სანაკრებო პაუზით გამოწვეული ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, “ბარსელონა” ორშაბათს სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. შემადგენლობამ “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” მუშაობა განაახლა, სადაც მათი მთავარი ყურადღება უკვე ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაზეა გადატანილი.
ვოიცეხ შჩესნიმ, გავიამ, ერიკ გარსიამ, ჟერარ მარტინმა, გაბრიელ ჟეზუსმა, ბრიან ფარინიასმა და ალეხანდრო ბალდემ მოედანზე სრული დატვირთვით ივარჯიშეს, ხოლო ჟოან გარსიამ, რაფინიამ და ფრენკი დე იონგმა ინდივიდუალური სამუშაო შეასრულეს.
გუნდი ხვალ იმავე ლოკაციაზე კვლავ შეიკრიბება, რათა ოფიციალური შეხვედრების განახლებამდე ოპტიმალური ფორმის აღდგენა განაგრძოს.
სანაკრებო პაუზა ფინალურ ფაზაში შედის
სანაკრებო პაუზა უკვე დასკვნით ეტაპზეა, “ბარსელონას” ფეხბურთელები კი გუნდს ეტაპობრივად უერთდებიან. მთავარი მიზანი შაბათს “ხეტაფესთან” მატჩისთვის მაქსიმალურ მზადყოფნაში ყოფნაა. შეხვედრა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ოფიციალური მატჩების განახლება მეტად დამღლელი და დატვირთული ოქტომბრის დასაწყისს ნიშნავს. ევროარენაზე “ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორ კვირაში “გალათასარაისა” და პსჟ-ს წინააღმდეგ ურთულესი დაპირისპირებები ელის, თვის დასასრულს კი სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი – ელ კლასიკო დააგვირგვინებს.
forum კომენტარები (0)