მესი და მეგობრების საქველმოქმედო მატჩები

მესი და მეგობრების საქველმოქმედო მატჩები

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ YouTube-ზე გამოაცხადა, 4 საქველმოქმედო მატჩის შესახებ, “მესი და მეგობრები” ოთხ შეხვედრას ჩაატარებენ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში. თამაშები, რომლის მთავარი ორგანიზატორი მესი და მისი საქველმოქმედო ფონდია, რომელიც ვარსკვლავ მოთამაშეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს. 

არგენტინელმა უკვე ჩაატარა პირველი მატჩი 29 ივნისს, კოლუმბიის ქალაქ მედელინში. სადაც, მესის მეგობრები “დანარჩენ მსოფლიოს” დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა: ერიკ აბიდალი, მასკერანო, მატერაცი, დემიჩელი, ბოიანი, კუნ აგუერო და რობინიო. შეხვედრა მესის მეგობრების გამარჯვებით (9-6) დასრულდა. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=cG2-RAZO1kM]

მესის შემდეგი მატჩების გრაფიკი ასეთია: 

სამშაბათი, 2 ივლისი – ლიმა, პერუ
მეორე შეხვედრა, “ესტადიო ნასიონალზე” გაიმართება, ლიმაში. და “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებსაიტმა იგი “გიგანტების ბრძოლით” შერაცხა. მთავარი მოვლენა მატჩში ნეიმარის მონაწილეობა იქნება, ამ მატჩში ასევე იქნებიან სერხიო ბუსკეტსი, ერიკ აბიდალი, მასკერანო, ჟულიო სეზარი, დავიდ ლუისი და სხვები.

ოთხშაბათი, 3 ივლისი – ლოს ანჟელესი, აშშ
მესამე შეხვედრა “მემორიალ კოლიზეუმზე” გაიმართება ქალაქ ლოს ანჟელესში. მესი საკუთარ კლუბში : პინტოს, მასკერანოს, სესკ ფაბრეგასს, ალექსს სონგს, ბუსკეტსს, აბიდალს, პაბლო აიმარს, მარეკ ჰამშიკს, ალვარო პერეირას და ვალტერ გარგანოს დაიმატებს. “დანარჩენი მსოფლიოს” გუნდში, ჯოვანი დოს სანტოსი, დევიდ ოსპინა, ხერარდო ტორადო, ისუს კორონა,  ჯონათან დოს სანტოსი, მარკო ფაბიანი, ჯეიმს როდრიგესი, კევინ ბოატენგი, ანტონიო კასანო, რობერტ ლევანდოვსკი და ემილიანო ინსუა იქნებიან. 

შაბათი, 6 ივლისი – ჩიკაგო, აშშ

ფინალური შეხვედრა ჩიკაგოში “Soldier Field”-ის სტადიონზე გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, აგუერო, ჭორებია ასევე ედინსონ კავანიზე და რობერტ ლევანდოვსკიზე, “ნიუ იორკ რედბულის” თავდამსხმელზე და “ბარსას” ყოფილ შემტევზე, ტიერი ანრიზე, “ჩელსის” მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელზე, დავიდ ლუიზზე და ფლორან მალუდაზე.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია