ჩვენი დროის ჰეროსტრატე

ჩვენი დროის ჰეროსტრატე

“ბარსას” თავს ისეთი ამბები ტრიალებს, რომ საკითხი ეგზისტენციალურ ჭრილშია განსახილველი. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიწრო ჭრილშიც განვიხილოთ, მაგრამ რა უნდა ვთქვათ ისეთი, რაც აქამდე არ გვითქვამს?! უკვე წლებია, ვიცით, რომ ხელმძღვანელობისა და მესის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს სეზონი კი ამ ყველაფრის პიკი გამოდგა, “ბოტების საქმიდან” დაწყებული, მესის მოწოდებების უგულებელყოფითა და ბართომეუს დარჩენით დამთავრებული.

კი ბატონო, არჩევნები ჩაინიშნა, მაგრამ უკვე ისედაც დრო იყო, ბართომეუ არ გადადგა და ამით ვინ რა მოიგო, არ ვიცი, მაგრამ “ბარსამ” წააგო.

ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმ კაცს, რომელიც ვირთხას ჩამოჰგავს, მაგრამ გვავიწყდება, რომ მას ზურგს უმაგრებენ, უკვე წლებია მხარს უჭერენ, ერთ კაცს არ შეუძლია თქვას – მე ვრჩებიო და დარჩეს. მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ შეძლებს, ამიტომ ძალიან რთულია აქედან ყველაფრის ანალიზი, აქედან კი არა, ესპანურ პრესაშიც კი არაფერი დაწერილა იმ ხალხზე, რომლებმაც ბართომეუს ბოლომდე ნდობა გამოუცხადეს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბოლო წლებში “ბარსამ” გადაიტანა.

ახლა რაც შეეხება ეგზისტენციალურ ჭრილში განხილვას. მსოფლიო კლასიკოსები ორ კატეგორიად იყოფიან, ერთ მხარეს მიაჩნია, რომ მსოფლიოს სილამაზე გადაარჩენს! მაგალითად, ფედია დოსტოევსკი სწორედ ასე თვლიდა, მეორე კატეგორია კი თვლის, რომ სილამაზე უნდა განადგურდეს! – ეს იაპონური გზაა, რომელიც მოგვიანებით ამერიკელმა ლიტერატორებმა აითვისეს. სილამაზე უნდა განადგურდეს, რადგან მას აქვს აღდგომის უნარი და ჭეშმარიტება მხოლოდ აღდგომაშია, ასეთ შინაარს ატარებს დესტრუქციის სურვილი.

ამ გზის მატარებელი იყო ერთ-ერთი იაპონელი ბუდისტი ბერი, რომელმაც იაპონური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, “ოქროს ტაძარი” გადაწვა, სასამართლოზე კი ასეთი რამ თქვა – “ისეთი ლამაზი იყო, უთუოდ ფერფლად უნდა მექციაო”.

შეგვიძლია პალანიკის “მებრძოლთა კლუბიც” გავიხსენოთ, სადაც ნარატორი ყველაზე ლამაზ მებრძოლს ამოარჩევს და სახის ძვლებს დაულეწავს, მერე კი იტყვის – “მსურდა რაიმე ლამაზი გამენადგურებინა”.

ეს ფილოსოფიური სწრაფვა ადამიანში დასაბამიდანვე გვხვდება, მაგრამ ბართომეუს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ის ჰეროსტრატეს სრული ასლია, რომელმაც არტემიდას ტაძარი მხოლოდ იმიტომ გადაწვა, რომ მისი სახელი უკვდავყოფილიყო. ფაქტია, რომ ასეც მოხდა, რადგან ახლა, სწორედ მასზე ვსაუბრობთ.

არ აინტერესებდა, როგორ და რა მეთოდებით, უბრალოდ სურდა, რომ ისტორიას შემორჩენოდა. ნუთუ, მსგავსება არ არის ბართომეუსთან?! ბართომეუ არ დაბადებულა პრეზიდენტობისთვის, ის პატარა კაცია, პატარა კაცის კომპლექსებით, რომელიც სავარძელში მხოლოდ ინტრიგებისა და დაჭერების ხარჯზე აღმოჩნდა, ვერ გაუძლო სირთულეს, რომელიც პირველ პირებს ამძიმებთ და უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ისტორიაში შევიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ.

“ბარსას” ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი”? – მშვენიერია, კმაყოფილი იქნება.

“კაცი, რომელმაც გუნდიდან მესი გაუშვა”? – ესეც შთამბეჭდავად ჟღერს.

ამერიკას დღემდე ახსოვს ერთი ბალადა, სახელწოდებით – “როგორ მოკლა ლაჩარმა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი” – აი ეს სათაური, ვგონებ მოუხდება.

სამართლებლივ დავაზე კი დიეგო მარადონა გამახსენდა, “ნაპოლიდან” წასვლას თხოვდა პრეზიდენტს, რადგან მაფია მოსვენებას არ აძლევდა, ნარკოტიკებს კი თავს ვერ ანებებდა. დიეგოს სურდა, რომ ამ ყველაფრისგან შორს ყოფილიყო, პრეზიდენტს შეპირდა, ტიტულს მოგიტან და გამიშვიო, მაგრამ გადააგდეს. “ნაპოლის” პრეზიდენტი კი მოგვიანებით ასეთ რამეს იტყვის – “წასვლა სურდა, მაგრამ არ გავუშვი, ის ჩემი ტყვე იყო, საპყრობილეში გამომწყვდეულ მხეცს ჰგავდა, მის გაშვებას ხალხი არასდროს მაპატიებდა.”

