მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს სულ რაღაც 1 საათში დაუპირისპირდება.
ძირითადი შემადგენლობები უკვე ცნობილია. ლუის ენრიკემ “ბარსელონადან” გამოძახებული სამივე ფეხბურთელი საწყის თერთმეტეულში განამწესა.
“ფურია როხას” შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
უნაი სიმონი, პედრო პორო, ერიკ გარსია, ლორენტე, ჟორდი ალბა, ფაბიან რუისი, სერხიო ბუსკეტსი, პედრი, ფერან ტორესი, ბრაიან ხილი, ალვარო მორატა.
რაც შეეხება ქართველთა სასტარტოს, ვილი სანიოლმა შვედეთთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილება შემოგვთავაზა, ძირითადში კვლავ ვხედავთ ხვიჩა კვარაცხელიასაც. “ჯვაროსნები” დღეს შემდეგნაირი თერთემეტეულით დაიწყებენ:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.
წინ საინტერესო დუელები გველოდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
რაღა ჩვენთან გამოიყვანა საუკეთესოები.
ყოჩაღ ბიჭებს ძაან ღირსეულად ვეთამაშეთ ამხელა დონის ნაკრებს.კვარას ყოჩაღ❤❤ლორიამ კიდე მაგარი ყლაპა.მაკარიძე მასეთ ბურთს არ გაუშვებდა.იმედია ბერძნებს მაინც მოვუგებთ
მოგებაც შეგვეძლო
ეს რა ქნა ლორიამ დაგვტოვა გაღიმებულები.
ამას ქვია დასანანი მარცხი. ლორიას კისერზეა მეორე გოლი და ამხელა შრომა გაატანა ქარს.
ვახ ჩემი შუბა დავხიე! რა დრამატული თამაში იყო. ყოჩაღ ბიჭებს! კვარა განსაკუთრებით იმსახურებს შექებას, დრიბლინგიც აქვს და მოედნის ხედვაც.
აუუ გვაქვს შანსი ბურთის გატანის ❤
მეშინია ორივე გუნდში ვინმემ ტრამვა არ მიიღოს
ყველას აკვირდებიან და კვარაცხელიას დააკვირდნენ ❤❤❤❤❤