“ბარსელონას” სკაუტი მანი ადასტურებს, რომ კლუბის სპორტულ დირექტორს, რამონ პლანესს, მხედველობაში ჰყავს ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ბრაიან ხილი, რომელსაც “ესპანელ ნეიმარსაც” უწოდებენ.
ბრაიან ხილი ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელია და მე მას ნეიმარს ვადარებ. ხილს განსაკუთრებული უნარები აქვს, მას შეუძლია მცველის, ნახევარმცველისა და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში. მე ვესაუბრე რამონ პლანესს და მას ის მხედველობაში ჰყავს.
– განუცხადა “ბარსელონას” სკაუტმა SER Catalunya-ს.
ბრაიან ხილი “სევილიას” ეკუთვნის, მაგრამ ამჟამად იჯარის წესით “ეიბარის” რიგებშია. მისი გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იგი ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევრომდეც შეიძლება გაიზარდოს.
რაც შეეხება მანს, ის “ბარსელონას” “მზვერავია”, რომელმაც კლუბში ანდრეს ინიესტა და ანსუ ფატი მოიყვანა.
ჩართეს ბიჭებმა რადარები? ფული სადაა ფული? თორემ ფეხბურთელების მეტი რაა.
ეგ ვინაა, რა ხილი, რა ბოსტანი.
სევილიაში ადგილი ვერ გამოუნახეს იმიტო რო ბევრი მოთამაშე იყიდეს მაგ პოზიციაზე, ზოგადად ნიჭიერია, მაქვს ამისი დრიბლინგები ნანახი, აქვს რაღაც მესისეული, ეხლა რა თქმა უნდა არ შედის ტოპ ნიჭიერებში, არც პიარი აქვს და თან ეიბარშია, მარა ნიჭი რო აქვს ამაში დარწმუნებული ვარ. ბარსას რამდენად გამოადგება არ ვიცი, ბარსა ბ სთვისაც საკმაოდ დიდი და გამოცდილია უკვე. 35 მილიონი სისულელეა რა თქმა უნდა, უფასოდ თუ დაითრიეს ან რამე მოვიდეს. 35 მილიონი სად აქვს საცოდავ ბარსას, მაგ ფასად კარგ მცველს იყიდიან.
სევილიადან ეიბარში იჯარა არ მხიბლავს რატომღაც 😁 მაგრამ არ მაქვს თამაშები ნანახი და თავს შევიკავებ კომენტარისაგან, რა ვიცი ვინ დადგება მერე არ წამომაძახონ ლეგენდას ლანძღავდიო 😆❤️
ამას სახეზე ეტყობა რაცაა
ამასაც ლეგლესავით შემოგვტენიან. გამოუშვებენ ჩვენთან მოსუქდება ცოტა, მოითქვამს სულს და მერე უფასოდ დაუბრუნებენ🥱
დიდი არაფერია სევილიადან გააიჯარეს და ამას ბარსაში რა უნდა