კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი გრანდი უარით გაისტუმრა.
ესპანური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივო” ავრცელებს ინფორმაციას, რმ არგენტინელ ფეხბურთელს “ჩელსიმ”, “ბაიერნმა” და “რეალმა” შეთავაზება გაუკეთეს.
გადამწყვეტი მომენტი ამ ტრანსფერში ადიდასს უნდა მიეღო. სპორტული ტანსაცმლის კომპანია მზად იყო “ბარსელონასთვის” 125 მილიონი ევრო გადაეხადა. ამ სამ გუნდსა და მესის სწორედ ეს ერთი კომპანია აკავშირებს. ადიდასი სამიივე გრანდის და ლიონელ მესის სპონსორია.
საბოლოო გადაწყვეტილება თავად მესიმ მიიღო და მან გამოთქვა სურვილი, რომ “ბარსელონაში” დარჩენილიყო.