ლამინ იამალი 19 წლის ასაკში ისეთ ტრაექტორიას ხაზავს, რომელიც ნამდვილად განსაკუთრებულია. “ბარსელონას” შემტევი მიმდინარე სეზონის სტარტს პირველ გუნდში გატანილი 49 ოფიციალური გოლით შეხვდა. მისი შედეგიანობა სეზონების მიხედვით ასეთია: 7 გოლი სადებიუტო 2023/24 წლების სეზონში, 18 გოლი – 2024/25 წლებში და 24 გოლი – 2025/26 წლებში.
მისი პროგრესი შთამბეჭდავია მას შემდეგ, რაც 2023 წლის 29 აპრილს “ბეტისთან” სულ რაღაც 15 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა. პირველი გოლი 16 წლის ასაკში, “გრანადას” კარში გაიტანა, ახლა კი სურს “ატლეტიკთან” მატჩში 50-გოლიანი ნიშნული დაამრგვალოს.
ზრდა და წინა სეზონის აღიარება
გოლების კუთხით მისი პირველი დიდი ნაბიჯი 2023/24 წლების სეზონს უკავშირდება. მომდევნო წელს 18 გოლით ის გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა, გასულ სეზონში კი დაამტკიცა, რომ ეს პროგრესი შემთხვევითი არ ყოფილა – 24 გოლით მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, რის გამოც ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
მოტივაცია და სტატისტიკა ბასკების წინააღმდეგ
50-ე გოლი უბრალო ციფრზე ბევრად მეტია. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, “ელჩესთან” სეზონის სტარტი მისთვის ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ელოდა. შეცვლისას სათადარიგოთა სკამზე მისი სახე ყველაფერზე მეტყველებდა.
“ლა მასიას” აღზრდილი “ატლეტიკს” ლა ლიგაში 6-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც 5 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ლა ლიგის მატჩებში ბასკების კარში მას ორი გოლი აქვს გატანილი: პირველი – 2024 წლის აგვისტოში საშინაო არენაზე, ხოლო მეორე – 2026 წლის მარტში, “სან მამესზე” მოპოვებულ გამარჯვებაში.
შედარება ლეგენდებთან
ლამინ იამალი ჯერჯერობით შორს არის ლეო მესის აბსოლუტური ციფრებისგან, მაგრამ მთავარი განსხვავება ასაკშია. იამალი 50 გოლს უკვე მიუახლოვდა, მაშინ როცა მესის თავისი ბომბარდირული თვისებების სრულად განსავითარებლად მეტი დრო დასჭირდა და 50-გოლიან ზღვარს 21 წლის ასაკში მიაღწია.
საინტერესოა მისი შედარება ნეიმართან, რივალდოსა და სამუელ ეტო’ოსთან, რომლებმაც “ბარსელონასთან” ერთად საბოლოოდ 100 გოლს გადააჭარბეს. ამ ციფრების მისაღწევად მათ 23, 24 და 26 წლამდე მოცდა დასჭირდათ. გარდა ამისა, ლამინ იამალი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველ გუნდში 50 მატჩი ჩაატარა (ამ მაჩვენებლით მან ბოიანს გადაასწრო).
0 % chances of selling Julian to Barcelona განაცხადა ატლეტიკომ 😀😀
რავიცი, რეკორდზე უნდა იფიქროს თუ მოგებაზე? ანუ პირისპირ გასულმა რო პარტნიორი უკეთეს პოზიციაში დაინახოს პასი რ უნდა მისცეს? ამაზე მე მგონი ლევანდოვსკიმ შვილივით დაარიგა და ერთი პერიოდი მშვენივრად იყვნენ შეწყობილები. რაც შეეხება ლეოსთან შედარებას ამაზე ათასჯერ ვთქვი ლეო რო ამის ხნის იყო ბარსას მეორე გუნდში(მაშინ ატლეტიკი არ ერქვა) გოლები პაჩკა პაჩკა გაქონდა და როცა პირველ გუნდთან ავარჯიშებდნენ ყველას ათრევდა. მაგრამ მაშინ გუნდში რონალდინიო, ანრი, ჟიული იყვნენ და როგორი გასარისკი იყო 18 წლის ფეხბურთელის შემოყვანა. და აქ ყველაზე მეტად რონალდინიო აქტიურებდა და ხელძღვანელობას უმტკიცებდა, მესი ჩემი შემცვლელია და უკვე ძირითადის ფეხბურთელიაო. და აქ პოზიციაზე არ იყო ლაპარაკი არამედ მესის შესაძლებლობებზე. ლამინის მოსვლა კი ისეთ დროს დაემთხვა, რომ მესი და სუარესი გავუშვით და სატრანსფერო ფულის ნასახიც აღარ იყო რო ვინმე ეყიდათ.
ლაპორტამ ალვარეზი ისევ გვინდა და არ დავნებდებითო, ალვარეზმა ვარჯიში გააცდინა, ტრანსფერს ხომ არ უნდა ველოდოთ ლაპორტასებული
კი მეც ვნახე ეგ…
იდეაში სატრანსფეროს დამთავრების მერე მინდოდა დამეწერა, მაგრამ რომ დავუფიქრდი, რაც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ გუნდისთვის სასიკეთოდ თუ მოხდება და ამიტომ რასაც დავწერ მაგას მხოლოდ გამიმყარებს, ხოდა ბარემ ახალ სეზონთან დაკავშირებით ჩემს აზრს დავაფიქსირებ:
ვფიქრობ, ამ სეზონში ბარსა ნომერ პირველი ფავორიტია ყველა ტიტულზე და მგონია რომ ბოლოს ტრებლით დავასრულებთ.
