მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აღარც პედრი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აღარც პედრი

          ისევ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ისევ “ატლეტიკო”, ისევ დიეგო სიმეონე, ისევ ყველაფერი ცუდად არის. რამდენადაც ლა ლიგაში ჩაგრავს ბარსა მადრიდელებს, იმდენად არაფერი გამოსდის ჩემპიონთა ლიგაზე. ისე მოხდა, რომ ისევ “კამპ ნოუზე” შედგა პირველი მატჩი, წინა წლებში თუ უკმაყოფილონი ვრჩებოდით ყაიმით ან მინიმალური სხვაობით მოგებული მატჩით, ახლა ბარსა საერთოდ დამარცხდა. ადრე მიგვაჩნდა, რომ ერთი ბურთით მოგება საკმარისი არ იქნებოდა, ახლა კი სასწაულიც აღარ ქვია იმას, რაც ბარსას შემდეგ ეტაპზე გაიყვანს.

ბარსა მაინც ეცდება. არავის სხვა ისეთი სასწაულები არ მოუხდენია მოედანზე, როგორც ამ კლუბს, ახალი გამოცდილებაც იქნება, როგორც წესი, ასეთი მარცხის მერე “კამპ ნოუთი” ვემუქრებით ხოლმე მეტოქეს, ახლა ამ დარტყმის მერე გასვლაზე მოგვიწევს წასვლა, თან სად? “მეტროპოლიტანოზე”, სადაც სულ ცეცხლი ანთია.

ვნახოთ რა გამოვა.

ორი დარტყმა ერთ წუთში

ვიტყვი გულახდილად. წესიერად ვერ ვუყურე ამ შეხვედრას, დასავლეთიდან თბილისში დაბრუნება ვერ მოვასწარი, გზად გადავშალე ლეპტოპი, მაგრამ გვირაბში შეხვალ თუ არა კონტაქტი იკარგება და ნერვები იჭიმება, ამ ნერვებს თამაშმაც შეუწყო ხელი და სადღაც ბოლო წუთებისთვის, როცა მანქანას ბენზინი გაუთავდა, რადგან სადგურები რატომღაც დახურული იყო და ჩემ ტელეფონზე ძლივს დაჭერილი ინტერნეტით თითქმის ერთდროულად აინთო ანგარიში და წითელი ბარათი, აი აქ გაწყდა. არადა წინ მთელი მეორე ტაიმია ჩასასქროლი.

რაც ვნახე იმას ვიტყვი და ვნახე ალაგ-ალაგ. ვნახე, რომ ორივე მწვრთნელმა გადასარევად იცოდა რას თამაშობდა მეორე. ორივე მზად იყო და როგორც წესით ასეთ მატჩებში ან საერთოდ არ გადის გოლი, ან ერთი გადაწყვეტს ხოლმე ყველაფერს. სამწუხაროდ ორი საკვანძო მოთამაშე არ გვყავდა, ერთს სიმშვიდე მოაქვს, მეორეს დრაივი, აგრესია. ბარსას ორივე აკლდა, არც საკმარისი სიმშვიდე ჰქონია და არც საკმარისი აგრესია. აქტიურობდა რაშფორდი როგორც ვნახე, შეიძლება ყველაზე მეტ მომენტსაც ქმნიდა, მაგრამ არ არის ამ ეტაპზე ეგ საკმარისი. ამ ეტაპზე რასაც ქმნი უნდა შეაგდო, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

სამწუხაროდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვნახე ის გადამწყვეტი მომენტიც, და ამ გადამწყვეტს ისევ აბსურდი მოჰყვა, ბოლო იმედის ჯარიმაზე მსაჯმა ყვითელი ასწია, რატომ? არ ვიცი. ლოგიკა მკვდარია. მოკლა ჯიგარმა. აქ თუ ჯარიმაა, ავტომატურად წითელია. გადაამოწმეს და გააგდეს კუბარსი, მაგრამ, რამდენად იყო ეს შეხება საკმარისი იმისთვის, რომ ფეხბურთელი წაქცეულიყო, მომეჩვენა, რომ უბრალო შეეხო, კი არ დაიჭირა, კი არ ჩამოქაჩა, უბრალოდ შეეხო და წაიქცა ისიც რობიკოს ტარიელივით.

