პაუ კუბარსის პრესკონფერენცია ნიუკასლთან თამაშის წინ

პაუ კუბარსის პრესკონფერენცია ნიუკასლთან თამაშის წინ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ნიუკასლთან” დაპირისპირების წინ “ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა პაუ კუბარსიმ პრესკონფერენცია გამართა.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. შემდეგ ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიდეთ. სახლში ვთამაშობთ და ყველა გულშემატკივრის მხარდაჭერა გვექნება.

არჩევნები? როგორც ფეხბურთელი და სოსიო, ყველას აქვს თავისუფლება იმისა, რომ საკუთარი თავი ისე გამოხატოს, როგორც სურს. ჩემს ხმას ჩემთვის შევინახავ, ლაპორტას კი ვულოცავთ. მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ ფოკუსირებულები.

ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვართ. სეზონის დასაწყისში დაცვაში არსებული პრობლემების გამოსწორებას ვცდილობდით. ახლა მაღალ დონეზე ვთამაშობთ.

ყოველ 3 დღეში ვთამაშობთ და ბევრი თავისუფალი დრო არ გვაქვს, მაგრამ მენტალურად მოსამზადებლად დრო უნდა გამოვნახოთ ხოლმე. ხვალ, როგორ ყოველთვის, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ახალგაზრდები ვართ და დიდი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს დიდი სურვილი, რომ ამ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში საუკეთესოები თამაშობენ და ყოველთვის უმაღლესი დონის ფეხბურთელებს ხვდები. ჩემთვის პრობლემა არაა, უფრო სწრაფ თუ ფიზიკურად უფრო ძლიერ მოთამაშეს დავუპირისპირდები. საკუთარ თავზე ვარ ფოკუსირებული და იმაზე, როგორ შეიძლება საუკეთესო ვიყო.

კანსელუ? მისი დაბრუნებით ძალიან ბედნიერები ვართ. 3 წლის წინ, როდესაც პირველ გუნდს შევუერთდი, ის ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა. ჟოაუ ფანტასტიკური მოთამაშეა. კარგია, რომ მისნაირი უნივერსალური ფეხბურთელი გვყავს, რომელიც გვეხმარება. ის ნამდვილი “კულეა”.

მარტინი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ის ხშირად ცენტრალურ მცველად თამაშობს და თავს კომფორტულად გრძნობს. ჟერარს, არაუხოს, გარსიასა და კრისტენსენს უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ.

ჩავი ესპარტი და ალვარო კორტესი? მათ ვუთხარი, რომ მშვიდად იყვნენ, არ ინერვიულონ, თამაშის გარდა სხვა არაფერზე იფიქრონ და ოჯახის იმედი ჰქონდეთ. ადრე თუ გვიან, მათ შანსი მიეცემათ.

“ნიუკასლის” ინტენსივობა წარმოუდგენელია. ვიცოდით, ვის ვუპირისპირდებოდით პირველ მატჩში. დაცვაში ძალიან სოლიდურები ვიყავით, მაგრამ შეტევაში სისწრაფე გვაკლდა. სახლში სხვანაირად იქნება. საკუთარ თავზე ვართ ფოკუსირებულები და იმაზე, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (40)

  • nika 54
    18 მარ 2026, 20:54

    მართლაც მარტინმა აშკარად მოუმატა.

  • Moriarti
    18 მარ 2026, 13:49

    გვაირდიოლას რა დაემართა ვერ ვხვდები, ძალიან არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. რა ხალხი გაუშვა და ვინ მიიყვანა. აშკარად დასვენება ჭირდება.
    რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ულაპარაკოთ უნდა მოვიგოთ, უნდა გადავუაროთ. სევილიასთან ულტრასებმა რაც ქნედ დღეს 2x იქნება. 1300 გაზარდეს და მაგრათ ასწორებს აქამდე სად იყვნენ. დაჟე 5k ულტრასი მაინც უნდა იყოს, სულ სხვა განწყობა და დრაივი მოაქვს.

  • ზურაბ
    18 მარ 2026, 13:02

    ციტატა: shu1987
    გუარდიოლას ყველაზე დიდი შეცდომა ალვარესის გაყიდვა იყო, ჰალანდის ფორვარდობა არ გაიშვას ახლა გავა ვინმე სუსტს გაუტანს და აუ დაიწყებენ ქოთქოთს, გუარდიოლა კიარა ათი გუარდიოლა ანჩელოტი და ფერგიუსონი ვერ მოიგებდა გუშინ .


