სანაკრებო პაუზის მორიგ შეხვედრებში “ბარსელონას” წარმომადგენლებმა კვლავ გადამწყვეტი როლი შეასრულეს როგორც ესპანეთის, ისე ინგლისის ნაკრებების გამარჯვებებში.
ესპანეთი 3-1 ჩეხეთი
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 3-1 დაამარცხა. შეხვედრის მთავარ გმირებს შორის კვლავ ლამინ იამალი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში დანი ოლმოს საგოლე გადაცემის შემდეგ ბრწყინვალე დარტყმით გახსნა. მეორე გატანილი ბურთიც წმინდა “ბარსელონური” კომბინაციის შედეგი იყო – როდრიმ შეტევა თავად წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა.
რაც შეეხება “ბარსას” მოთამაშეების სათამაშო დროს: ლამინ იამალი, დანი ოლმო, პედრი და როდრი სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდნენ. ლამინი შესვენებისთანავე შეცვალეს, დანი ოლმო და პედრი მოედნიდან 67-ე წუთზე გავიდნენ (ოლმო ფერმინ ლოპესმა შეცვალა), ხოლო როდრიმ თამაში 77-ე წუთზე დაასრულა. პაუ კუბარსი ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩა და დაისვენა.
ხორვატია 0-7 ინგლისი
რიეკაში გამართულ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ხორვატია გამანადგურებელი ანგარიშით, 7-0 გააცამტვერა. “სამი ლომის” რიგებში ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კატალონიელთა გარემარბი ენტონი გორდონი გახლდათ, რომელმაც გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
ხორვატთა კარს გორდონის საკლუბო თანაგუნდელი დომინიკ ლივაკოვიჩი იცავდა, გორდონი კი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანი მე-70 წუთზე დატოვა.
ლლამინს რო ასე ეთამაშა მსოფლიოზე, ოქროს ბურთი ჯიბეში ედებოდა უკვე.
არადა გორდონს 2 3 გატანა კიდე შეეძლო და იმედია ფინიშინგს უფრო დახვეწავს თორე ტორესივით 5 და 1 გააქვს მგონი😅😅 ფკიკი ბიძია გამოთლის მისგან რაფინია 2 საც