კარგად გაყიდა მომენტი და ეგეც შენი წითელი ბარათი.

თითქოს ეს არ გვეყოფოდა და ჯარიმაც ზუსტად დაარტყეს. ორმაგი დარტყმა გასახდელში მიმავალ ბარსას. ფლიკი მეორე ტაიმს ყოველთვის უკეთესად თამაშობს, მაგრამ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მე მგონი პირველად აღმოჩნდა.

აღარც პედრი

ახლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა ისევ ვუბრუნდები თამაშს და ვხედავ, რომ პედრი არ არის მოედანზე. ლევანდოვსკის გაყვანა გასაგებია, წითელი ბარათის მერე ერთი შემტევი უნდა მოიხსნას, მაგრამ პედრი? ჯანდაბა, ეს რა ხდება ჩვენს თავს?! სავარაუდოდ ისევ ტრავმა. ვიღაცისთვის კუბარსის წითელი ბარათით დასრულდა ყველაფერი, ჩემთვის კი აქ, ამ მომენტში, როცა პედრი ვეღარ დავინახე.

მეორე ტაიმშიც მხოლოდ რაშს ჰქონია მომენტები, ერთი კი უნდა შეეგდო, ამ მოცემულონბაში, რომ კაცი მოახერხებს და ერთი-ერთზე პასს დაგიხატავს, ეგ უნდა შეაგდო. მაგრამ ვერ შეაგდო და სწორედ ამიტომ არის “დამხმარე კაცი”, რომელიც ახლა გვეხმარება რაფინიას არყოფნაში.

იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რაც დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მაგრამ ბარსას საჩივარს არაფერი მოჰყვება. რადგან, ასეთები ადრეც ყოფილა და არაფერი მოჰყოლია. საქმე ის არის, რომ არის რაღაც, რაც VAR-ის კაბინაშიც არ ჩამს, და ეს რაღაც არის განზრახვა. რა პასი იყო ეს? თამაშის გამხსნელი თუ უბრალოდ გაგორებული, ჰა, შენ შეიყვანე თამაშშიო. მეკარემ გააგორა და მცველმა ხელი შეახო. გაიგე ახლა რა ქნეს. ჩემთვის ეს პენალტია. ასე აღვიქვი მეკარის პასი, მაგრამ რამდენი კაციც არის, იმდენი აღქმა იქნება. აბა, ვინ რა დასკვნა უნდა გამოიტანოს.

კიდევ ერთი შეუსრულებელია მისიააა წინ.

მაგრამ ფიქრი მაინც თავისას შვება, ფიქრი ყოველთვის ოპტიმისტურია – თუ “ატლეტიკომ” შეძლო, ესე იგი, ჩვენც შეგვიძლია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (34)

  • Bakero
    10 აპრ 2026, 20:43

    ციტატა: nika 54
    ვიცი ატლეტიკო სახლში ყველაფერს იკადრებს, მაგრამ რამდენი ბარსას მადრიდში მოუგია იმდენი სიკეთე მომცეს ღმერთმა. გამოვიდეს გუნდი და ითამაშოს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. არაფერი შეუძლებელი არ არის, მეორე საკითხია ვინ გვეყოლება მისაწვდომი შემადგენლობაში.


    რეალურად მეორე საკითხი პირველი საკითხია :)) …შემადგენლობა…..

  • Don_Andresito
    10 აპრ 2026, 14:29

    ციტატა: me da barca
    <p>მე სიმეონეს ატლეტიკოსთან სტუმრად (ორივეს მო…. გამჩენი) ქამბექის ძნელად მჯერა, მაგრამ იცით რისი მჯერა? თუ ჩვენთან მოხდა რაც მოხდა, რატომ არ შეიძლება მაგ ბო***ც გაუგდონ ვინმე და მსაჯმაც ისე იმსაჯოს მათთვის, როგორც ჩვენთან იმსაჯა მაგ *ლემ?! ხომ არის ამის ალბათობა. 2:0 კი არა 3:0 ამოუქაჩავთ და 4:0-იც, მაგრამ განმეორებითი თამაში რაც მე მახსოვს ყველა სახლში იყო. ჩვენ კი მოგვიწევს ვანდაზე თამაში გამაყრუებელი ყვირილის და სავარაუდოდ წყლით გაჟღენთილ მინდორზე, შეიძლება გადახნულზე. იმედი ბოლოს კვდება.</p>


