workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსა“-„ოსასუნა“ – გამორჩეული ფეხბურთელები

„ბარსა“-„ოსასუნა“ – გამორჩეული ფეხბურთელები

ჩავი ერნანდესმა, დავიდ ვილიამ და ლიონელ მესიმ “ბარსელონას” მიერ “ოსასუნასთან” 5:1 მოგებაში ლომი წილი შეიტანეს.

ჩავი ერნანდესი

“ოსასუნასთან” მატჩში, ჩავი მოედნის შუაში გაბატონდა. კატალონიელმა ნახევარცველმა 87 გადაცემა გააკეთა, აქედან 96.6% ზუსტი გამოდგა. სწორედ მისი პასის შემდეგ გახსნა მესიმ ანგარიში. “ოსასუნას” დაცვის პრობლემა ჩავიმ მოაგვარა მაშინაც, როდესაც ალვესს უპასა, ხოლო ბრაზილიელმა პედროს გაატანინა.

დავიდ ვილია

ორკვირიანი იძულებით შესვენების შემდეგ, ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუტანია, ვილია შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად გამოიყურებოდა. ასტურიელმა კარში 3-ჯერ დაარტყა ზუსტად, ის კარგი იყო დაცვაში და მე-2 ტაიმში, ფანტასტიკური გადაცემით, მესის გოლი გაატანინა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მარცხენა ფლანგზე თავისი აქტიურობით, ვილია პედროსა და ალვესს, მარჯვენა ფლანგზე, დიდ სივრცეს უტოვებდა.

ლეო მესი

ლა ლიგაში გატანილი 202 გოლი, 33 მიმდინარე გათამაშებაში და აქედან 4 “ოსასუნასთან” გამართულ ერთ შეხვედრაში. მესი უბრალოდ შეუჩერებელი იყო. “ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელმა, ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი, შესვენებამდე, გუნდი წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა. მე-2 ტაიმში, არგენტინელმა თავი კიდევ 2 გოლით გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward