გაბრიელ ჟეზუსი ოფიციალურად “ბარსელონას” მოთამაშე გახდა. კატალონიურმა კლუბმა 29 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერი ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
ლონდონის “არსენალთან” მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ტრანსფერის თანხამ 10 მილიონი ევრო შეადგინა, ფეხბურთელმა კი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
სამხრეთ ამერიკელი შემტევი ბარსელონაში გუშინ ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და საღამოს “სპოტიფაი კამპ ნოუს” საპატიო ლოჟიდან თავისი ახალი თანაგუნდელების მიერ “რაიო ვალეკანოს” განადგურებას (5-2) თვალი პირადად ადევნა.
კონტრაქტის გაფორმება “სპოტიფაი კამპ ნოუზე”
მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, გაბრიელ ჟეზუსი “სპოტიფაი კამპ ნოუს” ოფისში თბილისის დროით 15:45 საათზე მივიდა და პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას კაბინეტში კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე, სპორტული დირექტორი დეკუ, ბოიან კრკიჩი და ფეხბურთელის აგენტები.
ზაფხულის მე-7 ახალწვეული
გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონასთვის” მიმდინარე ზაფხულის მეშვიდე ახალწვეული გახდა ენტონი გორდონის, კარიმ ადეიემის, ჯესი ბისივუს, როდრი ერნანდესის, ჟოაუ კანსელუსა და დომინიკ ლივაკოვიჩის შემდეგ. მადრიდის “ატლეტიკოს” მიერ ხულიან ალვარესის ტრანსფერის დაბლოკვის შემდეგ, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე სწრაფად ამოქმედდა და გამოცდილი ბრაზილიელი შეარჩია.
მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟეზუსის დამატებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა: “ის ტოპ თავდამსხმელია და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება”.
ბოლო ორ სეზონში ტრავმებით გამოწვეული პაუზების შემდეგ, ბრაზილიელი ფორვარდი უდიდესი მოტივაციით ჩამოვიდა და თავისი ხარისხის დამტკიცებას გეგმავს. ბარსელონაში ჩამოსვლისთანავე ფეხბურთელმა თავად დაადასტურა, რომ თავს იდეალურად გრძნობს.
გაბრიელ ჟეზუსის შეძენით “ბარსელონამ” ხელსაყრელ ფასად მაღალი დონის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი დაიმატა და ცენტრალური თავდამსხმელის ვაკანტური პოზიციაც შეავსო.
დეკუს ჩემი გინებები ან ესმის ან ხვდება რო ვაგინებ და ისეთები ჩაატარა ამ ზაფხულში 😁😁 ეს ტრამვებმა არ გააწამოს ფორმაში შევიდეს და ძალიან ბევრს ჩააგდებიებს ენას ისეთებს იზამს და ისეთებს შეკლასავს,მშვენიერი ტრანსფერია 10 მილიონად