    ბოლოს როდის იმსაჯეს ჩვენ სასარგებლოდ? მით უმეტეს ლიგაზე, რეალი კი არ ვართ, უპატრონო მზე გუნდი ვართ და მსაჯებმაც იციან ჩვენი დაზიანებით არაფერი დაემუქრებათ. მადრიდისტ სექტანტებს და ჩელსის მუტანტ ფანებს პირზე აკერიათ 2009 წლის ნახევარფინალი მარა იმბეცილი თუ არ ხარ კაცი და ორივე თამაშს უყურე მანდ ჯამში ბარსა დაიჩაგრა უფრო მეტად. 10 კაცით ჩვენ კი არა ჩელსი უნდა ყოფილიყო და 2-0 ით უნდა ჩავსულიყავით იქ. მარა კუტუ ბავშვებმა რა იციან ეგ მარტო ბოლო 2 წუთის ჰაილაითები ნახეს. თან ლა ლიგაში თითქოს გვიჯიგრეს როცა მარტინი არ გააგდეს, აქ კიდე გვანახეს ლიგას არ მოგაგებინებთო.

  • nika 54
    10 აპრ 2026, 12:37

    ვიცი ატლეტიკო სახლში ყველაფერს იკადრებს, მაგრამ რამდენი ბარსას მადრიდში მოუგია იმდენი სიკეთე მომცეს ღმერთმა. გამოვიდეს გუნდი და ითამაშოს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. არაფერი შეუძლებელი არ არის, მეორე საკითხია ვინ გვეყოლება მისაწვდომი შემადგენლობაში.

  • me da barca
    10 აპრ 2026, 00:41

    მე სიმეონეს ატლეტიკოსთან სტუმრად (ორივეს მო…. გამჩენი) ქამბექის ძნელად მჯერა, მაგრამ იცით რისი მჯერა? თუ ჩვენთან მოხდა რაც მოხდა, რატომ არ შეიძლება მაგ ბო***ც გაუგდონ ვინმე და მსაჯმაც ისე იმსაჯოს მათთვის, როგორც ჩვენთან იმსაჯა მაგ *ლემ?! ხომ არის ამის ალბათობა. 2:0 კი არა 3:0 ამოუქაჩავთ და 4:0-იც, მაგრამ განმეორებითი თამაში რაც მე მახსოვს ყველა სახლში იყო. ჩვენ კი მოგვიწევს ვანდაზე თამაში გამაყრუებელი ყვირილის და სავარაუდოდ წყლით გაჟღენთილ მინდორზე, შეიძლება გადახნულზე. იმედი ბოლოს კვდება.

  • Rick Sanchez
    10 აპრ 2026, 00:03

    რაფინია აბებზე შეჯდეს და ითამაშოს

  • უჩა
    09 აპრ 2026, 23:03

    არვიცი რატომ მაგრამ შინაგანი შეგრხნება მაქვს რომ მინიმუმ ძალიან დაიძაბება თამაში რაღქცნაირად არმაქვს ხოლმე აი ინტერთან ვიცოდი რო მეორე ტაიმში დააქამბექებდნენ ეხლაც მაქვს მსგავსი ვნაცოთ

  • Barca for life
    09 აპრ 2026, 22:32

    ეს 2 დღეა ძაან ნერვები მეშლება იმ ხალხზე ვინც კუბარსის აგინებს და არაუხოს ადარებს.

    ჯერ იმით დავიწყოთ რომ კუბარსი არის 19 წლის ბავშვი რომელიც ამ კლუბმა აქცია დაცვის ლიდერად ვინაიდან სხვა მეტი არჩევანი არ ჰქონდათ, მერე მთელი სეზონის განმავლობაშია ხან ვინ უდგას გვერდით და ხან ვინ, ახლა უდგას ჯერარდ მარტინი..რითაც მემგონი ყველაფერი ნათქვამია.

