ფოკუსს მიღმა - 07.05.2020

ფოკუსს მიღმა - 07.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ნელსონ სემედუ, ჟუნიორ ფირპო, ტოდიბო

"ბარსელონას" ზაფხულის მთავარი სამიზნის, ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, "ინტერი" არგენტინელ ფეხბურთელში 90 მილიონ ევროს და პლუს ნელსონ სემედუს, ჟუნიორ ფირპოსა და ტოდიბოს შორის ერთ ფეხბურთელს მოითხოვს.[La Gazzetta Dello Sport]

არტურო ვიდალი

მას შემდეგ, რაც არტურო ვიდალმა სოციალურ ქსელში ფოტო "ინტერ მაიამის" ლოგოსთან გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ჩილელის ამერიკელებთან კავშირის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. დევიდ ბექჰემის კლუბის  სპორტული დირექტორი აღნიშნულის შესახებ განცხადებას აკეთებს: "არტურო ტოპ მოთამაშეა, თუმცა ჩვენთან ბევრ ფეხბურთელს აკავშირებენ. ზოგიერთი გამოხმაურება სიმართლეს არ შეესაბამება, ზოგი საინტერესოა, თუმცა "ინტერ მაიამის" მიზნებს ან ფინანსურ შესაძლებლობებს არ ერგება". [Goal]

ლაუტარო მარტინესი

იმ შემთხვევაში, თუ ლაუტარო მარტინესი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, "ინტერი" მის მთავარ შემცვლელად ტიმო ვერნერს მოიაზრებს. მიუხედავად ამისა, 24 წლის ფეხბურთელს გადასვლას "ლივერპულში" უწინასწარმეტყველებენ. [Blid]

"ბარსელონა" შიშობს, რომ ლაუტარო მარტინესისათვის კონკურენტები - "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" არგენტინელის ფინანსურად უფრო მიმზიდველ შეთავაზებებს გაუკეთებენ. [ESPN]

ემერსონი

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი მარჯვენა მცველით, ემერსონით, "ტოტენჰემის", "ინტერისა" და "ლევერკუზენის" შემდეგ, "ბენფიკაც" ინტერესდება. "ბლაუგრანა" მზადაა, ფეხბურთელი 25 მილიონად დათმოს. [Record]

დაიო უპამეკანო

"ლაიფციგმა" "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნის, დაიო უპამეკანოს ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. გერმანელები მზად არიან, 21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი, 60 მილიონი ევროს ნაცვლად, 38 მილიონ ევროდ გაყიდონ. [Blid]

ტანგი ნდომბელე

ტანგი ნდომბელეს წარმომადგენლები "ბარსელონას" დაუკავშირდნენ, რომ შეიტყონ, კატალონიელები კვლავ ინტერესდებიან, თუ არა ფეხბურთელით. 23 წლის ტალანტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მსურველთათვის ხელმისაწვდომი იქნება. [Bleacher Report]

ლაივან კურზავა

პსჟ-ს მარცხენა მცველი, ლაივან კურზავა, რომელსაც "ბარსელონასთან" აქტიურად აკავშირებენ, "არსენალში" გადასვლას უახლოვდება. [Le 10 Sport]

მარკ ხურადო

"ბარსელონას" ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, მარკ ხურადომ, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. 16 წლის ფეხბურთელი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. [Sport]

ალექსეი მირანჩუკი

რუსი აგენტი, დიმიტრი სელიუკი აცხადებს, რომ წარსულში ერიკ აბიდალის ვიზიტი მოსკოვში, "ლოკომოტივისა" და "ბარსელონას" ერთობლივ თანამშომლობას უკავშირდება და არა ალექსეი მირანჩუკზე დაკვირვებას [Sport24]

არტურ მელო

"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტური ფორმულა 1-ის ვირტუალურ გრან-პრიში (ესპანეთი) მიიღებს მონაწილეობას. მელოს გარდა, ტურნირზე "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუასა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, სერხიო აგუეროსაც ვიხილავთ. [F1 Twitter]

მარკ მარკესი

მარკ მარკესი (ესპანელი მოტომრბოლელი): "როცა მესი ჩემი სახელით მომესალმა, სიკვდილი მინდოდა. გაოცებული ვიყავი". [Mundo Deportivo]

ივან რაკიტიჩი

მონჩი ("სევილიას" დირექტორი): "დღესდღეობით, რაკიტიჩსა და "სევილიას" შორის მოლაპრაკებები არ მიმდინარეობს. ხორვატს აქ ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ამის მიღმა არაფერი ხდება". [Mundo Deportivo]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Pablos ar abia
    სტუმარი [?]
    #2 7 მაისი 2020 23:03
    5
    ეს რაღაც ახალია და მომეწონა კარგიაა იმფრუვმენთია 👍
    რედაქტორი [?]
    #1 7 მაისი 2020 23:01
    5
    მაგარი რუბრიკაა, ყოჩაღ!
    --------------------
    🔵🔴