    მასეც არაა. უბრალოდ წინა თამაშში ლურტუამ და ვალვერდემ ჩაატარეს კარიერის თამაში მეორდ თამაშში კიდე კურტუა ისევ მოწოდების სიმაღლეზე და პლიუს მსაჯი

    ციტატა: ზურაბ

    ციტატა: shu1987
    გუარდიოლას ყველაზე დიდი შეცდომა ალვარესის გაყიდვა იყო, ჰალანდის ფორვარდობა არ გაიშვას ახლა გავა ვინმე სუსტს გაუტანს და აუ დაიწყებენ ქოთქოთს, გუარდიოლა კიარა ათი გუარდიოლა ანჩელოტი და ფერგიუსონი ვერ მოიგებდა გუშინ .


    მასეც არაა. უბრალოდ წინა თამაშში კურტუამ და ვალვერდემ ჩაატარეს კარიერის თამაში მეორე თამაშში კიდე კურტუა ისევ მოწოდების სიმაღლეზე და პლიუს მსაჯი

  • SHOTEX_ERADZE1992
    18 მარ 2026, 08:48

    ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ილია მეორეს გარდაცვალებას გიშინ 17 მარტს გარდაიცვალა

  • shu1987
    18 მარ 2026, 07:34

    გუარდიოლას ყველაზე დიდი შეცდომა ალვარესის გაყიდვა იყო, ჰალანდის ფორვარდობა არ გაიშვას ახლა გავა ვინმე სუსტს გაუტანს და აუ დაიწყებენ ქოთქოთს, გუარდიოლა კიარა ათი გუარდიოლა ანჩელოტი და ფერგიუსონი ვერ მოიგებდა გუშინ .

  • Bakero
    18 მარ 2026, 04:54

    ციტატა: Just_Barca_Lover

    ციტატა: Bakero

    ციტატა: rivaldo80
    და ამ სემეიონეს აქებდნენ ბიჭოო 😂 რავი ბადრიჯანას არაფრით ჯობია😂😂 ეს დეკუც აი ჩინური დემბელეა.ამდენი მილიონი დახარჯო მცველებში და შეტევაში ამ რეალს გაუტანო 1 გოლი მხოლოდ 😂 ხუსანოვი და გეჰი დანარჩენი დაცვა 0 ყავს და სულ ეგ დაცვა უჯვამდა.


    მთავარი დაგავიწყდა ის მართლა მაცივარი 200 მილიონი რომ ღირს joy joy რაც მაგან მაზა ბურთები


    სამსუნგის მაცივარი


    joy joy joy

  • Just_Barca_Lover
    18 მარ 2026, 02:49

    ციტატა: Bakero

    ციტატა: rivaldo80
    და ამ სემეიონეს აქებდნენ ბიჭოო 😂 რავი ბადრიჯანას არაფრით ჯობია😂😂 ეს დეკუც აი ჩინური დემბელეა.ამდენი მილიონი დახარჯო მცველებში და შეტევაში ამ რეალს გაუტანო 1 გოლი მხოლოდ 😂 ხუსანოვი და გეჰი დანარჩენი დაცვა 0 ყავს და სულ ეგ დაცვა უჯვამდა.


    მთავარი დაგავიწყდა ის მართლა მაცივარი 200 მილიონი რომ ღირს joy joy რაც მაგან მაზა ბურთები


    სამსუნგის მაცივარი

  • MESSI 2017
    18 მარ 2026, 02:46

    იმ ვიღაც პალასიოსს ყიდის რეალი და დარწმუნებული ვარ 10 მილიონამდე გაყიდის😀 გამოსაყიდს კოდე 15 მილიონს ჩაუდებს

  • Bakero
    18 მარ 2026, 02:06

    ციტატა: rivaldo80
    და ამ სემეიონეს აქებდნენ ბიჭოო 😂 რავი ბადრიჯანას არაფრით ჯობია😂😂 ეს დეკუც აი ჩინური დემბელეა.ამდენი მილიონი დახარჯო მცველებში და შეტევაში ამ რეალს გაუტანო 1 გოლი მხოლოდ 😂 ხუსანოვი და გეჰი დანარჩენი დაცვა 0 ყავს და სულ ეგ დაცვა უჯვამდა.


    მთავარი დაგავიწყდა ის მართლა მაცივარი 200 მილიონი რომ ღირს joy joy რაც მაგან მაზა ბურთები

  • Berlinetta♥
    18 მარ 2026, 02:01

    ვინის ყოჩაღ, ფლეიოფებში მართლა მაგრად თამაშობს, ზოგადად მეტ პატივისცემას იმსახურებს მისი თამაში, რეალის ფანების მხრიდან.

    მოროკოს რო მისცეს სენეგალის მოგებული თასი ? 😂😂😂

  • Don Leo
    18 მარ 2026, 01:58

    ვინისიუსის ნაირი ფეხბურთელი რომ გუნდში გვყავდეს რავი ალბათ შემცხვებოდა თამაშზე ყურება !!

