სეზონის წინ ცნობილი გამოცემები პროგნოზებს აქვეყნებენ, ვინ იქნება ჩემპიონი, ვინ რამდენი ტიტულით დაასრულებს, რომელ მწვრთნელს მოისვრიან ყველაზე სწრაფად და ა.შ. ამჯერად ესპანელებს თავი არ შეუწუხებიათ, სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ არც დაწყებამდე და არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პროგნოზი არ გაკეთებულა, არადა საინტერესო საქმეა, სეზონის ბოლოს გადახედავ საკუთარ პროგნოზებს და ნახავ, რა გამართლდა და რა – არა.
რადგან “ბარსამანიას” მწერლებს საქმე თავზე აყრიათ და მხოლოდ მე აღმოვჩნდი მოცლილი, მარტო შევუდგები ამ საინტერესო საქმეს, კომენტარებში კი ყველას შეუძლია თავის აზრი გამოთქვას, სეზონის ბოლოს, ის კომენტარებიც გამოქვეყნდება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ნაჩვენებ შედეგთან.
ვინ მოიგებს ლა ლიგას?
მემგონი, რომ დიდი დეჟა ვუ გველის წინ, სანდრო როსელმა დავიდ ვილა შეტენა “ატლეტიკოს”, ხოლო ბართომეუმ სუარესი, როგორ მთავრდება ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ბევრის იმედი მაქვს, იქნებ იმ წელივით ბოლო ტურამდე მივიდეს საქმე და მერე გაგვიმართლოს, მაშინ არ გაგვიმართლა, რადგან VAR არ იყო და მესის გოლი გაგვიუქმეს, ახლა კი ვნახოთ რა იქნება, მთავარი ფავორიტი “ატლეტიკოა”, რადგან “ბარსა” და “რეალი” ახალ პროექტს საჭიროებენ.
მესის ეპოქაში უიშვიათესი მოვლენაა, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. ლა ლიგას ყოველთვის დიდი კრიზისის შედეგად ვკარგავთ, ახლა კი კრიზისული პერიოდი სრულდება. როგორც იქნა გვშორდება კაცი, რომელსაც “ბარსას” დაცემა უკავშირდება. ამ სეზონშივე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა და ახალი სისხლიც მოვა.
ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ, “ბარსა” როგორც წესი, მომდევნო წელსვე იბრუნებს ლა ლიგის ტიტულს. კუმანის “ბარსელონა” სეტიენის “ბარსაზე” ბევრად ორგანიზებული და დალაგებული გუნდია.
ამავე დროს, “ბარსას” პრაგმატიზმიც ეტყობა, რაც მცირე დოზით მაინც, ყოველთვის საჭიროა. კუმანმა მიზანს მიაღწია და გუნდი გაახალგაზრდავდა, მართალია სასურველი ტრანსფერებიდან მხოლოდ ერთის განხორციელება შეძლო, მაგრამ ახალგაზრდები მზად არიან.
რამდენი ტიტულით დაასრულებს “ბარსა” სეზონს?
გვარდიოლამ სადებიუტო სეზონში ყველაფერი მოიგო. ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები მოიტანა და მაქსიმალიზმი ნორმად აქცია. ლუის ენრიკემ სადებიუტო სეზონში “ტრიპლეტი” მოიგო, მერე ორი თასიც მიამატა და მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასის მოგება დააკლდა გვარდიოლას მიღწევამდე.
ასეთი დიდი დებიუტანტები გვყოლია, მაგრამ არ მგონია, რომ ახლაც ასე მოხდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდი გაახალგაზრდავდა, მაგრამ ასაკი მაინც პრობლემაა, ეს კი სეზონის ბოლოს გამოიჩენს ხოლმე თავს, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად იქნება ახალი ენერგია საჭირო.
გარდა ამისა, ცუდი მენეჯმენტის კვალი “ბარსას” ჯერ კიდევ ეტყობა. გუნდი ვარსკვლავებს ვერ იყენებს, რადგან არასწორი კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, თუ თამაშობენ სარგებელი ვერ მოაქვთ, თუ არ ითამაშებენ სიტუაცია დაიძაბება, რადგან ვარსკვლავი სკამზე, ყოველთვის კონფლიქტით სრულდება. მე კი არ მახსოვს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს გუნდს, სადაც რომელიმე ფეხბურთელი ტვირთივით აწევს ძირითად შემადგენლობას.
