The Social Stars Awards 2013 – “ბარსელონა” კვლავ საუკეთესოა

The Social Stars Awards 2013 – “ბარსელონა” კვლავ საუკეთესოა

დღეს, მარინა ბეიში, სინგაპურში, The Social Stars Awards 2013-ის გალა-წარმოდგენა გაიმართა, რომელზეც “ბარსელონა” წლის საუკეთესო საფეხბურთო ორგანიზაციად ზედიზედ მეორედ დასახელდა.

The Starcount-ის მიერ დაწესებული ჯილდო ორგანიზაციებსა და ცნობილ პიროვნებებს სოციალურ ქსელებში პოპულარობის მიხედვით გადაეცემათ. საუკეთესოს გამოვლენის დროს, ყურადღება მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობას არ ექცევა. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სტაბილურობა და ინტერაქტიულობა. “ბარსელონა”, რომელსაც სოციალურ ქსელებში დაახლოებით 65 მილიონი მხარდამჭერი ჰყავს, ამ მაჩვენებლებში საუკეთესოა.

სპორტულ ორგანიზაციებს შორის, “ბარსელონა” მე-3 ადგილს იკავებს. მას მხოლოდ “ნაიკი” და “ადიდასი” უსწრებენ. წინა წელთან შედარებით, “ბარსამ” ამ მხრივ 3 საფეხურით წინ წაიწია. კატალონიელებმა ისეთ ბრენდს გადაუსწრეს, როგორიც NBA არის.

თუ ყველა სახის ორგანიზაციასა და ცნობილ პიროვნებას მივიღებთ მხედველობაში, “ბარსელონა” მსოფლიოს მასშტაბით 57-ე პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო ევროპაში მეთერთმეტეა. გასულ წელს, კონტინენტზე, კატალონიური კლუბი მე-15 ადგილს იკავებდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია