დღეს ესპანეთის თასის 2025/26 წლების გათამაშების 1/8-ფინალის წილისყრა გაიმართა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, “ბარსელონას” მომდევნო მეტოქეც გაირკვა.
ჰანსი ფლიკის გუნდი 1/8-ფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებაში მეორელიგელ სანტანდერის “რასინგს” დაუპირისპირდება. თამაში 13, 14 ან 15 იანვარს სანტანდერში გაიმართება.
“რასინგი” ესპანეთის მეორე ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება და სანტანდერელები ლა ლიგაში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.
სხვა წყვილებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:
- დეპორტივო-ატლეტიკო;
- კულტურალ ლეონესა-ბილბაო;
- ალბასეტე-რეალ მადრიდი;
- ბურგოსი-ვალენსია;
- ბეტისი-ელჩე;
- რეალ სოსიედადი-ოსასუნა;
- ალავესი-რაიო ვალეკანო.
ნეგრეირა ეხმარება ბარსას თურმე.
მოვუგებთ მარტივად
კოჩენებით და პაუ პრიმებით არ გამოვა თამაში.
კარგი დაპირისპირება იქნება მაგრამ მაინც მოვიგებთ იმედია დამატებითი არიქნება ისედაც გაიწურებიან
რასინგთან ხუმრობა არ ღირს კაი ძაღლი გუნდია მითუმეტეს სახლშია
ჩვენ შეგვხვდა ლა ლიგა 2-ის პირველ ადგილოსანი, რეალს კი მე-17 ადგილოსანი, რომელსაც გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს.