34 წლის მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ისტორიულ ნიდერლანდურ კლუბში ერთწლიანი იჯარის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, “აიაქსთან” ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო. გუნდმა ის თბილად მიიღო და ახლა მიჩელის განკარგულებაშია. მიუხედავად ამისა, გერმანელი მეკარე კონფერენს ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს ჯერ ვერ შეძლებს.
უეფას რეგულაციები და ვადა
სერბული “ვოივოდინას” (ორი მატჩის ჯამში 8-2) დამარცხების შემდეგ, ნიდერლანდელები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ “შელბურნს” დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 6 აგვისტოს ამსტერდამში გაიმართება, ხოლო საპასუხო – მომდევნო ხუთშაბათს, 13 აგვისტოს, სტუმრად.
მიუხედავად იმისა, რომ ტერ შტეგენის ტრანსფერი დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო, “აიაქსმა” მეკარის მომდევნო ეტაპის განაცხადში დროულად შეყვანა ვერ მოასწრო. უეფას მიერ ევროტურნირების განაცხადში ახალი მოთამაშეების დასამატებლად დადგენილი ვადა 31 ივლისს ამოიწურა, რის გამოც ტერ შტეგენი ახალი კლუბის მაისურით ევროპულ სარბიელზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს.
მომდევნო ეტაპი და დებიუტი ჩემპიონატში
იმ შემთხვევაში, თუ “აიაქსი” “შელბურნს” ბარიერს გადალახავს, ტერ შტეგენი კონფერენს ლიგის მეოთხე და გადამწყვეტ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს შეძლებს. 14 აგვისტომდე კიდევ ერთი სარეგისტრაციო ფანჯარაა, რომლის დროსაც გერმანელი მეკარის დამატება შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება ერედივიზიონს, იქ რეგისტრაციის პრობლემა არ უნდა იყოს და მისი დებიუტი, სავარაუდოდ, პირველ ტურში, 9 აგვისტოს, “პეკ ზვოლეს” წინააღმდეგ შედგება.
არ ვიცი და არც დავიწყებ გარკვევას მტყუან-მართალის, მე ამ კაცის მადლიერი ვიყავი, ვარ და ვიქნები. იმედია Euro 2028-ს მაინც ითამაშებს, საცოდაობაა ნაკრებში რომ არ უთამაშია დიდ ტურნირზე…
თარსია, რა. არსად არ ივარგა. ჩვენ კარგად გავუძელით. იმის შემდეგ რაც მესიზე თქვა ჩემი მეგობარი არ ყოფილაო, ერთხელ ვარჯიშზე კაპიტანი რო იყო დამიყვირაო. იმის შემდეგ ვერ ვიტან და არ მესმის რა გულის ადამიანია, სამწუხაროა პუიოლს რო ვერ მოუსწრო, ასწავლიდა ჭკუას ამას.