საბოლოოდ როგორ დასრულდა ყველაფერი, ვიცით, დიეგო აბსოლუტურად დეგრადირდა როგორც სპორტსმენი.

ნუთუ იმ ყველაფრის მერე, რაც მესიმ “ბარსას” გაუკეთა, იმას არ იმსახურებს, რომ მშვიდად გაუშვან? რა იქნება იმაზე საშინელი სანახავი, როგორ გამოვკეტავთ, კლუბისა და ალბათ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს გალიაში და როგორ ვაიძულებთ ცირკის ცხოველივით, მაყურებელი გაართოს?!

რა თქმა უნდა, შოკია. “ბარსას” ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია, ვის დაკარგვია ლუიშ ფიგუ, ან დიდი ლუის სუარესი, “ინტერში”, რომ გაგვცვალა?! თავად მეფე ითხოვს წასვლას..

მაგრამ! რაში უნდა გამოვლინდეს მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა, თუ არა მისი ნების აღსრულებაში?!

ლეომ დაიმსახურა მშვიდად წასვლა.

ყველაფერი მოიგო, მაგრამ ბართომეუსთან დამარცხდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი კლუბი მის წინააღმდეგ არის. მათ შორის ბართომეუს მოსყიდული ჟურნალისტებიც, რომლებზეც რატომღაც აქამდე არაფერი დამიწერია და დანტეს ჯოჯოხეთშიც ვერ მივუჩინე ადგილი, არადა “ბარსას” ნგრევაში გვარიანი წილი მიუძღვით.

კუმანისა და მესის შორის შეხვედრის შესახებ ანგარიში ბართომეუს ჩააბარეს, მან კი ეს ყველაფერი ჟურნალისტების მეშვეობით გამოაქვეყნა.

ჩვენ საქმე გვაქვს 21-ე საუკუნის ჰეროსტრატესთან.

წესითა და რიგით, ხელ-ფეხ შეკრული უნდა მიჰყავდეთ დასასჯელად, მაგრამ ზის თავისთვის და კიდევ რაღაც ინტრიგებს ხლართავს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • geniosi
    25 აგვ 2020, 23:35

    😥 😥 😥 😥 😥 😥 😥 😥

  • რივალდო-მესი
    25 აგვ 2020, 23:34

    სოფლის გუნდი მავნებელი პრეზიდენტით და ბორდით. ესაა თავი და ბოლო. წადი გენიოსო და დაუმტკიცე ყველას რომ შეგიძლია პრემიერლიგის წამოცმა ერთ ადგილზე.

  • ფეოლა
    25 აგვ 2020, 23:33

    ციტატა: geniosi
    წავ0დაა??

    ჯერ არა, მაგრამ რაღა დარჩა..

    თუ სამართლებლივად მართალი იქნება, უფასოდ წავა.
    თუ არ იქნება მართალი ძალით დავტოვებთ და არ გამოვრიცხავ, რომ ბართომეუს ჯინაზე ერთ წლიანი პაუზა აიღოს : )

  • geniosi
    25 აგვ 2020, 23:29

    წავ0დაა??

  • ფეოლა
    25 აგვ 2020, 23:26

    ციტატა: isakichi
    მესი არაა გასამტყუნებელი და ახლა არ დამიციტიროთ

    დაგიციტირებ და გეტყვი, რომ მართალი ხარ.

    ციტატა: frenkie dejong21
    ანუ ეს გუნდი მარტო ბართოუმეა თუ რა არის მესი ბართოუმესთვის თამაშობს ?
    მოითმინოს მარტამდე და გააჯვამს ეს ბართოუმე ბლიად რას იბუტება

    მემგონი მესი იმსახურებდა იმას, რომ ამდენ წლიანი ბრძოლის მერე მისი მხარი დაეჭირათ და ის გნიდა გაეპანღურებინათ.
    ამაშია საქმე, ფანებიდან დაწყებული, ყველა რგოლის მენეჯერებით დამთავრებული, ყველამ ზურგი აქცია.

  • გიგა
    25 აგვ 2020, 23:25

    ოლდბოისის გარდა მაინც ვერ წარმომიდგენია სხვა ფორმით რაა …
    ან გაცილების გარეშე …
    ან დარჩენილი რეკორდების ერთი მაისურით…
    იმედია მედია უფრო ძაბავს ვიდრე რეალურადაა მაგრამ ალბათ ბართომეუზე უფრო იმოქმედებს ეს ყველაფერი ^^

  • isakichi
    25 აგვ 2020, 23:24

    მესი არაა გასამტყუნებელი და ახლა არ დამიციტიროთ

  • M͓̽a͓̽r͓̽c͓̽ ͓̽a͓̽n͓̽d͓̽r͓̽e͓̽
    25 აგვ 2020, 23:24

    რო დავიწყე კითხვა პირდაპირ მივხვდი რო ფეოლა დაწერდა ❣

  • sandro89
    25 აგვ 2020, 23:23

    ბართოლომეუ ვერგიტან შე ბო.იშვილ 🖕 .ო თესლო განდონიდან გამოპარულო შენი 4თვალა დედას შევეც 🖕.ი წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი 🖕 🤜 🤮