    ანუ ამხელა გრანდი რომ ხარ და დაცვის ცენტრში 19 წლის ბავშვით და ჯერარდ მარტინით რომ თამაშობ აი მართლა რისი იმედი გაქვს?! და ვაბშე ხალხს რატო გაქვთ იმისი მოლოდინები რომ ეს გამოუცდელი ღლაპები შეცდომებს არ დაუშვებენ?! 

    რასაც ქაჩავენ ქაჩავენ ბიძია და ახლა თავს ზევით ძალა არაა.. ამას ემატება ფულბექების საზიზღარი თამაშიც და ერიჰაა.. ვინმეს უკვირს რომ ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს გრანდებს შორის?! 

    განურჩევლად მეტოქისა ვინც არ უნდა გადმოდიოდეს ჩვენს ნახევარზე უმალვე ვკანკალებ ვინაიდან ვიცი რომ 1 გადმოსვლაც კი სახიფათო მომენტია ჩვენს კარში და ეს ვისი ბრალია?! 

    შემთხვევით ლაპორტა-დეკუ-ფლიკი ხო არ არიან იმაში დამნაშავეები რომ ასეთი დაცვა გვყავს და ასეთი გამოლენჩებულები არიან?! 

    დავუბრუნდეთ გუშინდელ თამაშს და კუბარსის მომენტს:

    კუბარსი მე პირადად საერთოდ არ მგონია დამნაშავე მაგ ეპიზოდში და რამე თუ დააშავა ეგეც იმიტომ რომ გამოუცდელია. 

    ჯერ საერთოდ ისიც საყოყმანოა ეგ ნაღდად წითელი იყო თუ არა ვინაიდან კონტაქტი იქამდე ხდება სანამ სიმეონეს ბურთზე კონტროლი საერთოდ ექნება, მერე თან კონტაქტსაც რომ დააკვირდე კუბარსისგან საერთოდ არ იკითხება გაზრახ ფეხბურთელზე დაჯარიმება, არამედ სიმეონეა ის ვინც ფეხს ისე იქნევს რომ კუბარსისთან კონტაქტს პოულობს. 

    ანრიმაც აღნიშნა და ვეთანხმები რომ როდესაც ასეთი მნიშვნელობის დაპირისპირებაა და ესეთი რაღაც ხდება რაზეც 100%ით დაზუსტებით ვერ იტყვი რომ ესეა, მსაჯმა იმხელა ჩარევა არ უნდა იქონიოს თამაშზე როგორიც ერთი გუნდის 10 კაცით დატოვებაა.

    აქვე ისიც გასათვალისწინებელია რომ საერთოდ ამ ეპიზოდამდე კოკე იყო 100%ით გასაგდები და არაფრის დიდებით მსაჯს არ უნდოდა რომ გაეგდო, ხოლო ამ მომენტში კუბარსი წამში გააძევეს.. ნუ ამ მსაჯმა რომ აშკარად ბარსას საწინააღმდეგოდ იმსაჯა ეს კიდევ სხვა საკითხია..

    მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მეშლება ნერვები რომ კუბარსის გაგდებამდე და გაგდების მერეც ატლეტიკოს 10 თავით ვჯობდით და ეს ასახულია ყველა სტატისტიკაში, მოსალოდნელი გოლები მათთან შედარებით 2ჯერ მეტი გვქონდა, ამათმა 3ჯერ დაარტყეს კარში და 2 გაიტანეს, ჩვენ კიდე სადღაც 20მდე გვქონდა კარისკენ დარტყმა, 2 ძელი, და სადღაც 6 კარში დარტყმა..

    ამით იმის თქმა მინდა რომ ყველამ ვინც თამაშს ვუყურეთ ვნახეთ რომ კუბარსის გაძევებას არ გამოუწვევია ჩვენი გუნდის ჩამონგრევა, პირიქით, მანამდე თუ უმარილოდ დაძუნძულებდნენ, მეორე ტაიმში ინტენსივობა გაზარდეს და პრესინგზე დაგეშილი ძაღლებივით დარბოდნენ, არც დაცვაში მოგვწევია ჩაჯდომა, არც უმომენტოდ ვიყავით და გაცილებით მეტით შეგვეძლო რომ ეს თამაში მოგვეგო, ანუ პრობლემა რაშია?! კუბარსი იყო მოედანზე როცა ტონა მომენტი ააცილეს, კუბარსი არ იყო მოედანზე და ისევ ტონა მომენტი ააცილეს! ანუ კუბარსი ვაბშე რა შუაშია მართლა ამხელა პრობლემასთან რაზეც ყველა თვალს ხუჭავს და რასაც ფინიშინგი ჰქვია ხალხო.

