workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხულიან ალვარესის საქმის გამო ბარსა 602 ევროთი დააჯარიმეს

ხულიან ალვარესის საქმის გამო ბარსა 602 ევროთი დააჯარიმეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) ხულიან ალვარესის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და “ბარსელონა” მხოლოდ 602 ევროთი დააჯარიმა. საქმე ეხება “ატლეტიკოს” საჩივარს, რომლის საფუძველზეც ივლისის ბოლოს კატალონიური კლუბის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

მადრიდული კლუბი “ბარსელონას” მოქმედი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელთან არასანქცირებულ კონტაქტში ადანაშაულებდა. როგორც აქამდეც იყო ცნობილი, საქმის განხილვა FIFA-მ ვერ დაიწყო, რადგან აღნიშნული საკითხი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდებოდა.

“ატლეტიკომ” საჩივარი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ რეგლამენტს დააფუძნა, რომლის თანახმადაც:

“კლუბი, რომელსაც პროფესიონალი ფეხბურთელის დამატება სურს, ვალდებულია, ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებამდე წერილობით აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ იმ კლუბს, რომელთანაც მოთამაშეს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.”

დისციპლინური წარმოება საბოლოოდ “ბარსელონასთვის” 602-ევროიანი ჯარიმის დაკისრებით დასრულდა.

სანქცია ეფუძნება დისციპლინური რეგლამენტის 133-ე მუხლს, რომელიც ეხება ბრძანებების, მითითებების, გადაწყვეტილებებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.

აღნიშნულ მუხლში ვკითხულობთ:

“ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ბრძანებების, მითითებების, გადაწყვეტილებებისა თუ რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დარღვევებად არის კლასიფიცირებული, მიიჩნევა მსუბუქ დარღვევად. ასეთ შემთხვევაში კომპეტენტურ დისციპლინურ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ჯარიმა არაუმეტეს 602 ევროს ოდენობით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან დისკვალიფიკაცია არაუმეტეს ორი თვის ვადით ან სულ მცირე ორი მატჩით, ან სტადიონის დახურვა მაქსიმუმ ერთი მატჩით.”

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა 2019 წლის ზაფხულშიც დაფიქსირდა, როდესაც “ატლეტიკომ” “ბარსელონას” წინააღმდეგ საჩივარი ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო შეიტანა.

მაშინ მადრიდული კლუბი ამტკიცებდა, რომ “ბარსელონამ” ფრანგ თავდამსხმელთან კონტრაქტი წესების დარღვევით გააფორმა. საბოლოოდ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კატალონიური კლუბი მხოლოდ 300 ევროთი დააჯარიმა.

ამრიგად, ხულიან ალვარესის საქმეც “ბარსელონასთვის” უმნიშვნელო ფინანსური სანქციით დასრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 27 ოქტ 2026, 23:30

    ამ დედამოხნულმა მადრიდელებმა ჩივილის და დანოსების წერის მეტი ვერაფერი ისწავლეს. ზოგიერთი სკოლის მოსწავლეები მახსენდება, მასწავლებელო იმან დამარტყა, მასწავლებელო იმან ეს მითხრა, იმან კალამი წამართვა და ასე შემდეგ. ფუფ თქვენი ჩამშვები დედები ….

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 27 ოქტ 2026, 23:29

    გაანებონ თავი ამასაც კიდე, ლამის კარიერა დაენგრა და თან კლუბიც ლაფში ამოისვარა, არ გამოდის ამ ღლე გუნდთან ნორმალური ურთერთობა და რაც გინდა ქენი. გრიზმანი გვაყლაპეს, ვილა და სუარესი აგვახიეს და მერე თასები მოიგეს, ფელიქსიც თითქმის შემოგვტენეს, მოკლედ ატლეტიკოსთან სატრანსფერო პოლიტიკა სრულად უნდა გაწყვიტონ მე თუ მკითხავ, მერე თუ ვინმეს ბარსაში მოსვლის ოცნება და პრეტენზია ექნება ის მაინც ეცოდინება რო მაგ საღორეში არ უნდა შეაბიჯოს. ეს ძვირიანი ტრანსფერებიც კიდე არ ამართლებს ჩვენთან ფაქტია და არ გვინდა მოკლედ.