workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანის პრესკონფერენცია

რონალდ კუმანის პრესკონფერენცია

“სევილიასთან” დაპირისპირებამდე, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი პრესასთან საუბრობს:

“2-შეხვედრიანი მატჩი გველის და მნიშვნელოვანია, რომ კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, დიდებული დღე გველის.
რამდენიმე მოთამაშე ფიზიკურად თავს კარგად არ გრძნობს, ამიტომ, გარისკვა არ ღირდა.
ლეო მესი პარიზულ პრესაში? არ ვიცი, ხალხი ამას რატომ აკეთებს. თუ მათ მესიზე საუბარი სურთ, მაშინ, დაე, ისაუბრონ. 
“ლიონის” მწვრთნელის განცხადებები? როგორც ჩანს, მას პრესაში ყოფნა მოსწონს. ახლა ფოკუსირებული მხოლოდ თამაშზე ვართ.
შემდეგ სამშაბათს “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩი გვიწევს და ვნახოთ, რა მოხდება.
კლუბში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის ფონზე, გუნდს 10-იდან 10-ქულას დავუწერდი.
ვაქცინის ცენტრი “კამპ ნოუზე”? ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თუ რამით დახმარება შეგვიძლია, მთავრობას დავეხმარებით. არ ვიცი, ახალი პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მე მომხრე ვარ.
მინგესა? ოსკარი ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა. მან ხელსაყრელი შესაძლებლობა, რომ ძირითად გუნდთან ერთად ყოფილიყო, კარგად გამოიყენა.
დიდებული შემადგენლობა გვყავს – მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პოზიციებზე კონკურენცია გვაკლია, ჩემი ბიჭებით მაინც ვამაყობ.
ამ სეზონში მწვრთნელის რანგში, უკვე ბევრი რამ ვისწავლე. კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე ვართ.
უმტიტი? ფიზიკურად კარგადაა, ხვალ მოედანზე გამოსვლის შანსიც აქვს. ფრანგის სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, მის ფიზიკურ კონდიციებს მუდმივად ყურადღებას ვაქცევთ. სამუელმა გასულ მატჩებში უკვე დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ცენტრალური მცველია.
არაუხოს თამაში პსჟ-სთან? ამ მომენტში, მის თამაშს ვერ გამოვრიცხავთ. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ურუგვაელის გამოჯანმრთელებას რა პერიოდი დასჭირდება, რომ დაბრუნების სავარაუდო თარიღი ვივარაუდოთ. იქამდე კი, ახალგაზრდებს გამოვიყენებთ.
დესტი? მან ივარჯიშა, თუმცა დისკომფორტის გრძნობა მაინც არ გაჰქრობია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ განაცხადს მიღმა დაგვეტოვებინა. ამერიკელი იქამდე არ დაბრუნდება, სანამ 100%-ით მზად არ იქნება. თუ შაბათს ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს, მაშინ პსჟ-ს წინააღმდეგ ჩვენს გვერდით იქნება.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • shu1987
    schedule 10 თებ 2021, 21:25
    #14