ამდენი წლის მერე პირველი სატრანსფერო ფანჯარაა, როცა შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი ძალიან ჭკვიანურადაა გაანალიზებული:
პირველი და უმთავრესი ცვლილება ისაა, რომ გუნდმა ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი მოიყვანა და ფლიკისთვის გასწორება მისი შტაბის გაიდეალურებით დაიწყეს. ვარჯიშებზე ფეხბურთელებს სახე ძვრებათ და პრესეზონსა თუ პირველ თამაშში ნაჩვენები ინტენსივობა ძალიან მაგარ ფიზიკურ მუშაობაზე მიუთითებს. ახლა ყველაზე მეტად ეგ და ტრავმიანობაზე მუშაობა გვჭირდებოდა, ეს ამბავი კი სერიოზული იმედების მომცემია.
მეორე უმთავრესი ცვლილება, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ჩემი აზრით კარმულია.
კლუბმა 1ის გამოკლებით მოიშორა ყველა ის ფეხბურთელი, რომელსაც უიღბლობა და ცუდი აურა მოჰქონდა: არაუხო, ტორესი, შტეგენი. ასევე დეიონგი და ბარჯი ამ კლუბს აღარ ეკუთვნიან, რიგში კი ბალდე, კუნდე, კასადო და ფორტი არიან.
მესამე და ყველაზე მთავარი:
კლუბში დარჩენილთაგან ლამის ყველას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, შესაბამისად მშივრები არიან.
რაფინიასა და პედრის არ ჰქონიათ იდეალური მსოფლიო, იამალი თავის თავს უნდა დაუბრუნდეს, გორდონი ფასზე დაყვედრებით მოვიდა, ფერმინმა მსოფლიო გამაზა, ადეიემი როგორც დაცინვადი ფეხბურთელი ეგრე მოვიდა, მარტინს, ესპარტსა და ბერნალს ჯერ კიდევ თავის დამკვიდრება ჭირდებათ, ბალდე და კუნდე თუკი დაიტოვეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათგან ეს შიმშილი და ერთგულება იგრძნეს, რაც აპრიორი ამ ქეისს მიესადაგება, ოლმოს არასახარბიელო საკლუბო სეზონი ჰქონდა, გავის ვაბშე კარიერა აქვს დასაქამბექებელი, გარსია და კანსელუ ორი ისედაც მებრძოლი და გულიანი ფეხბურთელია, ჯოანმა იმდენი უნდა ქნას რომ ევროზე პირველ ნომრად გაიყვანოს ესპანეთი, ხოლო ახალწვეულ ბავშვებს: ჰამზასა და ბისივუს ისედაც არ აკლიათ მოტივაცია იმისათვის რომ პირველ გუნდში დარჩნენ.
მეოთხე მიზეზი: ბარსა ახალი პროექტი აღარაა, ფლიკისთვის ეს უკვე მესამე სეზონია, ანუ პროექტის საძირკველი და ფილოსოფია, გამყარებული შედეგებითა და ტიტულებით, უკვე მომთავრებული ამბავია, სამწვრთნელო შტაბიც მან დააკომპლექტა და ტრანსფერებზეც ყველანაირი გავლენა მიეცა იმისათვის რომ თავისი გუნდი შეექმნა. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან თუკი აქამდე ბარსა დიდ თამაშებს გამოუცდელობისა და მწვრთნელის გეგმებთან შეუთავსებლობის გამო აგებდა, ახლა უკვე გუნდში 8 მსოფლიო ჩემპიონია, უდიდესი გამოცდილებითა და თავდაჯერებულობით, ამას ზედ დაემატა ძალიან დიდი ტრანსფერი როდრის სახით, რასაც საერთოდ ყველაფრის ამოყირავება შეუძლია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ საბოლოოდ კაპიტნებიც სწორად დალაგდნენ და ახლა რაფინიაა პირველი, რაც მაგ ბიჭისა და გუნდის თამაშს ერთი-ორად ამაღლებს და ამ ყველაფერთან ერთად პოტენციურად მომსვლელები არიან ალვარესი და ლუკება, რასაც ყველაფრის გაუმჯობესება შეუძლია, თუმცა ცხადია რომ ამათ გარეშეც უზღვავი პოზიტივი გვაქვს.
მეხუთე:
გუნდში არ არის ეგო! გასახდელი დალაგებულია, მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია იგრძნობა და მხოლოდ მათ ტოვებენ, ვინც ბრძოლისთვის მზადაა. მგონია რომ ფლიკიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ბარსა მაგრად შეუყვარდა და ფაქტია რომ აქ ჩლს დაბრუნება უნდა, ამისთვის კი ყველანაირ მტკივნეულ გადაწყვეტილებაზე წამსვლელი რომაა ეს ჩანს ბალდესა და კუნდეს ქეისებშიც.
ერთი სიტყვით, არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისათვის რომ ამ გუნდის არ მჯეროდეს:
მწვრთნელი მაგარი, ტალანტების ზღვა, საუკეთესო ნახევარდაცვა და ჩავის წასვლის მერე ძლივს ამოვსებული სიცარიელე, გამოსწორებული ფიზმომზადების პრობლემები, რეაქტიული და მაგარი შეტევა, იამალი, რაფინია, როდრი, პედრი, კუბარსი, ლოპესი… და დამატებით საოცარი ფეხბურთელები, რომლებიც ამ კლუბისთვის მოკვდებიან. 0 შური, 0 ბოღმა, 0 ცუდი აურის მქონე ტიპები. გამარჯვებულის მენტალიტეტი, მსოფლიო ჩემპიონების თავდაჯერებულობა, შიმშილი..
საოცარი სეზონი გველოდება! დავჯდეთ და ვიკაიფოთ!