“ბარსელონას” ვარსკვლავი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ატლეტიკოსთან” სტურმად გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
“ბლაუგრანას” ხვალ რთული გამოცდა ელის, რადგან გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდება.
ქამბექი სასწაული არაა. ნახევარფინალში გასვლა გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. 2-ბურთიანი ჩამორჩენით ვიწყებთ, მაგრამ გვჯერა, რომ არაფერი დასრულებულა, რომ ქამბექი სავსებით შესაძლებელია. აქ ამიტომ ვართ.
გამიმართლა, რომ “ბარსაში” მსოფლიო დონის ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ ასე რომ იყოს, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი.
საკუთარ თავს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მივიჩნევ, მაგრამ არა ერთადერთად.
ჩემი Instagram-ის პროფილის სურათი? ლებრონ ჯეიმსი ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც ხვალინდელი თამაშისთვის ჩემი ინსპირაციის წყაროა. ვიფიქრებ, მან ეს როგორ გააკათა და იმედია, მეც იმავეს ვიზამ.
სეზონის დასაწყისში ჩემი დონე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ტრავმისა და სხვა პრობლემების გამო. ხვალინდელი შეხვედრის მსგავს მატჩებს მოუთმენლად ველოდი.
თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, სხვაობას შევქმნი. ვნახოთ, გამიწევს თუ არა დიეგო სიმეონე სამსახურს და ჩამაყენებს თუ არა რომელიმე მცველთან მარტივ “1vs1” სიტუაციებში.
ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად, ფეხბურთში ყველზე მნიშვნელვანი ტურნირია. ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” მაისურით გოლების გატანაზე ყოველთვის ვოცნებობდი.
ბავშვობიდან მოსალოდნელზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მიწევდა. ამას მივეჩვიე. ამაზე დიდად არ ვფიქრობ ან პრობლემად არ აღვიქვამ.
ბოლო წუთამდე ვირბენთ. ბოლომდე ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ… ყველანი “კულეები” ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ.
6-1 ბევრჯერ მინახავს. ნეიმარი ჩემი კუმირია. ის ჩემი ბავშვობის უდიდესი ნაწილი იყო. ბილეთში ფულს მხოლოდ მის სანახავადაც გადაიხდიდი, 3 დღის შემდეგ კი ისევ იმას უყურებდი, რაც გააკეთა. მადლობა ნეიმარს იმისათვის, რაც ფეხბურთს მისცა. იმედია, ის მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება.
ამის იმედი მაქ დღესააა
მჯერა რომ დავაქამბექებთ , იმედია მსაჯი არ გააფუჭებს თამაშს
რაღაც სხვა მუხტი მოდის ფეხბურთელებიდან ხვალ ბოლომდე ბრძოლას ვიხილავთ, ამან ლებრონის ფოტო ტყუილად არ დააყენა პროფილზე ხვალ შეიძლება ისე მოგება რომ ნახევარფინალში გავიდნენ, ესეთი კომენტარები ფეხბურთელებისგან კაი ხანია არ მსმენია, მარტო ჩვენ ბარსას გულშემატკივრები კი არა მთელი საფეხბურთო საზოგადოება ელოდება ბარსასგან ქამბექს ვინც ღლიცინებს ეგენიც ფიქრობენ რომ შეუძლია ბარსას, სასტავი შეიძლება არ გვიწყობს ხელს მაგრამ რაღაც არაორდინალური მოხდება ხვალ, ეს ის თამაში იქნება რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტ ვერცერთი წამით
მიდი ათრიე რა ხვალ ეგენი
ვა ლამინე მიდი ჰე. გაგვახარე ხვალ