ლიგის მერვედფინალების დრო რომ მოაღწევს, უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ეს ამბავი. კუმანი კი ახალი პრეზიდენტების არჩევანი არ ყოფილა, ერთი გვარდიოლას ექაჩებოდა, მეორე კი ჩავის ეძახდა, კუმანს კი ყველა შემთხვევაში გაგდებას უპირებდა. ასეთ ვითარებაში მშვიდად მუშაობა რთულია.
საუკეთესო ტრანსფერი
პედრი, დესტი, ტრინკაუ, პიანიჩი.
ჩემი ხმა სერჟინიოს! წესით და რიგით ყველაზე მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. წინა ტურში ვნახეთ, რომ მარცხნივაც მოუწევს ხოლმე თამაში, ეს, შესაძლოა ალბას ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო მოხდეს. ხოლო მარჯვენა ფლანგზე, მგონია, რომ ამ სეზონშივე მოიპოვებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.
იმდენი ხანია კარგი მარჯვენა მცველი არ გვინახავს, რომ მხარდაჭერაც დიდი ექნება. დესტის ტრანსფერი არ ჰგავს სხვა ტრანსფერებს, ეს არ არის მორიგი “ბრმა ტრანსფერი”, როცა ვერავის გაუგია ფეხბურთელი რატომ მოდის გუნდში, სად უნდა ითამაშოს, ან როგორ უნდა შეძლოს გუნდთან ადაპტირება. ამ შემთხვევაში სრული თანხვედრა გვაქვს, როგორც სათამაშო ფილოსოფიაში, ისე ინდივიდუალურ ოსტატობაში, რომელიც “ბარსას” დონეს შეეფერება.
ძალიან მომწონს პედრიც და ტრინკაუც, პიანიჩმაც უკვე გვაჩვენა, რომ აქვს უნარი “ბარსას” დამატებითი სარგებელი მოუტანოს, მაგალითად ბურთის ჩაჭრაში და ართმევაში ორივე საყრდენს სჯობია, არც პირველი პასი დაეწუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დესტი იქნება ჩემი ფავორიტი.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
იქნებ უფრო კარგი კითხვა ყოფილიყო – “სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი”? აბა, მესიზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს?! არავინ იცის სეზონის ბოლოს დარჩება თუ არა. მისი დარჩენის შანსები იზრდება, რადგან ბართომეუ ამ სეზონშივე მოგვცილდება, გვარდიოლა კი “სიტიში”, შესაძლოა აღარც დახვდეს, ამიტომ სადღა უნდა წავიდეს?!
სტარტი ცოტა მძიმე აქვს, გასაგებ მიზეზთა გამო, რთული დღეები გამოიარა, ვარჯიში გვიან დაიწყო, სუარესი აღარ ჰყავს გვერდით და ბევრი ცუდი სიტყვაც მოისმინა, რამაც ძალიან დაწყვიტა გული, მაგრამ მესი მაინც მესია. ნელ-ნელა მოუმატებს და მორიგ “პიჩიჩის” ჩაიდებს ჯიბეში. ასე მგონია.
მოტივაცია კი არ უნდა მოაკლდეს, მისი მთავარი მოტივატორი ისევ ჩვენს გზაზე აღმოჩნდა, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვიხტა და ძალიან მაგარი თამაშები რომ გველის, ფაქტია.
სეზონის იმედგაცრუება
მაგალითად, სერჟი რობერტო ვერანაირად ვერ გახდება სეზონის იმედგაცრუება, რადგან მისი იმედი არც არასდროს გვქონია. ეს “ჯილდო” უნდა ერგოს ფეხბურთელს, რომელსაც ან ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ან დიდი მოლოდინი გვაქვს, ასეთები კი კლუბში მრავლად არიან.
პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, უსმან დემბელეს კვლავ აქვს შანსი სეზონის მთავარი იმედგაცრუება გახდეს, რადგან “ბარსას” ფანები საკმაოდ დიდ სიჯიუტეში არიან მხილებულნი და მაინც სჯერათ ფრანგი გარემარბის. სჯერათ და ეიმედებათ. ერთგულებაც ასეთი უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზებული ფანებიც აქვე არიან, მაგრამ იმედით აღსავსე ქომაგის დავიწყება არ ივარგებს.
კარგი შანსი აქვს ფრენკი დე იონგსაც, რადგან მოლოდინი ძალიან დიდია. ის ტერ შტეგენთან ერთად, მომავალი “ბარსას” მთავარი საძირკველია, მომავალ “ბარსაში” მესის შემდგომი “ბარსა” იგულისხმება. ფრენკი ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად უნდა იქცეს, მაგრამ საქმე ვერ მიდის კარგად. მისი კრიტიკოსები მომრავლდნენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თავის ცნობილი სიზუსტეც კი ვერ აჩვენა ბოლო შეხვედრებში.
იმედგაცრუებად, შესაძლოა იქცნენ ახალმოსული ფეხბურთელები, რადგან ახალი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ელიან. თუმცა, ვარსკვლავური სტატუსით არც ერთი არ მოსულა.
ჩემი ხმა კი ანტუანს ეკუთვნის. ისევ იმას ვფიქრობ, რასაც მის მოსვლამდე ვფიქრობდი. მსგავსი სტილის ფეხბურთელი არაფერში გჭირდება, როცა მესი გყავს გუნდში. კუმანმა სეზონის წინ თავი გამოიდო, გრიზმანმა თავის პოზიციაზე უნდა ითამაშოსო და მარჯვენა გარემარბად გაამწესა. აგერ დეშამმაც თქვა, ანტუანი “ბარსაში” არ არის ბედნიერიო, ეს ხომ ჩვენც ვიცით?! ვხედავთ. რა თქმა უნდა, კარგი თამაშებიც ექნება, აი რომ გაფიქრებინებს გაიხსნა და ათამაშდაო, მაგრამ არა მგონია სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს.
იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რა სჭირს გრიზმანს, პედროს მაგალითი გამოგვადგება. გრიზმანი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია, შეუდარებლად მაღალი დონის, მაგრამ პედრო იდეალურად ერგებოდა ტაქტიკას, ზუსტად ის ჭანჭიკი იყო, რომელიც “ბარსას” ერგებოდა, გრიზმანი კი ვერ ერგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მაღალი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ასეთი სპორტია, გუნდური თამაშია, მხოლოდ ის, რომ ვიღაცაზე მაგარი ხარ, “ბარსასთვის” საკმარისი არ არის.
საბოლოო ჯამში, ასეთი სურათი მივიღე:
- ლა ლიგა – ბოლო ტურამდე ბრძოლა “ატლეტიკოსთან”
- 2? ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი
- საუკეთესო ტრანსფერი – დესტი
- საუკეთესო ფეხბურთელი – მესი
- სეზონის იმედგაცრუება – გრიზმანი
იმ ისტერიჩკას facepalm.gif
იმ ბარსელონას დედას ###### თამაშს არ იყურებოდა თორემ შედეგებს არც ვითხოვდი.
ტიპი სარაგოსებს და ვალიადოლიდებს მეორე ნომრად ეთამაშებოდა.
ჩავის რომ ენა არ წამოეყრანტალებინა ისევ ეგ გვეყოლებოდა მწვრთნელად
ფლიკი იმიტომ მოიყვანეს, რომ თავად ფლიკმა გამოთქვა სურვილი და საკუთარი თავი შესთავაზა და ყველაფერზე დაეთნხმა და მეტი არავინ იყო ბაზარზე გამოცდილი, თორემ მარკესაც ფიქრობდენ ერთი პერიოდი და კუმანის შვილზეც
givi.gif
ლა ლიგის ჩემპიონი- ბარსელონა
რამდენი ტიტული-4
მაქსიმუმი ლიგაზე- ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი-ჟოან გარსია
იმედგაცრუება-ტერშტეგენი
საუკეთესო ვეტერანი- ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი- იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი-იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
საუკეთესო ასისტენტი-იამალი
სეზონის აღმოჩენა- ბერნალი
ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსელონა
რამდენი ტიტული – ყველა
რა იქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი – ჟოან გარსია
იმედგაცრუება – მარკუს რაშფორდი
საუკეთესო ვეტერანი – რობერტ ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – ლამინ იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი – ლამინ იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – რაფინია
საუკეთესო ასისტენტი – ლამინ იამალი
სეზონის აღმოჩენა – ჟოფრე ტორენტსი
იმედია ფეოლა 100%-იანი იქნება.
ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსა;
ტიტულები – 3;
მაქსიმუმი ლიგაზე – ნახევარფინალი;
საუკეთესო ტრანსფერი – რაშფორდი;
იმედგაცრუება – ოლმო;
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი;
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი;
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი;
საუკეთესო ბომბარდირი – იამალი;
საუკეთესო ასისტენტი – იამალი;
სეზონის აღმოჩენა – ბერნალი.
ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსა
ტიტული – 4 ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი ან კოპა ( ამ ორიდან ერთი), ლიგა და უეფას სუპერ თასი და სუპერ თასი თუ შემდეგი სეზონის ტიტულად ითვლება მაშინ ამ სეზონში 3
ლიგის მაქსიმუმი – ლიგის მოგება
საუკეთესო ტრანსფერი ჟოან გარსია
იმედგაცრუება – არაუხო
საუკეთესო თინეიჯერი – თქმაც არ უნდა
საუკეთესო მოთამაშე – პედრი
ბომბარდირი – რაფინია
ასისტენტი – იამალი
სეზონის აღმოჩენა – რუნი ბარდჯი ან უბრალოდ რუნი😂
ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსა
რამდენი ტიტული – 3
რა იქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი – რაშფორდი
იმედგაცრუება – რაფინია (წინა სეზონის მოლოდინიდან გამომდინარეე)
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – იამალი
საუკეთესო აისტენტი – პედრი
სეზონის აღმოჩენა – ხერარდ მალდინი 🗿
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 3
რა უქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი – გარსია
იმედგაცრუება – ოლმო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – რაფინია
საუკეთესო აისტენტი – რაშფორდი
სეზონის აღმოჩენა – ბერნალი
მიუხედავად იმისა რომ მინდა ბარსამ ყველა შესაძლო ტიტული მოიგოს, დაიბრუნოს თავისი დიდება ლიგაზე და მონსტრ კლუბად ჩამოყალიბდეს, რის დაჯერებაშიც შარშანდელი სეზონის სიძლიერე და სილამაზე გვეხმარება, მაინც პესიმისტურად ვარ განწყობილი და პროგნოზი ასეთია:
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 1
რა უქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – 1/2 ფინალი
საუკეთესო ტრანსფერი – გარსია
იმედგაცრუება – არაუხო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – რაფინია
საუკეთესო აისტენტი – იამალი
სეზონის აღმოჩენა – დრო
ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსა
რამდენი ტიტული – ყველა
რა უქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი – გარსია
იმედგაცრუება – სამი ვარიანტია არაუხო ოლმო ლევანა
საუკეთესო ვეტერანი – დეიონგიც ვეტერანებში გადის😂 თუ არ გადის შესნი იყოს მაგრამ სკამზე საუკეთესო?😅
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი – ჩემთვის პედრია ისე ლამინე გახდება ალბათ
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანი
საუკეთესო აისტენტი – იამალი
სეზონის აღმოჩენა – ბერნალი ჩემი აზრით უკვე აღმოჩენაა😅
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 3
რა უქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი – გარსია
იმედგაცრუება – არაუხო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – იამალი
საუკეთესო აისტენტი – იამალი
სეზონის აღმოჩენა – დრო
კიდე ერთი იდეალური გარიეგაბ გენიოსი პრეზიდნეტისგან😂 ტრინკაოს უფლებების 50% მიყიდა სპორტინგს 11 მილიონად აცლა წავლენ ესენი და 60 მილიონში გაყიდიან მინიმუმ 😀 ყველანაირად სიირ ხელმძღვანელობა ყავს გუნდს და ხალხი კიდე იცავს😂😂😂 მაგას ჯობდა გამოესყიდათ და იმ <<ცენზურის დარღვევა>> რაშფორდის მაგივრად მოეყვანათ