    ზოგიერთების არ მესმის , რას შეუკიკინეს ამ კაცს ? ძლივს გუნდს მოტივაცია აქვს და იბრძვიან ბოლომდე რა რესურსიც აქვს იყენებს ტიპი , სუარესი რატო გაუშვა ნახეთ რას შვრებაო სასაცილოა რა ბოლო სამი წელი ბარსაში რას შვრებოდა ხოარ შეგახსენოთ ??? გასიებული ვერ ინძრეოდა და გუნდს მაგის გადამწყვეტი გოლით როდის ქონდა მოგებული გახსოვთ საერთოდ ბოლო სამ წელზე მაქვ ლაპარაკი რა პერიოდშიც ბარსას იმიჯი განულდა ლამის, ლიგაზე ხო საერთოდ რას აკეთებდა სუარესი ? გასვლაზე ტიპს ბოლოს გატანილი როდის ქონდა ??? ასე რომ სანამ დაწერთ რამეს ცოტა დაფიქრდით 23 მილიონი ხელფასი ამ კრიზისში კიდე ზედმეტი იყო, ატლეტიკოში კიდე რასაც შვრება სულ სხვაა მაგის დონის არავინაა და პლიუს ბარსაზე გაბრაზებული იპუტავს ერთ ადგილს , კუმანი ვალვერდეზეც და სეტიენზეც უკეთესი რომაა ფაქტია ელემენტარულად გუნდს ათამაშებს მებრძოლი გახადა და შედეგებიც მოვა, კუმანისთვის იმის ნახევარი დაეხარჯათ ტრანსფერებში რაც ვალიკო-სეტიენს და ნახავდით სუარესი არავის გაახსენდებოდა და ლოდერიც იქნებოდა გუნდი, კუმანის მხოლოდ ერთი არ მომწონს ბებერი ვეინალდუმის მოყვანა რომ უნდა როცა გუნდს ყავს ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭები ეგეც რომ არ იყოს ბებრების უკმარისობასაც არ განიცდის სხვა კუმანის მოსვლა გამართლებულია.

  • me da barca
    schedule 10 თებ 2021, 01:37
    #13

    ალვეშის წყევლა გვაქვს მარჯვნივ. მისი წასვლის მერე ეს მხარე ვერა და ვერ დალაგდა, სულ პრობლემებია.

  • BEQA BARCA
    schedule 09 თებ 2021, 18:37
    #12

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: BEQA BARCA
    აწე თამაშები უნდა მოვიგოთ არ უნდა დავმარცხდეთ პსჟსთან შეხვედრამდე რომ მენტალურად არ დაეცნენ ფეხბურთელები.
    ისე რა მაინტერესებს რას ფიქრობთ პსჟსთან ვინ უნდა დადგეს მარჯვნივ დესტი თუ რობერტო?? მე მაგალითად რობერტო მირჩევნია. თქვენ?

    რობერტო ტრამვირებულია და არ იქნება პესეჟესთან და რომც იყოს მაინც დესტი უნდა დადგეს თორე გაბერავენ მაგ პრახადნოი დვორს სისწრაფეზე

    ეგ კი ბატონო. დესტი მირჩევნია სისწრაფითაც და შეტევის მხრივაც მარა ბევრ შეცდომებს უშვებს! სისწრაფის გამო კი დესტი უნდა დადგეს.

  • Gaucho86
    schedule 09 თებ 2021, 18:17
    #11

    ოპტიმიზმი კარგია,მაგრამ მაინც მგონია,რომ კოპა დელ რეი ერთადერთია,რისი მოგებაც წელს რეალურად შეგვიძლია.ამიტომ ოპტიმალური სასტავი უნდა დააყენოს სევილიასთან,ჩემი აზრით

  • t. K. – iniesta
    schedule 09 თებ 2021, 18:06
    #10

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: t. K. – iniesta
    ნეტუ, მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ფირპო, დე იონგი,პუჩი, პედრი, გრიზმანი, მესი, ტრინკაუ.

    ფირპო😂

    ალბამ უნდა დაისვენოს ახლა მაგის ტრავმა გვინდა კიდე🙄

  • t. K. – iniesta
    schedule 09 თებ 2021, 17:51
    #9

    ნეტუ, მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ფირპო, დე იონგი,პუჩი, პედრი, გრიზმანი, მესი, ტრინკაუ.

  • M10 S9 D11
    schedule 09 თებ 2021, 17:40
    #8

    ციტატა: BEQA BARCA
    აწე თამაშები უნდა მოვიგოთ არ უნდა დავმარცხდეთ პსჟსთან შეხვედრამდე რომ მენტალურად არ დაეცნენ ფეხბურთელები.
    ისე რა მაინტერესებს რას ფიქრობთ პსჟსთან ვინ უნდა დადგეს მარჯვნივ დესტი თუ რობერტო?? მე მაგალითად რობერტო მირჩევნია. თქვენ?

