ბარსელონა რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე ფიქრობს

ბარსელონა რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე ფიქრობს

“ბარსელონა” რუსულ ტოტალიზატორთან, 1xbet-თან თანამშრომლობის გაწყვეტაზე ფიქრობს. ამას კლუბის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ჟული გიუ ადასტურებს.

Rac1-თან სტუმრობის დროს გიუმ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა: “ეს საკითხი დღეს უნდა გადავწყვიტოთ. უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი თანადგომა უფრო მტკიცეა, ვიდრე ეს ჩანს.”

1xbet “ბარსელონას” გლობალური პარტნიორია. ეს მეორე დონის პარტნიორობას ნიშნავს, ამაზე მაღალი დონის პარტნიორი “ბარსას” მხოლოდ 3 ჰყავს – ნაიკი, რაკუტენი და ბეკო. კლუბის მხრიდან თანამშრომლობის გაწყვეტა საკმაოდ ხმამაღალი განაცხადის გაკეთება იქნება.

“ბარსელონა” რუსულ კომპანიასთან 2019 წლიდან თანამშრომლობს და წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ევროს იღებს. არსებული კონტრაქტი მოქმედი 2024 წლამდეა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    05 მარ 2022, 12:29

    მეორე დონის კი არა შალკესთან უმაღლესი დონის კონტრაქტი ქონდა გაზპრომს, მაგრამ ომის დაწყების მეორე დღესვე ჩამოიხსნეს "გაზპრომი" მკერდიდან. ვერავის ვერაფერს მოაჭამს რუსეთი უეფა, ფიფას გარეშე მათ კი სრული თავისუფლება მისცეს ყველას, ახლა რუსეთიდან ყველა უცხოელი ფეხბურთელი გამორბის და არავის არ დასჯიან კონტრაქტის დარღვევის გამო. უფრო მეტი ოლიმპიადა და მსოფლიო საფეხბურთოდან უკვე გამოყარეს, მათ პლეი ოფში პოლონეთთან წაგება ჩაუთვალეს. რჩებოდა ერთადერთი პარაოლიმპიური ნაკრები და მათ მისცეს უფლება მიეღო მონაწილეობა ოლიმპიადაზე თუმცა ეხლახანს გაირკვა რო ყველა ქვეყანა ოლიმპიურ სოფელში აუჯანყდა რუს ინვალიდებს და სულ ყავარჯნებით გამორეკვას შეპირდნენ. ამიტომაც ოლიმპიურმა კომიტეტმა თვითონვე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ვერც იქ წავიდოდნენ რუსები.

  • Albicelecte
    05 მარ 2022, 01:59

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი

    ციტატა: Albicelecte
    არ გადამრიოთ, აქამდე არ გაგიწყვეტიათ?
    თქვენც კობახიძე და ღარიბაშვილი ხომ არ ხართ?! rage


    ტვინი ნუ მოხანით რა ამ ღარიბაშვილით, ბარსამანიაზე იმიტომ შემოვდივარ, რომ პოლიტიკას მოვშორდე და არა პირიქით 😐


    შეგიძლია შენც აგინო, ვახტანგურად მაგასაც და მიშასაც, უკანასკნელი ლექსიკონით, მრავალსართულიანები
    რას ვიზამთ, ცხოვრებაა;
    სპორტ ეტო სპორტ ი პოლიტიკა ეტო პოლიტიკა ვერ ხერხდება barca-6

  • M10 S9 D11
    04 მარ 2022, 23:28

    გაწყვიტეთ აუცილებლად

  • EL MAESTRO 6
    04 მარ 2022, 23:04

    აუცილებლად უნდა გაწყვიტონ, ჯერ ერთიდა რუსულია და მაგათი დედა ########, აღარ გავაგრძელებ მეტს, მერე მეორეც და სკამ საიტია, მაგისი შემქმნელები ძებნაში არიან, მაგიტომაა რომ ცვიან სახელეგს ხან ge, com , net და ასე შემდეგ, უამრავ ფულს იხდიან გაპიარებაში და აწყობთ რადგანაც ერთი ათად ამოაქვთ მერე😡😡

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    04 მარ 2022, 22:25

    ციტატა: Albicelecte
    არ გადამრიოთ, აქამდე არ გაგიწყვეტიათ?
    თქვენც კობახიძე და ღარიბაშვილი ხომ არ ხართ?! rage


    ტვინი ნუ მოხანით რა ამ ღარიბაშვილით, ბარსამანიაზე იმიტომ შემოვდივარ, რომ პოლიტიკას მოვშორდე და არა პირიქით 😐

  • Albicelecte
    04 მარ 2022, 22:19

    არ გადამრიოთ, აქამდე არ გაგიწყვეტიათ?
    თქვენც კობახიძე და ღარიბაშვილი ხომ არ ხართ?! rage