    აი გუშინ საერთოდ არ მეჯერა რომ გოლს გავიტანდით, რადგან ვუყურებ რაშფორდს, ტორესს, ბებერ ლევანას თუნდაც იამალს და გამტანი არცერთი არაა. იამალს კიდევ თავისი პლუსები აქვს და სულ რომ გოლი არ გაიტანოს თამაშში 2 ისეთ საგოლე მომენტს შეგიქმნის რომ პრაქტიკულად მაინც მაგის გოლად ჩათვლი აი სხვები რას აკეთებენ, ვაბშე რა უნდათ ამ გუნდში?! 

    კაი კუბარსი ჯერ ბავშვია, მესამე სეზონს ატარებს ამხელა გუნდში, 19 წლისაა პარტნიორის გარეშე, 4 კაცში ლიდერად არჩეული სადაც დანარჩენი 3 კაცი სრულიად პიტალოა ამ სეზონში, მარა დრო გავა და ასეთი შემთხვევებისგან ძალიან ბევრს ისწავლის. არც პუიოლს ან რამოსს ჰქონდათ იდეალური სტარტი მაგრამ კოჭებში ეტყობოდათ რაც დადგებოდნენ და ასეა კუბარსიც, აი სად არაუხო და სად კუბარსი მართლა, არაუხოს უყურებ და ხედავ ჯეჯგვ *ლეს, რომელსაც კაცობაშიც კი ეს 19 წლის ბავშვი ჯობია რომელმაც ელემენტარული რაღაც რომ დააშავა საკუთარ თავზე მაინც აიღო და ბოდიში მოიხახა, აი იმ *ლის საქციელი რა იყო ხო გახსოვთ?! გიუნდოგანს რომ ეჭიმებოდა პრესაში და ინტერვიუებში რომ იძახდა რო არაფერი დამიშავებიაო, ზუსტად მაგ მენტალუტეტის გამო მოიძულა საზოგადოებამ და არა იმიტომ რომ ერთხელ რაღაცა შეეშალა. 

    მცველობა ზოგადად ძაან რთულია, რადგან 1 მომენტსაც კი არავინ გპატიობს და შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს, თან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება გიწევს და ამით კიდევ უდიდეს რისკებს წევ თამაშის დროს, შესაბამისად ურთულესი რამაა რომ გაუვალი მცველი დადგე, ახლა ამას ემატება ფლიკის სისტემა სადაც ფაქტია მწვრთნელი თავის მცველებს პატივს არ სცემს და ათამაშებს სრულიად მათთვის განწირულ ტაქტიკაში, სადაც უბრალოდ შეუძლებელია რომ რომელიმე მცველი გადარჩეს. ამის ერთადერთი გასაღები კი ისაა რომ სხვა ფეხბურთელები საუკეთესოდ უნდა თამაშობდნენ პრესინგს, თამაშში უნდა ქმნიდნენ მინიმუმ 10 მომენტს და შემტევებს მათი უმეტესობა უნდა გაჰქონდეთ, შედეგად კი როცა გულშემატკივარი ხედავს რომ ვიღაცას 5-2, 6-1 და რაღაცა ეგეთი ანგარიშით მოუგე მერე უკვე მაგრად კიდიათ ის გაშვებული გოლებიც, ხოლო მაშინ როცა მთელი გუნდი მოშლილია, პრესინგს არ თამაშობს, შემტევები ყველაფერს აცილებენ და მეტოქე 2 გოლს გიტანს, ჰოი საოცრებავ თურმე რა *ლე მცველები გვყოლია აწერია ყველას პირზე და ვისი ბრალია ეს?! შემთხვევით ამ *ლე ტაქტიკის ხო არა?! 

    და განა არ შეუძლია მწვრთნელს რომ უკეთესი ტაქტიკა მოძებნოს, სადაც არავინ იქნება განწირული?! იმას გავიგებდი რომ მაგალითად ეს ტაქტიკა ჩვენ ფეხბურთელებზე ყოფილიყო მორგებული და სხვა მეტი გამოსავალი ვერ დაგვენახა, მაგრამ შე მამაცხონებული რომ უყურებ რომ პირიქით, ყველაზე დამღუპველ ტაქტიკაში ათამაშებ და წირავ ამ ღლაპ ფეხბურთელებს აი რატო გაქ იმისი იმედი რომ დიდ თამაშებში ტ*აკში არ ამოგისვამენ როგორც ეს ხდება მთელი სეზონია?! 

    და როცა ხედავ რომ ამ სეზონში სულ მცირე 5ჯერ მაინც გიხმარეს აი როგორ შეიძლება რომ მაინც არაფერი შეცვალო და ჯიუტად ერთი და იგივე ითამაშო ამ ბავშვებით, რომლებსაც მერე შენს გამო ხელები ეწმინდებათ, რადგან მაყურებელთა უმეტესობა დებილია და ამ რაღაცეებს საერთოდ ვერ აცნობიერებს და მარტო ის გონიათ ფეხბურთი რასაც მოედანზე ხედავენ და რასაც ხედავენ ჯერ მაქედან რა ნაწილს აღიქვამენ ხო ეგეც საკითხავია და ზოგი საერთოდ თამაშებსაც არ უყურებს ისე დებენ ბრძნულ აზრებს ამა თუ იმ პერსონაზე..

    ერთი სიტყვით, წელს ჩლს მოგებაზე არც კი უნდა ვიოცნებოთ და ძალიან არ მინდა რომ ეს ესპანიოლთან მატჩი დაიკიდონ ამ *ლეობა უაზრო იმედების გამო და ლალიგის რეისში რეალი ისევ დააბრუნონ. 

    აი საიდან ეს ამბიციები რომ ჩლს მომგებები ვართ მართლა?! ვისაც მაგის გჯერათ ეტყობა საერთოდ არ უყურებთ ბაიერნის, პსჟს ან არსენალის თამაშებს. მართლა ვამბობ რომ სჯობს შემდეგ ეტაპზე არ გავიდეთ ხალხო რადგან სულ მცირე 5 გოლს მარტო კუთხურიდან გაგვიტანს ის *ლე გუნდი და რა ნერვიც აღარ გაგვაჩნია მაგ ნერვებსაც კი დაგვატოვრბინებენ ეკრანებთან..

    ხოდა ისიც ძალიან მაგარი შედეგია რომ ასეთი შემადგენლობით, ასეთი სულელური ტაქტიკით და ამდენი ტრავმიანობით ამ სეზონშიც მოგვაქ ლალიგა და სუპერთასი და დანარჩენზე მოდი მერე ვიოცნებოთ როცა რეალურად გვექნება ამის შესაძლბლობები და არა უბრალოდ ამბიციები.

    კუბარსის კიდე შეეშვით და იმათ დააჯვით ვისაც ელემენტარული კარში წესიერად ბურთის მორტყმა არ შეუძლია. ამ ბავშვს ერთხელ შეეშალა და ყველამ გადაუარა და რაშფორდმა რომ სულ მცირე 10 შესაძლებლობიდან ვერცერთში ბურთს წესიერად ფეხი ვერ მოარტყა ეგ არაა დასაჯმელი?! თუ ლევანას მოედანზე ყოფნის შესახებ მაშინ რომ გავიგეთ როცა შეიცვალა ეგ არაა დასაჯმელი?! ფერან ტორესი რომ საერთოდ ჯმა კაცია მაგას ლაპარაკიც არ უნდა და აბა გოლი ვინ უნდა გაიტანოს?! ლამინემ უნდა მოატყუოს 100 კაცი, მომენტები უნდა შექმნას და ყველა თავად უნდა დააგვირგვინოს თუ აი რისი იმედი გვაქ შეტევაში მართლა?!  და თუ მართლა ეგეთი სიტუაციაა მაშინ მარტო ლამინით ვითამაშოთ შეტევაში და დალშე იმ *ლე სასტავის ნაცვლად დავაყენოთ კაი მორბენალი ხალხი, ვისაც ელემენტარული პრესინგის თამაში არ დაეზარება და იქნება და რაღაცა გამოუვიდეთ კიდევაც, თორე ამ *ლეებს ეგეც ეზარებათ და ბურთს რომ იღებენ ასე მგონია ჩვენს წინააღმდეგ თამაშობენ ხოდა 13-9ზე მაინც არ ვიქნებოდით და უფრო მეტი შესაძლებლობებიც გაგვიჩნდებოდა..

