“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება – FTE

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება – FTE

ცნობილი ანალიტიკური პორტალის, FiveThirtyEight-ის პროგნოზით, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის გამარჯვებული ვერ გახდება.

FiveThirtyEight-ის სტატისტიკური მოდელის მიხედვით, “ბლაუგრანა” ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებას მეორე ადგილზე 81 ქულით დაასრულებენ და მის მარადიულ მეტოქე მადრიდის “რეალს” 3 ქულით აჯობებს.

რაც შეეხება ჩემპიონს, პრიმერა დივიზიონის ტიტულს მადრიდის “ატლეტიკო” დაისაკუთრებს. პროგნოზის თანახმად, “როხიბლანკო” 84 ქულის მოგროვებას შეძლებს.

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობით, პირველ ადგილს, 47 ქულით, “ატლეტიკო” იკავებს. მეორე პოზიციაზე, 40 ქულით, “რეალი” იმყოფება, რომელსაც მეოთხეადგლზე მყოფი “ბარსელონა” 3 ქულით ჩამორჩება. კატალონიელების აქტივში, ამჟამად, 37 ქულაა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • me da barca
    schedule 31 იან 2021, 02:38

    ატლეტიკომ, რომ წაიღო წლევანდელი ლა ლიგა ამას ბენზემაც კი ხვდება.

  • Lasha71
    schedule 31 იან 2021, 01:48

    მეც ასე მგონია და რა მერე? ზაან გასაკვირი და დაუჯერებელია?

  • C.PC5
    schedule 31 იან 2021, 00:22

    კაი ერთი, ვითომ არ ვიცოდით ეგ აქამდე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს.

  • nika 54
    schedule 30 იან 2021, 21:48

    ანალიტიკური პორტალი რათ გვინდა, ვერ ვხედავთ რო ატლეტიკო ჩემპიონია? თუ რეალს რო გავასწრებთ ვინმეს ეჭვი ეპარება. ხო მიულოცეთ რეალს დღეს სახლში ლევანტესთან წაგება.

  • Albicelecte
    schedule 30 იან 2021, 21:09

    რეალმადრიდს მოეხნა მინდორ-ველი მისსავე ბაითზე, მაგრამ ატლე ძალიანაა აწყვეტილი
    ძალიან დიდი პროგნოზი უნდოდა, რომ ფავორიტი როხიბლანკოა
    თუმცა ლა ლიგისათვის ეს ცუდი არაა, კონკურენციას და დაძაბულობას გაზრდის barca-6

  • რაღაცნაირი
    schedule 30 იან 2021, 21:00

    ციტატა: BEQA BARCA
    წინასწარ ვერავინ მიხვდება რომ დამთავრდება მაშინ გვეცოდინება ყველაზე სწორი😁 ან 1 ან 2 ტურით ადრე😁

    რაღაცნაირი,
    გილოცავ დაბრუნებას. ისე აქამდე სად დაიკარგე?? არ ჩანდი კაი ხანია.
    ერთ ერთი მადრიდისტა ხარ რომელსაც ვაფასებ!


    იშვიათად შემოვდივარ, მარა სულ მახსოვხართ <3

  • davidus2020
    schedule 30 იან 2021, 20:48

    ატლეტიკო შანსი არ არის , ასეთ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს, 99% ჩემპიონები იქნებიან.სამეულში ნაღდად ვიქნებით,მომავალზე უნდა ვიფიქროთ!!

  • ROUCH
    schedule 30 იან 2021, 19:46

    ნუ წააგებს კაცო ატლე ფრეებიც კაია მთავარია ბარსა იყოს ხოდზე

  • ბასქუ10
    schedule 30 იან 2021, 19:43

    ასე მგონია რო ატლეტიკო ბევრ ქულას დაკარგავს, იმედია ბარსელონა იყოჩაღებს და მაქსიმალურ ქულას მოვაგროვებთ

  • BEQA BARCA
    schedule 30 იან 2021, 19:42

    წინასწარ ვერავინ მიხვდება რომ დამთავრდება მაშინ გვეცოდინება ყველაზე სწორი😁 ან 1 ან 2 ტურით ადრე😁

    რაღაცნაირი,
    გილოცავ დაბრუნებას. ისე აქამდე სად დაიკარგე?? არ ჩანდი კაი ხანია.
    ერთ ერთი მადრიდისტა ხარ რომელსაც ვაფასებ!

  • რაღაცნაირი
    schedule 30 იან 2021, 19:31

    M10 S9 D11,
    წინასწარ ლაპარაკი რა იციანო და მეორე წინადადებაში თავად იწინასწარმეტყველე რაღაც 😂😂👍

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2021, 19:27

    ეს წინასწარ ლაპარაკი რა იციან ვაიდა გახდეს მერე რას შვებიან

    პ.ს. გაუგდეს რეალა კაცი დარწმუნებული ვარ რო მინიმუმ ვერ მოიგებს ამ თამაშს

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 19:26

    ერთი თუ გატეხა ატლემ შეიძლება გადააბას მოუგებელი სერია