საპრეზიდენტო კანდიდატები ხვალ იკრიბებიან

საპრეზიდენტო კანდიდატები ხვალ იკრიბებიან

RAC1-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატები: ჟოან ლაპორტა, ტონი ფრეიშა და ვიქტორ ფონტი ხვალ კლუბის სათაო ოფისში კარლეს ტუსკეტსს შეხვდებიან.

როგორც წყარო წერს, შეხვედრა, რომელიც ადგილობრივი დროით 17:15 საათზე დაიწყება, არჩევნების თარიღის თემას შეეხება.

ცოტა ხნის წინ კატალონიის მთავრობამ “ბლაუგრანას” არჩევნების დისტანციურად ჩატარების ნება დართო. დიდი ალბათობით, პროცესი ფოსტის დახმარებით გაიმართება.

არჩევნების სავარაუდო თარიღად 7 მარტი სახელდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    20 იან 2021, 00:21

    დროზე ჩაატარეთ დროზეეე

  • ალექსი
    19 იან 2021, 23:11

    კარგია რაც მალე გვეყოლება პრეზიდენტი უკეთესი

  • C.PC5
    19 იან 2021, 22:54

    ღმერთო რა იქნება ხვალ გადაწყვიტონ რომ არ გადადონ არჩევნები და ჩაატარონ 24ში🙏🙏🙏 მოყვანას თავი გვაქვს დანებებული, მაგრამ კი მაინც გაუშვან ვინმე თორემ ზაფხულში სულ დაკარგული ექნებათ ფასი😞 ეგ კიდე ასეთი ფინანსებით ნაღდად არ გვინდა

  • ბასქუ10
    19 იან 2021, 21:49

    ხოდა რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, თუ ასეა რა აზრი აქვს არჩევნების გაწელვას, ეს პირიქით უფრო საზიანოა კლუბისთვის, დროზე უნდა ჩატარდეს არჩევნები

  • Soxa
    19 იან 2021, 21:39

    იმედია ხვალ გადაწყდება არჩევნების დისტანციურად ჩატარება და თუ გადაწყდა მაშინ რა მნიშვნელობა აქვს გადადებას? მოვა ჩვენი ლაპორტა და შეუდგება საქმეს.

  • BEQA BARCA
    19 იან 2021, 21:36

    თუ ფოსტით ჩატარდება 24 იანვარი რატომ გადადეს 7 მარტამდე?? მაინც დისტანციურია😠😠