როგორ მოერგებოდა ჟოაო ფელიში “ბარსელონას” შემადგენლობას?

როგორ მოერგებოდა ჟოაო ფელიში “ბარსელონას” შემადგენლობას?

აქ წარმოდგენილია თერთმეტეულის ის სამი შესაძლო ვერსია, რომელსაც 20 წლის პორტუგალიელი იდეალურად მოერგებოდა.

ცრუ 9-იანი

ჟოაო ფელიში შეტევაზეა ფოკუსირებული , სწორედ ამიტომ უჭირს მას “ატლეტიკოში” თავის გამოჩენა. მის გვერდით ორი ფლანგის შემტევით იგი მომავალი ფრანჩესკო ტოტი იქნებოდა.

ფლანგის შემტევი

20 წლის პორტუგალიელს საკმარისი შესაძლებლობა აქვს, რომ ვინგერად ითამაშოს. სისწრაფე, დრიბლინგი, შედეგიანი პასების გაკეთების უნარი. დიეგო სიმეონე ამ სეზონში მას მარჯვნივ ათამაშებს.

მეორე ცენტრალური თავდამსხმელი

ეს ჟოაოსთვის ყველაზე კარგი პოზიციაა, მას გოლების გატანის გარდა, საგოლე მომენტების შექმნაც კარგად გამოსდის. შესაბამისად, “ბარსას” დონის შეტევისთვის ის კარგი პლეიმეიკერი იქნებოდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    13 აპრ 2020, 23:02

    დიდხანს ვერ გააჩერებს ატლე და ამის შემდეგი გუნდი ბარსა მგონია,უმაგრესიააა.