  • Visca-barca
    18 მარ 2026, 01:58

    დროა გვარდიოლამ ერთი სეზონი დაისვენოს რაც შეეხება ხუსანოვი კაი ბიჭია სწრაფია ჯანი აქ თუ დატოვებს სიტის უნდა დაითრიოთ რო რამე მარჯვენა კრაიზეც თამაშობს ეხლა ატლეტიკოს ეთამაშება 3 დღეში რეალი და კაია იმედია კაი ჯახი წავა მაგრამ ვფიქრობ ატლეტიკო არ მოიკლავს თავსთქო ლა ლიგას აზრი არააქ და მთელ ენერგიას ლიგაზე დახარჯავენ ჩვენც უნდა დავასვენოთ და მოვუფრთხილდეთ ბიჭებს როტაციაა საჭირო იმიტო რო 3 თამაში გვიწევს ატლესთან და რთულია ნაჯახებთან თან ამ სამიდან 2 გასვლა გვიწევს 1 ლა ლიგა 2 ჩემპიონთა ლიგა

  • Tedeksa
    18 მარ 2026, 01:55

    თამაშს თუ უყურეთ, კურტუა რატომ შეცვალეს? გაიტრამვა?

  • La Pulga10
    18 მარ 2026, 01:53

    დღეს ისე წავიდა თამაშები ხვალ მგონია რთული დღე იქნება

  • rivaldo80
    18 მარ 2026, 01:49

    და ამ სემეიონეს აქებდნენ ბიჭოო 😂 რავი ბადრიჯანას არაფრით ჯობია😂😂 ეს დეკუც აი ჩინური დემბელეა.ამდენი მილიონი დახარჯო მცველებში და შეტევაში ამ რეალს გაუტანო 1 გოლი მხოლოდ 😂 ხუსანოვი და გეჰი დანარჩენი დაცვა 0 ყავს და სულ ეგ დაცვა უჯვამდა.

  • Visca-barca
    18 მარ 2026, 01:48

    რეალურად რომ შევხედოთ არც ბაიერნი ჩანს ისეთი სასწაული რო რეალი გააგდოს პსჟ შეუძლია რო დაამარცხოს

    ციტატა: Berlinetta♥
    როგორ მინდოდა ენრიკეს წასვლა , მიყოლებით პარიზი-ტურინი ფიასკოების მერე, ახლა ვხვდები, რეალურად ნახევარიც არ გამოუმჟღავნებია თავისიცოდნის, ვერც გამოამჟღავნებდა … ასეთ პრესინგს მესის და სუარესს ვერ დაავალებდა სულ რომ ნეიმარი დაეკერა..

    რეალურად, ახალგაზრდა მონდომებული ბიჭები ჭირდება და არა ვარსკვლავები წარმატებისთვის… არც ვიტინია ყოფილა ვარსვკლავი , არც ბარკოლა, დუე, დემბელე თუნდაც…

    მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერ დროს რიცხობრივ უპირატესობას ქმნიან ბურთის სიახლოვეს პეესჟეს ფეხბურთელები , ძალიან ბევრს დარბიან და არც იღლებიან, ძნელია ამ გუნდს გასაღები მოუძებნო…


    მეც ძაან მინდა ფლიკის შემდეგ ლუჩოს დაბრუნება თან აკადემიის ფეხბურთელები და ეხლა ძირითადის ბიჭები უფრო გამოცდილები დახვდება მაინტერესებს ძაან რასიზამს

  • Berlinetta♥
    18 მარ 2026, 01:30

    როგორ მინდოდა ენრიკეს წასვლა , მიყოლებით პარიზი-ტურინი ფიასკოების მერე, ახლა ვხვდები, რეალურად ნახევარიც არ გამოუმჟღავნებია თავისიცოდნის, ვერც გამოამჟღავნებდა … ასეთ პრესინგს მესის და სუარესს ვერ დაავალებდა სულ რომ ნეიმარი დაეკერა..

    რეალურად, ახალგაზრდა მონდომებული ბიჭები ჭირდება და არა ვარსკვლავები წარმატებისთვის… არც ვიტინია ყოფილა ვარსვკლავი , არც ბარკოლა, დუე, დემბელე თუნდაც…

    მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერ დროს რიცხობრივ უპირატესობას ქმნიან ბურთის სიახლოვეს პეესჟეს ფეხბურთელები , ძალიან ბევრს დარბიან და არც იღლებიან, ძნელია ამ გუნდს გასაღები მოუძებნო…

  • Kakkia
    18 მარ 2026, 01:18

    გვარდიოლას აშკარად დასვენება სჭორდება…

  • MESSI 2017
    18 მარ 2026, 01:17

    გვარდიოლამ გამოაგდლ სიტი პირველ რიგში😀