მესის დამოკიდებულება "ცხრიანების" მიმართ

მესის დამოკიდებულება "ცხრიანების" მიმართ

პირველი ცხრა ნომერი, რომელთანაც მესის პარტნიორობა უწევდა, სამუელ ეტო’ო იყო. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იდეალურად დაიწყო, როგორც რონალდინიო, ისე ეტო'ოც მესის ყველანაირად გვერდში ედგნენ და ეხმარებოდნენ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

ალბათ გახსოვთ, როგორ რეაგირებდნენ "ბარსას" ლიდერები, როცა მესის ეუხეშებოდნენ, ისინი ლეოს ისე იცავდნენ, როგორც უმცროს ძმას. ამ ყველაფრის გვირგვინი კი მათთან ერთად გადაღებული ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტო იყო, როცა რონალდინიომ და ეტო'ომ ფიფას ჯილდო წარადგინეს, რონალდინიოს კუთვნილ "ოქროს ბურთთან" კი ლეო დააყენეს. ფაქტობრივად გვიწინასწარმეტყველეს, რომ "ოქროს ბურთი" მესის საყვარელი სათამაშო გახდებოდა.

მოგვიანებით, გვარდიოლამ, პირველ და ისტორიულ სეზონში, მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გამოსცადა. "ბერნაბეუზე" გუნდმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა. მესიმ, ჩავი-ინიესტასთან ერთად, ყველაზე დომინანტი სამკუთხედი შექმნა თანამედროვე ფეხბურთში და შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაშიც.

ამასობაში, ეტო'ო ფლანგზე დარბოდა. მართალია, მაქსიმალურად დაიხარჯა, მაგრამ ეს მაინც არ იყო მისი პოზიცია.

ცხადი გახდა, რომ გვარდიოლა ხშირად გამოიყენებდა მესის მოედნის ცენტრში, მაგრამ იმაზე ალბათ არ უფიქრია, რომ მესის იმაზე მეტად შეუყვარდებოდა ეს პოზიცია, ვიდრე ამას წარმოიდგენდა.

მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ჰგავდა ზვიგენს, რომელმაც სისხლი იგრძნო. რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ ცენტრში გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, ხვდებოდა იმასაც, რომ ვერავინ დედამიწის ზურგზე, ვერ იქნებოდა ისეთი გამტანი, როგორიც ის.

სეზონის ბოლოს გვარდიოლამ დიდი ხნის ოცნება აისრულა და ეტო'ო გუნდიდან გაუშვა. მის ნაცვლად შვედი გიგანტი მივიღეთ. ამ ტრანსფერიდანაც კარგად ჩანს, რომ გვარდიოლას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი თავზე ჩამოექცა, მესი სულ უფრო და უფრო ხშირად მიიწევდა ცენტრისკენ. ის აღარ კმაყოფილდებოდა უბრალო გარემარბობით, უბრალო გარემარბებს სეზონში 50 გოლი ვერ გააქვთ.

ჯუჯა მესიმ, შვედი გიგანტი დაჩრდილა.

იბრაჰიმოვიჩი კი გვარდიოლაზე გაბრაზდა, ფლანგზე გადასვლასა და მთელს მოედანზე სირბილს მთხოვდა, ისე მიყიდა, როგორც ფერარი და გამომიყენა, როგორც ფიატიო.

ამით იბრას იმის თქმა სურდა, რომ თამაში მასზე არასდროს ეწყობოდა და მესის საყვარელი პოზიციის გამო, ხშირად უწევდა მისთვის ადგილის გათავისუფლება. უნდა ითქვას, რომ იბრა მართალია, ამ ფუნქციას სხვაც მშვენივრად შეასრულებდა, რა საჭირო იყო ამისთვის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ მესი მოედნის ცენტრს არაფრის დიდებით აღარ დათმობდა.

"ინტერთან" გამოვარდნის შემდეგ, იბრა სკამზე გადაჯდა, მისი ადგილი ბოიანმა დაიკავა და სეზონის ბოლომდე, მესის, საყვარელ პოზიციას, სიხარულით უთავისუფლებდა.

გუნდიც უკეთ ათამაშდა.

სეზონის ბოლოს იბრა წავიდა და ვილია მოვიდა.

ვილა, რომელიც "სარაგოსაშიც" და "ვალენსიაშიც" ცხრიანზე თამაშობდა. რა თქმა უნდა, ეს იყო მისი ადგილი. მართალია, ბოსკემ რამდენჯერმე ფლანგიდან ათამაშა, მაგრამ ეს გარემარბის პოზიცია მაინც არ ყოფილა.

ვილია ცენტრფორვარდი იყო.

სეზონის წინ, ესპანური გამოცემები, სავარაუდო შემადგენლობებს შემდეგნაირად ხატავდნენ: პედრო მარცხნივ, ვილია ცენტრში, მესი მარჯვნივ.

მოხდა პირიქით და ვილიას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი როგორც პროფესიონალმა, ისე მიიღო. მისთვის შეუფერებელ პოზიციაზე, იმაზე ბევრად მაგრად ითამაშა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. მესიმ კი საბოლოოდ მოახდინა მოედნის ცენტრის ოკუპაცია და საბოლოოდ დააჯერა ყველა, რომ თანამედროვე ფეხბურთში, კლასკური ცხრიანი საჭირო აღარაა.

