workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ანდრეს ინიესტას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ბარსელონას” ლეგენდისა და “ვისელ კობეს” ამჟამინდელი ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას თანაგუნდელს, გოტოკუ საკაის კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხარო ინფომაცია კლუბმა Instagram-ზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

საკაი “კობეში” 2019 წლიდან თამაშობს, მანამდე კი 8 წელი ევროპაში გაატარა – იაპონელი “შტუტგარტსა” და “ჰამბურგში” ასპარეზობდა.

“ვისელ კობეში”, ინიესტასთან ერთად, “ბარსას” სხვა ყოფილი ფეხბურთელებიც – ტომას ვერმალენი და სერჟი სამპერი – თამაშობენ. ასევე ამ გუნდში ირიცხებოდა დავიდ ვილია, რომელმაც კარიერა წელს დაასრულა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში დაინფიცირების 1 866 შემთხვევა დაფიქსირდა და 54 ადამიანი გარდაიცვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 31 მარ 2020, 19:15
    #5

    ციტატა: me da barca
    ვაბშე არ გავს იაპონელს.


    ისე დავიდ სილვა რატო არ მიდის იაპონიაში, ეგეც ხო იაპონელია ნახევრად, დედით.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 31 მარ 2020, 11:49
    #4

    იმედია დონს არ გაეკარება!

  • M10 S9 D11
    schedule 31 მარ 2020, 04:14
    #3

    ეუჰ იმედია ინის არაფერი დაემართება

  • ALWAYS_BARCA
    schedule 31 მარ 2020, 01:33
    #2

    ციტატა: me da barca
    ვაბშე არ გავს იაპონელს.


    და ინიესტა გავს? :დ

  • me da barca
    schedule 31 მარ 2020, 00:33
    #1

    ვაბშე არ გავს იაპონელს.