  • jacky iakovenko
    09 აპრ 2026, 22:20

    ბარსამ უეფას მიმართა ოფიციალური ნოტით მსაჯებთან დაკავშირებით … 

  • barca9999
    09 აპრ 2026, 22:03

    პედრიზე რა ისმის?

  • SHOTEX_ERADZE1992
    09 აპრ 2026, 21:21

    დე იონგი ვარჯიშს დაუბრუნდა

  • rivaldo80
    09 აპრ 2026, 20:56

    კუბარსიმ მიმართა ქომაგებს აი ეს განსხვავება მაგის და არაუხოს შორის.როგორც კუბარსია დამნაშავე ისევე ფლიკია.გავიდნენ დაიხოცონ თავები მეტროზე  ყურების ჩამოყრის დრო არ არის.✊🏻

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    09 აპრ 2026, 20:48

    მეტროპოლიტანოზე დავადუღებთ

  • Sardana
    09 აპრ 2026, 20:13

    იშვითად ვწერ კომენტარებს, მაგრამ ეხლა ვერ ვითმენ რო არ დავწერო. კუბარსის უპასუხისმგებლო დედას შევ… მერამდენეთ, არაფერში არ ჭირდებოდა წაქცევა მაგრამ რატომღაც მარცხნიდან კარგად მიყვებოდა და მარჯვნივ დაიწყო გადასვლა და  ერთი მიზეზით რო წაექცია და მიიღო ის რაც მიიღო. ეგაა ქვეშაჯვია ხასიათი. ფლიკი ძალიან რბილი ტიპია რიგორც ჩანს თორე კუბარსი დღეს მაგარი ნაცემი იქნებოდა. მაგის გამოა არაუხო რო ხეხავს თვეებია, თორე ნაჯახობაში კუბარსი ვერც შეედრება, დაჟე ბევრად მირჩევნია ბევრ ასპექტში. რაშფორდი რა პიტალო და ლუზერიც იყო ყველამ იცოდა მარა მაინც მოათრიეს და ეხლა უყურონ ტორესზე ყ-ე როგორ შეიძლება იყო. მოკლედ თითქოს შეუძლიათ მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნიჭიერებას იჩენენ და ირცხვენენ თავს. ბევრი ვერ აანალიზებს ამ გუნდში სად არიან. ნიჭიერი, მაგრამ ლუზერი და უსუსური გუნდის იმიჯს ცდილობენ კარგად მოირგონ. ეს პედრის გაყვანაც ვერაფრით მივხვდი რას ემსახურებოდა. თუ ტრანვაა მაშინ ვაი ვაი და კიდე ვაი.

  • La Pulga10
    09 აპრ 2026, 20:01
    43 წუთის წინ, Barca თქვა:

    🚨✅ | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ფრენკი დე იონგმა დღეს ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა.

    ▪️თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, ფრენკიმ შესაძლოა რამდენიმე სათამაშო წუთი მიიღოს მოედანზე ესპანიოლის წინააღმდეგ. 

    🎯 მთავარი მიზანია, რომ სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ატლეტიკოსთან საპასუხო მატჩს.

    ‼️პედრიც მწყობრშია, არანირი ტრავმა არ აქვს.

    რაფინია და ბერნალი რო გვყავდეს შანსი გვექნებოდა მაგრამ … მაგაატი არ ყოფნა ეტყობა გუნდს ძალიან

    მადლობა ღმერთს რომ პედრიც არ გამოგვაკლდა. იქნება აყვავდეს ეს ჩაძღრენებული ფერანი ან რაშფორდი. ან იქნებ ბებერ ლევანას ვიაგრა დაალევინონ.