ბარსელონა Nike-ს სხვა კომპანიით ჩანაცვლების ვარიანტს განიხილავს

ბარსელონა Nike-ს სხვა კომპანიით ჩანაცვლების ვარიანტს განიხილავს

მარკეტინგის საკითხებში “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ გიუმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” ბრენდი დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

ბოლო წლებში “ბარსელონას” არაერთი ახალი სპონსორი გამოუჩნდა და მსურველების რიგი არ წყდება. ამჯერად საუბარი მაისურების მწარმოებელ კომპანიებზეა.

Sport-ის ცნობით “ბარსას” ფორმაზე Nike-ს ლოგოს ჩანაცვლების მსურველი არაერთია, მათ შორის Puma. კომპანიები “ბარსელონას” უფრო მეტ ფულს სთავაზობენ, ვიდრე კატალონიელები “ნაიკისგან” იღებენ.

“ბარსელონა” და “ნაიკი” 1998 წლიდან თანამშრომლობენ. მხარეებს შორის ბოლო შეთანხმება 2016 წელს შედგა, ის ძალაში 2018 წელს შევიდა და მოქმედი 2028 წლამდეა. “ბარსელონა” “ნაიკისგან” წელიწადში 105 მილიონ ევროს იღებს, ბონუსების გათვალისწინებით კი ეს თანხა, შესაძლოა, 155 მილიონამდე გაიზარდოს.

“ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა მზადაა, სხვა კომპანიების შეთავაზებები განიხილოს, პარალელურად კი პირობების გადახედვაზე მოლაპარაკებებს Nike-თანაც იწყებს. ამერიკულ კომპანიას პირობების შეცვლის დიდი სურვილი არ აქვს, მაგრამ კატალონიელები თავიანთ აზრზე რჩებიან, რადგან მათ იციან, რომ ბაზარი მათ უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    03 ნოე 2023, 23:18

    პუმა გაასწორებს კარგი დიზაინები აქვთ.

  • me da barca
    02 ნოე 2023, 18:38

    ციტატა: alen halilovic
    ვინმემ ხო არ იცით თეთრად რატომ არის სპონსორი და ნომერი/გვარი?


    ყვითელი ბევრად უხდებოდა.

  • Managadze
    01 ნოე 2023, 21:14

    გამარჯობა ეს ფორმები იყიდება ?სად ვნახო როგამოვიწერო ?

  • nika 54
    01 ნოე 2023, 20:49

    ციტატა: Rolex
    შუათანა მამის ფეხია სიარული მაჯაზე საროჩკის გასწორება ერთი ერთში აკეთებს ლეომაც ეგრე იცის სიარულის დროს😀ერთი ისაა რო მამასავით მორცხვი არ ჩანს ცოტა ნაგლია მატეო ქვია მგონი ბალონს რო ტაცა ხელი მაგ დროს კარგ გინებას აირტყავდა აქლემების ქვეყნიდან😀
    თუ იცის ვინმემ რონალდოს ცოლმა აღნიშნა არგენტინის ჩემპიონობა?😎😃

    https://www.facebook.com/reel/792657392618576?s=yWDuG2&fs=e


    და რატომ არავინ გვაჩვენა, ვერ ვხვდები. აქამდე ხო არასდროს გამოუტოვიათ.

  • JustBarcaLover
    01 ნოე 2023, 18:31

    ნაიკს გავკარი პუმას დაუდეთ კონტრაქტი

  • cruyff9
    01 ნოე 2023, 17:52

    აუ პუმააა გაძრეეთ რა👏🏻👏🏻რა სპორტულებს შეკერავენ პროსტა და უდიდესი მოგება წამოვა იმიტო რო მე პირადად პუმას სპორტულს ვიყიდდი აი ნაიკის ვაგზალზე ნაგდებს გავს

  • Rolex
    01 ნოე 2023, 17:44

    შუათანა მამის ფეხია სიარული მაჯაზე საროჩკის გასწორება ერთი ერთში აკეთებს ლეომაც ეგრე იცის სიარულის დროს😀ერთი ისაა რო მამასავით მორცხვი არ ჩანს ცოტა ნაგლია მატეო ქვია მგონი ბალონს რო ტაცა ხელი მაგ დროს კარგ გინებას აირტყავდა აქლემების ქვეყნიდან😀
    თუ იცის ვინმემ რონალდოს ცოლმა აღნიშნა არგენტინის ჩემპიონობა?😎😃

    https://www.facebook.com/reel/792657392618576?s=yWDuG2&fs=e

  • ♠️Spookyfy♠️
    01 ნოე 2023, 17:16

    Ki nostalgia maq nike-tan,25 welia am gundtan asocirdeba,mara puma mevaseba saswaulad❤️💙

  • alen halilovic
    01 ნოე 2023, 17:02

    ვინმემ ხო არ იცით თეთრად რატომ არის სპონსორი და ნომერი/გვარი?