ამერიკულ MLS-ში კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ითამაშებს. უახლესი ინფორმაციით, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რობერტ ლევანდოვსკი “ჩიკაგო ფაიერში” ტრანსფერზე უკვე დათანხმდა.
მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. პოლონელი თავდამსხმელი, 15 დღის წინ ჩიკაგოში ვიზიტის შემდეგ, კონტრაქტს მიმდინარე კვირაში ოფიციალურად გააფორმებს.
ვეტერანმა გოლეადორმა “ბარსელონა” ცოტა ხნის წინ დატოვა. კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყებად, სხვა კლუბების წინადადებების უარყოფის შემდეგ, ის ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.
პოლონელი ლეგენდა “ბარსელონაში” 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. მის ანგარიშზე 193 მატჩი, 120 გოლი, 24 საგოლე გადაცემა და 7 მოგებული ტიტულია.
კომენტარები (0)