როგორც ჩანს, ესპანეთის მთავრობაში, “ბარსელონასა” და “რეალის” ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ. ეს ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რაფაელ კატალას კომენტარმაც დაადსტურა.
წარმოშობით მადრიდელი პოლიტიკოსი რომ “რეალის” გულშემატკივარი იყოს, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ასეთ მაღალ თანამდებობის პირს ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა არ შეეფერება.
და რაში გამოიხატება ორმაგი სტანდარტი?
როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო მესის გადასახადების დამალვაში ედებოდა ბრალი, “ბარსელონამ” არგენტინელის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, სახელწოდებით #WeAreAllLionelMessi. კატალამ, ამის გამო, კატალონიური კლუბი გააკრიტიკა. მან შემდეგი განაცხადა: “მე არ ვარ მესი! მე საგადასახადო დანაშაული არ ჩამიდენია და ვფიქრობ, ამავე პოზიციაზეა ბევრი კატალონიელი და “ბარსელონას” გულშემატკივარი.”
ამ კომენტარიდან ჩანს, რომ კატალას მესის მიერ გადასახადების დამალვაში ეჭვი ჯერ კიდევ მანამ არ ეპარებოდა, სანამ სასამართლო გაიმართებოდა და არგენტინელს ბრალი დაუმტკიცდებოდა.
ახლახანს, როდესაც იგივე ბრალდება უკვე კრიშტიანუ რონალდუს წაუყენეს, ესპანეთის იუსტიციის მინისტრმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დავიცადოთ და ვნახოთ, მართლაც დაირღვა კანონი, თუ არა.”
როგორც ხედავთ, რონალდუს შემთხვევაში, მესისგან განსხვავებით, კატალა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას ითხოვს.
მარტო კატალას კომენტარებში რო იყოს საქმე რაღა უჭირთ
Ver vitan asetebs
ეხლა აქ ვინმემ არ მითხრას გამიკვირდაო.
ოხ ეს წაკლა
Axali ambavi
ვერ ვხვდები რატო ერჩიან ესე ბარსელონას და მის მოთამაშეებს 🙂 მერე კიდე უკვირთ რატოუნდა კატალონიას გამოყოფა:) იასნია ენდომება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყველა უსამართლობას აწყდება
რონალდო დაიჭირონ ნეტა!
ავტორ სათაური შეასწორე
ნაბიჭვარი მაგის დედა მიკატალე მე
ესპანეთის თამაშს უყურებთ რომელიმე? დენისა მაგრა ყომარობს გოლიც შეაგდო და ნუ miყავს თამაში ძაან კარგად