workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ჟოფრე ტორენტსი აიაქსში გადავიდა

ოფიციალურად: ჟოფრე ტორენტსი აიაქსში გადავიდა

bolt მოკლედ
19 წლის მარცხენა მცველი ჟოფრე ტორენტსი ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერიდან "ბარსელონა" დაახლოებით 6 მილიონ ევროს მიიღებს და ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50%-ს შეინარჩუნებს.

ჟოფრე ტორენტსი უკვე “აიაქსის” ფეხბურთელია. მარცხენა მცველმა, რომელმაც “ბარსელონას” აკადემიაში 7 წელი გაატარა, ამსტერდამულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი 2030 წლის 30 ივნისამდე მოაწერა.

როგორც Mundo Deportivo იუწყება, “ბარსელონასა” და “აიაქსს” შორის შეთანხმება ახალგაზრდა მცველის ტრანსფერსა და კატალონიური კლუბისთვის გამოსყიდვის უფლების დატოვებას ითვალისწინებს. ეს გარიგება “ბარსელონას” დაახლოებით 6 მილიონ ევროს მოუტანს, ამასთანავე კლუბი ფეხბურთელის უფლებების 50%-ს შეინარჩუნებს. ამგვარად, ტორენტსი “ლა მასიაში” გატარებულ 7-წლიან ეტაპს ასრულებს.

შესაძლო იჯარა სელტაში

მიუხედავად იმისა, რომ “აიაქსი” ტორენტსს პერსპექტიულ მცველად განიხილავს, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, სად ითამაშებს ის მიმდინარე სეზონში. “სელტა” დაინტერესებულია მისი იჯარით აყვანით, რათა ფეხბურთელმა სათამაშო წუთები მიიღოს და განვითარება ლა ლიგაში გააგრძელოს.

“აიაქსში” შექმნილი ვითარება ამ შესაძლებლობას ხელს უწყობს. ნიდერლანდურმა კლუბმა კაიო ენრიკე დაიმატა და მარცხენა მცველის პოზიციაზე ოუენ ვეინდალიც ჰყავს. “აიაქსის” სპორტული დირექტორი, ჟორდი კრუიფი ტორენტსში მომავლის ფეხბურთელს ხედავს, მაგრამ იჯარა მას გამოცდილების მიღებისა და წინსვლის საშუალებას მისცემს.

“ჟოფრე დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა. მოხარულები ვართ, რომ მისი ტრანსფერი “აიაქსში” განვახორციელეთ. მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ მან გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩვენს გეგმებსა და ხედვას შემოერთებოდა. მოუთმენლად ველით მასთან ერთად შემდეგი ნაბიჯის გადადგმას”, – განმარტა ჟორდი კრუიფმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 17 აგვ 2026, 23:23
    #3

    გოოოოოოოოოოლ ობამა, დეპორტივოს ვწურავ მეორე გუნდად ლა ლიგაში

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 18 აგვ 2026, 15:23
      #4

      უყურეთ? რა ფეხბურთელი გავუშვით და 37 წლისაც რა დონეზე თამაშობს, თან რა გოლი გაიტანა. აფსუს ეგ რო გვყოლოდა რაღაც მეტს მივაღწევდით.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 22:37
    #1

    თუ გაიხსნა და ათამაშდა, ჩვენ რომ ვიყიდოთ ისევ? 30 თუ ეღირა, 15-ში დავიბრუნებთ