ხშირად არ ხდება ფეხბურთელი კონტრაქტს აწერდეს ხელს და ისეთი შეგრძნება გრჩებოდეს თითქოს კლუბმა ტიტული მოიგო. ლამინე იამალი “ბარსელონაში” 2031 წლამდე დარჩება. კონტრაქტი ძალაში ლამინეს დაბადების დღეზე შევა, როცა ესპანელი 18 წლისა შესრულდება და ავტომატურად გახდება მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “ბარსელონაში”.
თუ ლამინე ყველა იმ შედეგს დადებს, რაზეც კონტრაქტში ბონუსებია გათავლისწინებული, მაშინ მისი საერთო შემოსავალი წელიწადში 40 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც კლუბში საუკეთესო მაჩენებელი იქნება, მაგრამ ამ თანხის 50% გადასახადებში წავა. ახალი კონტრაქტის გაფორმება რთული არ ყოფილა, იამალს დარჩენა სურდა, “ბარსას” მისი დატოვება, ყველაფერი მარტივია. წინა კონტრაქტს 2023 წელს მოაწერა ხელი, როცა 16 წლის იყო, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა, 16 წლის ასაკში კი ესპანეთის ნაკრებშიც მოხსნა რეკორდები.
ახალი კონტრაქტის მზადება ჯერ კიდევ წინა ზაფხულს დაიწყო, როცა იამალმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტს ჟორჟე მენდეში კურირებს, ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი მსოფლიოში, ჟორჟეს ჟოან ლაპორტასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მენდეში ასევე წარმოადგენს ბალდესა და ანსუ ფატის. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ “ბარსა” ვალში იყო ჟორჟე მენდეშთან, რომელმაც მისი ორი კლიენტი (კანსელუ და ფელიქსი) “ბარსელონას” დაუკავშირა, მერე კი შეთანხმება ბოლომდე ვერ შესრულდა, “ბარსას” კანსელუ უნდა გამოესყიდა, მაგრამ ფული აღარ ჰქონდა, ამიტომ, ჯენტლმენური შეთანხმება დადეს, რომ მომავალში ეცდებოდნენ მის გაფორმებას. კანსელუს ჩივილიც შეეძლო, მაგრამ ყველაფერს ისევ მენდეშისა და ლაპორტას ურთიერთობამ უშველა.
შიდა წყაროები ამბობენ რომ კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ლამინეს “ლა მასიელის” სტატუსი დაეხმარება საგადასახადო რეგულაციებს ნაწილობრივ მაინც გვერდი აუაროს.
დეკუმ RAC1-თან ისაუბრა ტრანსფერებზე და ქომაგსაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნა:
“სხვა ფეხბურთელებზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ, ჩვენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ არსებული კონტიგენტი განვითარდეს. ჩვენი ამოცანაა ბირთვი თავს მშვიდად გრძნობდეს და ერთობლივად განაგრძონ გზა. ზაფხულში საუკეთესო ტრანსფერი რა იქნება? ლამინეს ახალი კონტრაქტი, მსურს მან “ბარსასთან” ერთად ოქროს ბურთი მოიგოს”.
“პირადად ფეხბურთელებთან დეტალებზე არ ვსაუბრობთ, ამისთვის მათ აგენტები და ოჯახის წევრები ჰყავთ, მით უმეტეს, მაშინ, როცა ფეხბურთელი ჯერ სრულწლოვანი არ არის”.
იამალის გარემოცვას მიაჩნია, რომ ლამინეს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ჰანსი ფლიკის “ბარსელონაზე” და ის მზად არის გახდეს კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. იამალი არა მხოლოდ საფეხბურთო მონაცემებით გამოირჩევა, არამედ, ძლიერი მენტალობით, ასაკისათვის შეუფერებელი გამბედაობით, პრესკონფერენციებზე მისი ინტერვიუები ყოველთვის საინტერესოა – “წნეხი? რა წნეხი? ყველანაერი შიში უბანში დავტოვე, მატაროს ქუჩებში”.
“სანამ ვიმარჯვებ “ჰეითერებს” არაფრის თქმა არ შეუძლიათ”.
ამჟამად “ბარსას” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 37 წლის რობერტ ლევანდოვსკია, ბოლო წელს 36 მილიონი ევრო გამოიმუშავა. იამალის შემოსავალმა 2024/25 წლების სეზონში 3 მილიონი ევრო იყო. ახლა საკითხავია შემოსავლის ასეთი ზრდა რა გავლენას მოახდენს 17 წლის ბიჭზე, სულ მალე 18 წლისა შესრულდება და დასახარჯიც ბევრი ექნება. მეორე მხრივ, შეუძლებელია ასეთ ფეხბურთელს ხელფასი არ მოუმატო, რადგან მსურველი უამრავი ეყოლება და მცირე ხნის წინ გავრცელდა კიდეც ცნობა პსჟ-ის აქტიურობის შესახებ.
იამალს კლუბისთვისაც მოაქვს შემოსავალი, მის ხელში ჩასაგდებად ნაიკი და ადიდასი იბრძოდნენ, საბოლოოდ, გამარჯვება ადიდასს დარჩა, ბრენდის მენეჯერებმა იამალზე გავლენის მოსახდენად ლიონელ მესი გამოიყენეს. “ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ის განსაკუთღებული შემთხვევაა და განსაკუთღებული მოფრთხილება სჭირდება”, – ამბობს ჟოან ლაპორტა TV3-თან ინტერვიუში.
იამალს იქამდე სურდა დეტალების მოგვარება, სანამ დასასვენებლად წავიდოდა, გეზი ბრაზილიისკენ აქვს, პრესა იმაზეც წერს, რომ თავისი ბავშვობის კერპის, ნეიმარის ხილვაც სურს. იამალი ხომ ყველაზე მეტად სწორედ ნეიმარს ჰგავს სათამაშო სტილით. იმედია ხასიათით არ დაემსგავსება.
დღეს ყველა იტყვის რომ მომავალი მისია, მომავალი დეკადა ლამინე იამალის იქნება. “ბარსას” კი ამ დროის განმავლობაში ფინანსურად გაძლიერება მართებს, რადგან 24 წლის იამალი გაცილებით მეტს მოითხოვს, თუმცა, იქამდე ძალიან დიდი დროა და არავინ იცის რა ამბები გველის წინ.

ფიქსირებული ხელფასით მეორეზეა ლევანდოვსკი უსწრებს და 40 მილიონი ბონუსების ჩათვლით არის
მეც ასე ვარ, ყველაფერს რომ თავი დაანებო პსჟ ს მოგება ნიშნავს რომ დემნელე აახევს ოქროს ბურთს იამალს ან რაფინიას
არა მგონია, ოქროს ბურთს ასე მარტივად არ აძლევენ უნდა აჩვენოს რაღაცა ფინალში მაინც. გუშინ სადმე ჩანდა დემბელე? გააკეთა რამე სასწაული? აი გოლი რო გაეტანა მე მგონი 100%-ით გაინაღდებდა. ეხლა ცოტა ხანში მსოფლიოს სააკლუბოს დააკვირდებიან და ასე შემდეგ წლის ბოლოსთვის გამოირკვევა ლიდერი. ასე რომ არც იამალს და არც რაფინიას მოდუნების უფლება არა აქვთ. პირველი წრეში მაგათაც დააკვირდებიან.
ერთი რამე მაინტერესებს 40 მილიონსი პირობებში მე-2 იქნება სიდიდით? ვიღაცას დღეს 40 ზე მეტი აქვს? თუ ეგ 40 რადგან ბონუსებითაა მანამდე რაღაც Xთანხა რქც იქნება ეგაა მე2 რიგით?
afro2,
მეც ასე ვარ, ყველაფერს რომ თავი დაანებო პსჟ ს მოგება ნიშნავს რომ დემნელე აახევს ოქროს ბურთს იამალს ან რაფინიას
თუ ჯოან გარსია მოვაო თქვა ლაპორტამ ტერშტეგენი წავაო
შტეგენის წასვლას ჯობია შესნი და პენია წავიდნენ.
ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ დაასახელა მცველი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა.
"ლა პულგას" თქმით, "მალიორკას" მცველის, პაბლო მაფეოს წინააღმდეგ თამაში მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
"ვის წინააღმდეგ გამიჭირდა ყველაზე მეტად? პაბლო მაფეოს ვიტყვი, მაშინ ის "ჟირონაში" თამაშობდა. დამიჯერეთ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო", – განაცხადა მესიმ.
ცნობისთვის, პაბლო მაფეო "ლას პალმასის" აღზრდილია, იგი სხვადასხვა დროს "ესპანიოლის", "მანჩესტერ სიტის", "ჟირონას", "შტუტგარტისა" და "უესკას" ღირსებას იცავდა.
თუ ჯოან გარსია მოვაო თქვა ლაპორტამ ტერშტეგენი წავაო
99% გარსია მოსულია ბოლო მონაცემებით ფაბრიციომაც ჩაარტყა, შტეგენ აუტ?
ბარსელონა ლუის დიაზის ყიდვას განიხილავს ხოლო რაშფორდის იჯარას
ფაბრიციო რომანო
ფეოლა,
ოქეი მადლობა❤️
Pirat❤️💙,
ფინალის მერე. ხვალ-ზეგ
მოგეხსენებათ, რომ კლუბი მარკუს რაშფორდისა და ლუის დიასის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
მათგან ერთ-ერთი გუნდს დიდი ალბათობით შეუერთდება, თუმცა წყარო ამ ტრანსფერების წარუმატებლობის შემთხვევაში სხვა სამიზნეებზე ცნობას ავრცელებს.
"Diario Sport" იუწყება, რომ თუ "ბარსა" რაშფორდისა და დიასისგან ვერცერთს ვერ შეიძენს, კლუბი ან კინგლსი კომანს ან გაბრიელ მარტინელის ყიდვას შეეცდება.
ეს რამე ღადავია? ანუ რაშბორდი და დიასი თუ ვერ შეიძინეს რეზერვად სიაში ყავთ მარტინესი ? სწორად გავიგე არსენალის მარტინესი რომელიც 100მ მაინც ღირს? ეგენი ხომ არ ჭყლიტავენ ამ ჩამოთვლითაგან ველას ჯობია მარტინესი და მაქეთა კრაიზე 5 საუკეთესოში მაინც შედის . ან რისი ტრაკი აქვთ იაფიანებს ვერ ყიდულობენ მარტინესს როგორ შეიძენენ
რა ყველას ჯობია მარტინესს ფერმინი ჯობია😅🤦 მასეთი უაზრო ტრანსფერები რომ კეთდებოდა იმიტომ ვართ ამ დღეში. გარსია და ალვარესი იყიდონ 100 მ ჩაეტევიან და 5 მილიონად რაშფორდის იჯარა მშვენიერი შევსება იქნება მეკარე და ცხრიანი გვჭირდება ძაან დალშე ნორ
არაფერი როგორ არ არ იდება კაცო, მუღამი
აღარ მაქ ამ საიტის.
მოგეხსენებათ, რომ კლუბი მარკუს რაშფორდისა და ლუის დიასის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
მათგან ერთ-ერთი გუნდს დიდი ალბათობით შეუერთდება, თუმცა წყარო ამ ტრანსფერების წარუმატებლობის შემთხვევაში სხვა სამიზნეებზე ცნობას ავრცელებს.
"Diario Sport" იუწყება, რომ თუ "ბარსა" რაშფორდისა და დიასისგან ვერცერთს ვერ შეიძენს, კლუბი ან კინგლსი კომანს ან გაბრიელ მარტინელის ყიდვას შეეცდება.
ეს რამე ღადავია? ანუ რაშბორდი და დიასი თუ ვერ შეიძინეს რეზერვად სიაში ყავთ მარტინესი ? სწორად გავიგე არსენალის მარტინესი რომელიც 100მ მაინც ღირს? ეგენი ხომ არ ჭყლიტავენ ამ ჩამოთვლითაგან ველას ჯობია მარტინესი და მაქეთა კრაიზე 5 საუკეთესოში მაინც შედის . ან რისი ტრაკი აქვთ იაფიანებს ვერ ყიდულობენ მარტინესს როგორ შეიძენენ
45 მილიონი ღირს 100 არა ის კიდე

სულ მთლად ჩაღლევდა ეს საიტი, არაფერი სიახლე აქ არ იდება, მარტო რეკლამები ემატება და ემატება. რამე კარგი საიტი მოვხოდოთ
MESSI 2017, კი ჟორჟი ჯდება მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ბარსას დონემდე ბევრი უკლია
ისაკზე და გიოკერეშზე ბევრი იწერება.. ლუკმანიც იყო ვარიანტად თუ არ ვცდები
ისე ოსიმენიც საინტერესოა ჩემი აზრით
ლუკმანი არის იდიოტი😀 ალვარეზი და ისაკი სხვა ვარიანტი არცაა ბარსას სტილს ეს 2 უხდება
სადაც ლევანდოვსკი მოერგო იქ გიოკერეშიც თავისუფლად მოერგება, მითუმეტეს ფლიკი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს და მაგის ტაქტიკას ზედ დააკვდება გიოკერეში, ალვარესი და ისაკიც კარგია მაგრამ ერთი სულ დამტვრეულია და მეორე ნაკლებად გამტანია გიოკერეშგან შედარებით
ფლიკს მოძრავი ფორვარდი უნდა ლევანდოვსკი რამდენს მოძრაობს დააკვრიდი და სად ჩამოდის გიკერეში ვერ გაქჩაავს მაგას ალვარეზიც და სიაკიც მოძრავები და სწრაფები არიან და თან თითქმის ზსუ6მაგ სტილის იდეალურად ამ სტილში ჟორჟი ჯდება მარა ვერ დასირებული დეკუ ჟორჟს კი არა კვარას ფოფანას და შერკს ვერ ხედავს
ძაან ბევრი ინფორმაცია იდება ტრანსფერებზე რაშფორდთან დაკავშირებით მითუმეტეს სადაც ტორესისგნა რაღაც გამოიყვანა რაშფორდისგანაც იზავს რამეს ფლიკი რა ლიჟბი ვინმე მოიყვანონ,სანეს მგონი კონტრაქტი უმთავრდებოდა თუ რაღაც და რატო სძინავთ მარტო ორი ვარიანტი რატოა ეს დიაზი და რაშფორდი, ჯერემი დოკუს რატო არ განიხილავენ მოკლედ ძაან უჭირთ ტრანსფერების მხრივ აგერ რეალი მე-4 ტრანსფერს ხურავს უკვე და ჩვენ რა გვჭირს ერთი ფეხბურთელი მაინც როგორ ვერ მოგვყავს , გააჯმევინონ ამ არაუხოს რა როცა ძაან მნიშვნელოვან მატჩებში ესე აჯვავ და ბოდიშსაც არ იხდი უნდა დაახვიო გუნდიდან კაი შეცდომა შეცდომა ვის არ მოსვლია მარა ეს ოხერი აღიარე რა ბებერი აცერბი რო გაჯობებს თან შეტევაში იყო და ეს დაცვაში ამხელა ხარ სულ რომ საპენალე ყოფილიყო გადმოაგე რა მაგხელა ვიკინგი ხარ , ძაან გონება ჩლუნგია და დროზე უნდა დაახვიოს გუნდიდან, ბებერი ინიგოც კი ათასჯერ ჯობია.