workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბრიელ ჟეზუსის დაუჯერებელი ისტორია: სან-პაულუს ქუჩების მოხატვიდან ბარსელონამდე

გაბრიელ ჟეზუსის დაუჯერებელი ისტორია: სან-პაულუს ქუჩების მოხატვიდან ბარსელონამდე

2014 წელი, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი. იმ ლეგენდარული მუნდიალის წინ, სადაც ახალგაზრდა ხამეს როდრიგესმა მსოფლიო აღაფრთოვანა, ნიდერლანდებმა ესპანეთზე რევანში აიღო, ხოლო ლეო მესი თავის პირველ მსოფლიო ფინალში გავიდა, 16 წლის გაბრიელ ჟეზუსი ფეხბურთელობაზე მხოლოდ ოცნებობდა.

ფოტოებზე, რომლებიც მან წლების წინ თავად გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ ხატავდა ახალგაზრდა ბრაზილიელი სან-პაულუს ქუჩებს მუნდიალის წინ. როგორც თავად ამბობდა: “ყოველთვის მეოცნებე ვიყავი“, თუმცა ხშირად მისი ცხოვრება უფრო მეტად კოშმარს ჰგავდა.

რთული ბავშვობა და თავდადებული დედა

გაბრიელ ჟეზუსს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რაც მამის წასვლით იყო გამოწვეული. The Players’ Tribune-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან ეს პერიოდი ასე გაიხსენა:

“არასდროს დამავიწყდება, როცა 8 ან 9 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ მათი მამები ჩვენთან სათამაშოდ. ჩემს თავს ვეკითხებოდი: ‘სად არის მამაჩემი?'”

ოჯახში მამის არყოფნამ მთელი სიმძიმე დედას დააკისრა. ჟეზუსის თქმით, დედას გადარჩენისთვის წარმოუდგენელი შრომა უწევდა:

“ხანდახან მთელი დღის განმავლობაში დედას საერთოდ ვერ ვხედავდი. როდესაც სკოლაში წასასვლელად ვიღვიძებდი, ის უკვე წასული იყო. როცა დასაძინებლად ვწვებოდი, ის ჯერ კიდევ სხვების სახლებს ალაგებდა.”

გზა ევროპულ ელიტამდე

დედა ბრაზილიელის ცხოვრებაში უმთავრეს დასაყრდენად იქცა. გაბრიელის დებიუტი “პალმეირასის” პირველ გუნდში 17 წლის ასაკში შედგა. მშობლიურ კლუბში გატარებული ორი სეზონის შემდეგ მან ევროპაში უდიდესი ნახტომი გააკეთა და პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” დაახლოებით 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მანჩესტერში წარმატებული წლების შემდეგ ის მიკელ არტეტას “არსენალში” გადავიდა, სადაც პრემიერ ლიგის ჩემპიონობა კვლავ იზეიმა.

საკლუბო კარიერის პარალელურად, გაბრიელმა იმ ბიჭის ოცნებაც აისრულა, რომელიც სან-პაულუს ქუჩებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებდა: მან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 2018 წლის რუსეთის მუნდიალზე მან თავის კუმირთან, ნეიმართან ერთად ითამაშა, რომელთან ერთადაც 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალიც მოიპოვა.

ახლა 29 წლის ბრაზილიელი ფორვარდი უკვე ბარსელონაშია და სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ ოფიციალურად გახდება “ბარსელონას” ფეხბურთელი – ეს არის სირთულეების დაძლევისა და დაუღალავი შრომის ისტორია ადამიანისა, რომელიც ყოველთვის დიდი მეოცნებე იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:39
    #6

    ნეტა ამას ჯანმრთელობამ შეუწყოს ხელი და თამაშებით არ შეგვარცხვენს.

  • SHOTEX_ERADZE1992
    SHOTEX_ERADZE1992 გულშემატკივარი
    schedule 31 აგვ 2026, 23:16
    #5

    ბარსამ მირზა კატოვიჩი იყიდა

  • Truxilio
    Truxilio ვეტერანი
    schedule 31 აგვ 2026, 20:42
    #3

    ამ სეზონში ოკ ტარნფერებზე ვერ იწუწუნებ კაცი.

    მარა ეს როგორ იშეოვეს და რა მიზნით მოიყვანეს ვერ ვხვდები ….

    ანსუ ფატიზე ტრამვიანია მასტი …

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 31 აგვ 2026, 20:34
    #2

    ამას საერთოდ ვერც წარმოვიდგენდი და რომც გეკითხათ არც მინდოდა, შესაძლებლობებით ძალიან მაგარი კია მარა თუ სულ ტრავმა გქონდა რა აზრი აქვს?!
    მარა 10 მილიონად არაუშავს, მგონი არაა ცუდი

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 31 აგვ 2026, 20:17
    #1

    უბურთოდ 1-1 საუკეთესოა პრესინგზე

    თავად გვარდიოლას სიტყვებია.

    ისე ძან ტრამვიანია და რავიცი

    ამას ობამეიანგი მოგვეგდო ისევვვ
    4 გოლი აქ უკვე და სულით კულეა

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 31 აგვ 2026, 23:02
      #4

      აბა ძან გიჟია ობამა, მაგარი კაცია ლუბოი კარში დაარტყას და სულ არ აინტერესებს საიდან და როგორ 😂😂 ეგ კი ითამაშებს 40 წლამდე ისეთ დუხზეა