    რობერტო ტრამვირებულია და არ იქნება პესეჟესთან და რომც იყოს მაინც დესტი უნდა დადგეს თორე გაბერავენ მაგ პრახადნოი დვორს სისწრაფეზე

  • Konrad de la Fuente
    schedule 09 თებ 2021, 17:39
    #7

    "მესი თუ რონალდუ? მესი."

    🎙 მანუელ ნოიერი

  • M10 S9 D11
    schedule 09 თებ 2021, 17:38
    #6

    ძაანაც ნუ მოიკლავთ თავს მინიმალური ანგარიშით მოგებაც საკმარისია კამპ ნოუზე მოვუგებთ ყველა ვარიანტში

  • saba17
    schedule 09 თებ 2021, 17:15
    #5

    მოკლედ გუნდი თითქოს რაღაცას იწყებს და რაღაცას დამესგავსა,მაგრამ არ გვყავს შეტევა.სადაც ბრეითვეითია 9 ნომერი რაზეა საუბარი.ნახევარდაცვა იდეალურია.დაცვაც კარგია,მაგრამ არაუხო თუ არ იქნა არც პიკე მერე არაფრად არ ვარგა.ლენგლე საერთოდ რას იზამს წარმოდგენა არ მინდა.პსჟ გადაუვლის ლენგლეს ამიტომ უნდა დეხმარონ თორე ცოდვაა საწყალი

  • BlauGrana_DS
    schedule 09 თებ 2021, 17:12
    #4

    ჯეკამ წუხელ კიდე ორი გოლი გაიტანა, გავსკდი გულზე!
    შავი შურით მშურს, რა ბრილიანტი ჩაუგდეს ატლეტიკოს ღორებს ხელში.
    ღორს ბრილიანტი რად უნდა?

  • NEYBarca
    schedule 09 თებ 2021, 17:12
    #3

    ციტატა: ana anukii

    ციტატა: BEQA BARCA
    აწე თამაშები უნდა მოვიგოთ არ უნდა დავმარცხდეთ პსჟსთან შეხვედრამდე რომ მენტალურად არ დაეცნენ ფეხბურთელები.
    ისე რა მაინტერესებს რას ფიქრობთ პსჟსთან ვინ უნდა დადგეს მარჯვნივ დესტი თუ რობერტო?? მე მაგალითად რობერტო მირჩევნია. თქვენ?

    რობერტო… გაცილებით გამოცდილია და პსჟს წყევლააა ამიტომ მე რობერტოს დავაყენებდი… დესტი ძალიან გამოუცდელია და თან ამ ბოლო დროს სულ აჭრილი თამაშობს ბევრ შეცეომას უშვებს…

    რობერტო მარტის შუა რიცხვამდე არ იქნება , ასე რო მიგესა-დესტის დუეტიდან დააყენებს კუმანი, უფრო დესტს.

  • ana anukii
    schedule 09 თებ 2021, 17:10
    #2

    ციტატა: BEQA BARCA
    აწე თამაშები უნდა მოვიგოთ არ უნდა დავმარცხდეთ პსჟსთან შეხვედრამდე რომ მენტალურად არ დაეცნენ ფეხბურთელები.
    ისე რა მაინტერესებს რას ფიქრობთ პსჟსთან ვინ უნდა დადგეს მარჯვნივ დესტი თუ რობერტო?? მე მაგალითად რობერტო მირჩევნია. თქვენ?

    რობერტო… გაცილებით გამოცდილია და პსჟს წყევლააა ამიტომ მე რობერტოს დავაყენებდი… დესტი ძალიან გამოუცდელია და თან ამ ბოლო დროს სულ აჭრილი თამაშობს ბევრ შეცეომას უშვებს…

  • BEQA BARCA
    schedule 09 თებ 2021, 16:59
    #1