workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტას განცხადება ხულიან ალვარესის ტრანსფერზე

ჟოან ლაპორტას განცხადება ხულიან ალვარესის ტრანსფერზე

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ისაუბრა.

“სიმართლე ისაა, რომ ამ ფეხბურთელით ძალიან დაინტერესებულნი ვართ. გვსურს, რომ ჩვენი შეთავაზება მიიღონ. ამას ატლეტიკოსამდი სრული პატივისცემით ვამბობთ და უბრალოდ გვინდა, მათ იცოდნენ, რომ თუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ალვარესის გაყიდვას გადაწყვეტენ, მისი შეძენის მსურველები ჩვენ ვიქნებით, იმ პირობებით, რაც შევთავაზეთ”, – განაცხადა ჟოან ლაპორტამ.

კატალონიური გრანდი კვლავ არ ნებდება და ტრანსფერის განხორციელებას იმედოვნებს, თუმცა მადრიდული კლუბის პოზიცია არ იცვლება. ატლეტიკო მზადაა, ხულიანი არსენალს მიჰყიდოს, მაგრამ ბარსელონაში მის გაშვებაზე უარს აცხადებს. თავად ალვარესს მხოლოდ ბარსა სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Padaro
    Padaroeco ახალბედა
    schedule 26 აგვ 2026, 18:42
    #4

    არ ღირს ალვარესი მაგხელა ფული, მითუმეტეს რასაც ატლეტიკო ითხოვს!
    უბრალოდ რომ ავიღოთ თავდამსხმელები რომელიც 80 მილიონზე მეტი ღირს,რომელს ჯობია? ალვარესი ფასი 60-70 მილიონია! თუ გინდა ნაკრებში ,ან ატლეტიკოში ჩვეულებრივი კარგი ფეხბურთელია,და არა მეგა ვარსკვლავი.

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 26 აგვ 2026, 18:16
    #3

    ეს რეალმადრიდის ლატენტური ფილიალი, როგორ გადამწარდნენ და გადაფსიხდნენ, ფეხბურთელი მიგვყიდე თქო, სხვა ხომ არაფერი უთქვია ლაპორტას? რაები ჩაატარეს და რა კონცერტები დადგეს იდიოტებმა

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 26 აგვ 2026, 18:00
    #2

    ტრანზიტად ვიყიდოთ ჩერეზ არსენალი.

  • Nikolay
    Nikolayflag გულშემატკივარი
    schedule 26 აგვ 2026, 17:34
    #1

    Რა სასირეთია კატლეტიკო, ასე რო არ უნდა შენთან ტიპს თამაში, ეგაა ღირსება რო გააჯმეინო სადაც უნდა:დდდ გამოსასყიდის გადახდის მერეც არ გვაძლევენ ეს ბოღმები