩავის გუნდს ერთკვირიანი დასვენება ექნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებისგან ძალების მაქსიმალურ მობილიზებას უნდა ველოდეთ.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონას” წარმატებული სვლა გრძელდება. ჩავის გუნდს 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 14 თამაშიდან “ბლაუგრანამ” 12 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ერთში კი თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვა. გასული წლის ოქტომბერში “ბაიერნთან” წაგების შემდეგ “ბარსამ” მხოლოდ ერთ თამაშში აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი – “ესპანიოლთან” საკუთარ კედლებში.

ლა ლიგაში გამართულ ბოლო 10 თამაშში “ბარსელონას” 9 მოგება და 1 ფრე აქვს. კატალონიელებმა უკანასკნელი 4 შეხვედრა მოიგეს, თანაც ისე, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და ისიც საკუთარ კარში გაიტანეს.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ კედლებში გამართულ 9 შეხვედრაში “ბლაუგრანას” 7 მოგება და 2 ფრე აქვს. კატალონიელებმა ამ 9 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს.

“სევილიას” საქმე ცუდად მისდის. ანდალუსიელებს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებთ, ცოტა ხნის წინ კი ისინი ესპანეთის თასიდანაც გამოვარდნენ.

ხორხე სამპაოლის გუნდმა ლა ლიგის ბოლო ორი თამაში კი მოიგო, მაგრამ ეს “სევილიას” კარგ ფორმაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ანდალუსიელებს სუსტ “კადისთან” მოგება ძალიან გაუჭირდათ, წინა ტურში კი მარტივად იმარჯვეს, მაგრამ ტურნირის გამოკვეთილად უსუსტეს გუნდ “ელჩესთან”.

“სევილიას” ლა ლიგის ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში მოგება არ აქვს, მიმდინარე გათამაშებაში კი მეტოქის მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა.

პირველი წრის შემდეგ “ბარსელონა” ჩემპიონატს დამაჯერებლად, ხუთქულიანი უპირატესობით ლიდერობს, “სევილია” კი მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულითაა დაშორებული.

დანაკლისი

“ბარსელონას” ერთი ფეხბურთელი აკლია – უსმან დემბელე.

“სევილიას” ტრავმირებული ხესუს ნავასი და პაპუ გომესი არ ეყოლება. გუნდს უბრუნდებიან დისკვალიფიკაციამოხდილი ერიკ ლამელა და გამოჯანმრთელებული მარკო დმიტროვიჩი. განაცხადში მოხვდნენ გუნდის ახალწვეულები – ბრაიან ხილი და პაპე გეიე.

ურთიერთშეხვედრები

დღეს გუნდები ერთმანეთთან 198-ე თამაშს ჩაატარებენ. წინა 197 შეხვედრაში “ბარსას” 113 მოგება, 39 ფრე და 45 წაგება დაუგროვდა; კატალონიელებმა გაიტანეს 409 და გაუშვეს 241 გოლი.

“სევილიასთან” გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან “ბარსამ” 4 მშრალად მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ამ გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 9 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ გოლი ორივე კარში გავიდა.

“ბარსას” “სევილიასთან” გამართულ 95 საშინაო შეხვედრაში 74 მოგება, 14 ფრე და მხოლოდ 7 მარცხი აქვს.

“სევილიამ” “კამპ ნოუზე” ბოლოს 2010 წელს მოიგო, მას შემდეგ გამართულ 17 მატჩიდან 15-ში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.

არბიტრი

შეხვედრას ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

სანჩეს მარტინესი 39 წლისაა. მან მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში სანჩეს მარტინესი თამაშში საშუალოდ 27.7 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.68 ყვითელ და 0.3 წითელ ბარათს უჩვენებს. დე ბურგოსის მიერ განსჯილი თამაშების 42%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 33%-ში – სტუმრები.

ხოსე მარია სანჩეს მარტინესი სტატისტიკა “ბარსელონასა” და “სევილიას” თამაშებში:

ბარსელონა სევილია
თამაში 27 22
მოგება 20 9
ფრე 2 6
წაგება 5 7
მოგების % 74% 41%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 7 3
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 6 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 6 3
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 3

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “სევილიასთან” გამართულ ბოლო 36 თამაშში მხოლოდ 3 წაგება აქვს და სამივე მეტოქის მოედანზე;
  • “ბარსელონამ” “სევილიასთან” გამართული ბოლო 5 თამაშიდან ოთხი მშრალად მოიგო;
  • “სევილიას” “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებიდან ექვსში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 10 თამაშში 9 მოგება და 1 ფრე აქვს;
  • “ბარსელონამ” ბოლო 4 თამაში ერთბურთიანი სხვაობით მოიგო;
  • “ბარსელონას” 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ბარსელონა” ბოლო 10 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “სევილია” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “სევილიას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.3 ანიჭებენ, რაც მოგების 77%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 72%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

“სევილია”, რთულ სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, ძალიან ძლიერი მეტოქეა. გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც დაცვით ასპექტზე ბევრს მუშაობს.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, რააუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportsmole: 2-0
  • 90min: 2-0

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    16 მარ 2026, 19:51

    მოვიგებთ

  • me da barca
    05 თებ 2023, 19:39

    სამპაოლის ნერვული ცანცარი უნდა ვნახო დღეს .

  • nika 54
    05 თებ 2023, 16:37

    აი სწორედ ამ უპირატესობის გამო მეშინია, არ დაიკიდონ ბიჭებმა მაინც მოვიგებთო და სეირნობა არ დაიწყონ მოედანზე რაც არაერთხელ მოსვლიათ.