workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ჩემპიონთა ლიგის განაცხადი: ჰამზა და ბისივუ A სიაში, ფარინიასი – B-ში

ბარსას ჩემპიონთა ლიგის განაცხადი: ჰამზა და ბისივუ A სიაში, ფარინიასი – B-ში

“ბარსელონამ” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ლიგის ფაზისთვის პირველი გუნდის 25-კაციანი A სია ოფიციალურად წარადგინა. განაცხადში მოხვდნენ ახალგაზრდები – ჰამზა აბდელკარიმი და ჯესი ბისივუ, თუმცა სიაში ვერ ვხედავთ რუნი ბარდჯის, რომელსაც მუხლის მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

რატომ მოხვდნენ ჰამზა და ბისივუ A სიაში?

ეგვიპტელი და ბელგიელი შემტევები ლა ლიგაში სარეზერვო გუნდის ნომრებით არიან რეგისტრირებულნი (შესაბამისად, 29 და 27) და ამავე ნომრებით იასპარეზებენ ევროარენაზეც. თუმცა, უეფას რეგულაციების გამო მათი A სიაში შეყვანა გახდა საჭირო: იმისთვის, რომ ფეხბურთელი B სიაში დარეგისტრირდეს, მას კლუბის აკადემიაში უწყვეტად მინიმუმ ორი წელი (ან სამი წელი მაქსიმუმ ერთწლიანი იჯარით) უნდა ჰქონდეს გატარებული. ვინაიდან ჰამზას და ბისივუს ეს კრიტერიუმი ჯერ არ უფიქსირდებათ, კლუბმა ისინი პირველი გუნდის კვოტით დაარეგისტრირა.

ბრიან ფარინიასი B სიაში

რაც შეეხება აკადემიის აღზრდილებს (რომელთა სიის განახლებაც უეფაში მატჩამდე 24 საათით ადრეა შესაძლებელი), იქ ბრიან ფარინიასი მოხვდა. ნახევარმცველს, რომელსაც ლა ლიგაში პირველი გუნდის 4-ნომრიანი მაისური ერგო, ჩემპიონთა ლიგაზე B სიის წევრად 28-ნომრიანი მაისურით ვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Truxilio
    Truxilio ვეტერანი
    schedule 04 სექ 2026, 20:42
    #5

    ჰამზა უნდა დაიტვირთოს მგონია ტოპ პანტერა არი…

  • 7ermin
    7ermin ახალბედა
    schedule 04 სექ 2026, 15:56
    #3

    ორი შემადგენლობა გვყავს ფაქტობრივად, რაც კრგია სიღრმისთვის მაგრამ მცველის არ დამატება გამოიჩენს თავს მაინც, მარტინის იმედზე ყოფნა რომა რ შეიძლება რით ვერ მიხვდა ფლიკი და შტაბი.

    ჟოან გარსია – ლივაკოვიჩი, შესნი
    კანსელუ – ბალდე
    მარტინი – ქრისტენსნეი
    კუბარსი – კუნდე
    გარსია – ესპარტი
    როდრი – დე იონგი, ბერნალი, ფარინასი
    პედრი – გავი
    ფერმინი – ოლმო
    გორდონი – ადეიემი, ბისივუ
    რაფინია – ჟესუსი, აბდელკარიმი
    იამალი – ბარდაჯი

    იმედია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ალვარესს გამოუშვებენ და მარტინი იმდენად ცუდად ითამაშებს რომ მცველის დამატების საჭიროებაც გაიჩითოს

    • azulgerana
      azulgerana ლეგენდა
      schedule 04 სექ 2026, 16:20
      #4

      კაითუ ჩემი ძმა ხარ ეხლა ვინ არის მარტინზე უკეთესი მცველი დღეს დღეობით არც მარტინი უქნია ღმერთს და აღარც ვანდაიკი არც შენი ალვარესია კიჭა რონალდო

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 სექ 2026, 13:03
    #2

    ამ ჰამზას თვალები ეხლაც მახსოვს რაიოსთან თამაშის ბოლოსკენ მოედანზე შესვლის შანსი რო თანდათან მცირდებოდა რა ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებდა მინდორს. იმედია წელს გაძღება მოედანზე სირბილით და ისეთივე პროდუქტიული იქნება, როგორც პრესეზონზე.

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 04 სექ 2026, 06:47
    #1

    ❤️წ👏😂 ურაა