“ბარსელონას” ფეხბურთელები – პედრი, ოსკარ მინგესა და ერიკ გარსია ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების განაცხადში მოხვდნენ.
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ოფიციალურად დაასახელა ის მოთამაშეები, რომლებიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილებას მიიღებენ. განაცხადში, რა თქმა უნდა, პედრი, მინგესა და ერიკ გარსია იმყოფებიან.
ესპანეთის განაცხადი ასეთია: უნაი სიმონი, ალვარო ფერნანდესი, ალექს დომინგესი, მინგესა, ვალიეხო, ერიკ გარსია, პაუ ტორესი, ოსკარ ხილი, კუკურელია, მირანდა, მონსაიოლა, სუბიმენდი, სებალიოსი, მერინო, სოლერი, პედრი, ბრაიან ხილი, ასენსიო, ოლმო, ოიარსაბალი, რაფა მირი, ხავი პუადო.
ანსუ ფატის 2020 წლის ოლიმპიადისთვის ამზადებენო, წერენ და მაინტერესებს, ახლა რომელ წელში ვცხოვრობთ? დავიჯერო ასე დავთვერი?
მე მგონი პედრის სულს ამოხდიან რა. ჯერ კუმანმა გაწურა ლიმონივით, ახლა ლუჩო ათამაშებს 120 წუთი, მერე ოლიმპიადაო და ბარსას რა შერჩება არავინ იცის, იმედია ცოცხალი დაბრუნდება.
პუჩი კუმანმა გაახმო თორე დაუძახებდნენ იმასაც. ისე ისეთი ნაკრები მიყავთ ესენი ევროპაზე ჯგუფიდანაც გავიდოდნენ
კუმანი რატომ არ იღებს ხმას, ყველა ფრონტზე რომ არბენინებენ ამ ბავშვს ლა ლიგა დაიწყება ამასობაში და როდის აპირებს რომ დაასვენოს???
მოკლედ ამოხოცეს ეს ახალგაზრდები რა, ბარსაში რაღას ითამაშებენ ესე გამოფიტულები.
მერე ოქტომბრამდე დავასვენოთ😁❤️
აი ჯვარი წერია და გული რო გაუჩერდეს მოედანზე მერე ხო ერთმანეთს გადააბრალებენ? რათ უნდა ოლიმპიადას პედრი, წაიყვანონ მორიბა ან ვინმე
გუშინ 120, მანამდე 3 ჯერ ძირითადიდან დაიწყო, კიდე მანამდე 37 ტური ითამაშა თუ სწორად მახსოვს ლა ლიგაში, იქ ლიგა და თასი. თამაში არ გამოუტოვებია ტიპს
გადაიწვა ტიპი, გუშინაც 120 წუთი ითამაშა
არა რა მოკლავენ ამ ბავშვს