workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
5 საინტერესო ფაქტი ბარსელონა-ატლეტიკის მატჩის წინ

5 საინტერესო ფაქტი ბარსელონა-ატლეტიკის მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 27 აგვისტო, 23:00

ლა ლიგა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბრუნდება. ჰანსი ფლიკის გუნდი 27 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. ეს მიმდინარე სეზონში შუა კვირაში ჩატარებული პირველი მატჩი იქნება. რეალურად, ეს პირველი ტურის გადადებული შეხვედრაა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ორივე გუნდის მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ბლაუგრანა ამ თამაშს “ელჩესთან” 5-0 გამარჯვებით შემდეგ ხვდება, ბასკურმა კლუბმა კი “სან მამესზე” “სევილიასთან” 1-3 წააგო.

ფლიკი და ტერზიჩი: ორი გერმანელი სათადარიგოთა სკამზე

ჰანსი ფლიკი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თავის მესამე სეზონს ატარებს. მისი ოპონენტი ედინ ტერზიჩია, რომელიც ესპანურ ფეხბურთში “ატლეტიკის” მწვრთნელის რანგში პირველად მუშაობს. სპეციალისტები ერთმანეთს პირადად იცნობენ და 2020/21 წლების სეზონში უკვე დაუპირისპირდნენ. მაშინ ფლიკი “ბაიერნს” წვრთნიდა, ტერზიჩი კი – “ბორუსიას”. ბლაუგრანას ამჟამინდელმა მწვრთნელმა ის შეხვედრა 4-2 მოიგო (რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა).

წაუგებელი სერია საკუთარ კედლებში

“ბარსელონას” ბოლო საშინაო მარცხი “ატლეტიკთან” ლა ლიგაში 24 წლის წინ, 2000/01 წლების სეზონში დაფიქსირდა. მას შემდეგ კატალონიელების ანგარიშზე 21 მოგება და 3 ფრეა. ეს წაუგებელი სერია “მონჟუიკზე” თამაშის პერიოდშიც გრძელდებოდა.

განახლებულ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნება

ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ “ბარსელონა” ახალ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნდა და პირველი მეტოქე სწორედ “ატლეტიკი” იყო. მატჩს 45 157 მაყურებელი დაესწრო და 4-0 გამარჯვება იხილა. იმ 22 ნოემბერს, ფერმინ ლოპესმა კლუბის მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად კი გუნდები 2026/27 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში ხვდებიან ერთმანეთს.

სეზონის ისეთივე სტარტი შინ, როგორც 23/24 წლებში

2023/24 წლების სეზონის დასაწყისში (რაც ჰანსი ფლიკის ეპოქის პირველი წელი იყო), “ბარსელონამ” პირველი საშინაო მატჩი “ესტადი ლუის კომპანისზე” გამართა და პირველი მეტოქე მაშინაც “ატლეტიკი” იყო. კატალონიელებმა ის შეხვედრა 2-1 მოიგეს ლევანდოვსკისა და ლამინ იამალის გოლებით.

ლამინ იამალის შედეგიანობა

ლამინ იამალს “ატლეტიკის” წინააღმდეგ ყველა ტურნირზე 4 გოლი აქვს გატანილი. თავის ხანმოკლე კარიერაში მას მეტი გოლი მხოლოდ “ვილიარეალის” კარში აქვს შეგდებული (5). კატალონიელი გარემარბის ოთხივე გოლი ბასკების წინააღმდეგ სხვადასხვა შეხვედრაში გავიდა, პირველი მათგანი კი “ბარსელონას” მაისურით მისი რიგით მესამე გოლი იყო (2023/24 წლების კოპა დელ რეის მეოთხედფინალში).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 26 აგვ 2026, 01:55
    #4

    მატჩის დასაწყისი სათაურის ქვემოთ 23:00 წერია, მერე 23:30 , სწორია 23:00

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 26 აგვ 2026, 00:36
    #1

    ეხლა ვნახე ხელფასი და წელიწადში ბერნანდუ სილვას თურმე 24 მილიონი ქონია ხელფასი თურმე რატომ წასულა მადრიდში😆რო კითხო ჩემი ოცნება ბარსაში თამაში იყოვო

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 26 აგვ 2026, 00:55
      #2

      ხოდა აწ ბევრი ვერ ვხდებოდა იიი დაახიეს დეკოს სილვაა იიი 😂😂 მაგ ხელფასით სილვა ჩვენ არ გვჭირდება

      • AFRO
        AFRO ახალბედა
        schedule 26 აგვ 2026, 01:32
        #3

        71 მილიონი ქონია მბაპეს ვინისიუს 50 და მხოლოდ ჩვენ გვეხება წესები😆😆😆😆

        • Sandro b
          Sandro b ახალბედა
          schedule 26 აგვ 2026, 07:24
          #5

          მბაპე 34-ს იღებს, ვინი 25, ბერნარდო 16-ს

          • ALBATROSS
            ALBATROSS ახალბედა
            schedule 26 აგვ 2026, 10:10
            #6

            ეგ სუფთა ხელფასები მაგრამ დააქვითვა რამდენიაქ ანუ ხელფასი მეტია გაცემული

          • nika 54
            nika 54 ლეგენდა
            schedule 26 აგვ 2026, 17:50
            #7

            ხო დანარჩენი ესპანეთის ხაზინაში მიდის. მანდ 45% დაქვითვაა სპორტსმენებისთვის.