სწორედ აქიდან იწყება "ბარსას" სისტემის გარდაქმნა, რასაც ახალგაზრდულ გუნდში იკარდი შეეწირა. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მესის გამო მთელი სისტემა შეიცვალა და ცენტრფორვარდების ადგილი გუნდში აღარ დარჩა, ამიტომაც "ბარსელონა" დავტოვეო.

"ბარსას" დიდხანს აღარ უფიქრია ფორვარდზე, ყველაფერი კი ლუის სუარესმა შეცვალა. თუმცა, თავიდან საქმე რთულად იყო, მესიმ ცენტრში დაიწყო, იმიტომ, რომ სუარესი დისკვალიფიკაციას იხდიდა, კიელინის დაკბენის გამო. მისი სადებიუტო შეხვედრა "ბერნაბეუზე" შედგა. აქაც იგივე სურათი ვნახეთ, თამაშის წინ სუარესი ცენტრში დაგვიხატეს, მაგრამ მთელი თამაში ფლანგზე გაატარა და ასე გაგრძელდა ზამთრის შესვენებამდე.

მესი, ცენტრს, არაფრის დიდებით არ თმობდა.

ზამთარში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. გარდა იმისა, რომ სატრანსფერო შეზღუდვის გამო სუბისარეტას თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა, საყვედურიც გამოუცხადეს, თუ სუარესს ცენტრში ვერ ვათამაშებდით, ამდენი ფული რაში გადავყარეთო?!

მეორე ამბავი კი ჩავის გადაწყვეტილება იყო. სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა. სწორედ აქ გაჩნდა ვერსიები, რამ აიძულა მესი, დათმობაზე წასულიყო. ამბობენ, რომ ჩავიმ დაარწმუნა იმაში, რომ გუნდისთვის ასე უკეთესი იქნებოდა, იმასაც ამბობენ, რომ გადამწყვეტი როლი, სუარესთან კარგმა ურთიერთობამ ითამაშა.

ახლა რთულია ამის გაგება, თუმცა ფაქტია, რომ მესი სუარესს აღიარებს, როგორც საუკეთესო ფორვარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოედნის ცენტრიდან ფეხსაც არ მოიცვლიდა.

გავიხსენოთ მომდევნო ეტაპი. არავის, არც ფანებს და არც ფეხბურთელებს, ვალვერდეს ტაქტიკა დიდად არ მოსწონდათ, უმეტესობას კლასიკური 4-3-3 ურჩევნია, მაგრამ ვალვერდე პირველი იყო, ვინც "ბარსა" 4-4-2 ზე გადააწყო. კმაყოფილი კი მხოლოდ მესი იყო, თან ისე, რომ ვალვერდეს ბოლო წუთამდე მხარს უჭერდა, მისი გამათავისუფლებელი აბიდალი კი, კინაღამ შეიწირა.

სუარესმა ტრავმა მიიღო და ვინც საქმეში კარგად ჩახედული ვერ არის, იმან იფიქრა, რომ ამ პოზიციას გრიზმანი დაიკავებდა, იქნებ ახლა მაინც ათამაშდესო ფიქრობდნენ, მაგრამ შიდა სამზარეულოში კარგად გარკვეულმა ხალხმა იცოდა, რომ მესი, გრიზმანს არაფერს დაუთმობდა.

გრიზმანმა ეს უნდა დაიმსახუროს. მეფე სხვაგვარად არაფერს თმობს.

სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი მესის რეკომენდაციის გათვალისწინება, რადგან ლეო ამბობს, რომ ლაუტარო სურს გუნდში, ესე იგი, ხედავს მის ადგილს, სხვა შემთხვევაში, ეს ვერნერი იქნება, კეინი, ობამეიანგი თუ ისევ გრიზმანი, ყველაფერი ბუნდოვანია.

როგორც იოჰან კრუიფმა აღნიშნა, მესი დიქტატორია და ეს აბსოლუტურად ნორმალურია იმის გათვალისწინებით, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 6 აპრილი 2020 00:31
    0
    ვაა მესი ისევ დიქტატორია?
    Culé [?]
    #10 4 აპრილი 2020 00:54
    1
    ციტატა: Messi🐐🐐❤❤
    მეზარება კითხვა მარა დასაწყისი კარგია

    😂 😂 😂 რა მოხდა, ბოლო წინადადებაც წაგეკითხათ, დასასრულმა მაინც არ დაგაინტერესათ? 😂 😂 😂
    Culé [?]
    #9 3 აპრილი 2020 23:47
    0
    ციტატა: alen halilovic
    "რონალდინიოს კუთვნილ "ოქროს ბურთთან" კი ლეო დააყენეს. ფაქტობრივად გვიწინასწარმეტყველეს, რომ "ოქროს ბურთი" მესის საყვარელი სათამაშო გახდებოდა"
    საინტერესო თეორიაა, მარა ნაღდად არაა ეგ ოქროს ბურთი. მგონი მესის მოგებული ახალგაზრდული მსოფლიოს ოქროს ბურთია

    კი, ასეა, მესის "ოქროაა".

    გიგსონა
    სტუმარი [?]
    #8 3 აპრილი 2020 20:26
    0
    ლაუტაროში შეიძლება მესი ხედავდეს პოტენციალს და ვერნერში არა?? უცნაურია... ვერნერი ბევრად უფრო პროდუქტიული ფორვარდია ლაუტაროსთან შედარებით
    ფანი [?]
    #7 3 აპრილი 2020 19:11
    3
    ამიტომ ვამბობდი ყოველთვის აქ როცა წერდნენ სუარესი გასაშვებიაო რო სუარესზე უკეთესად მესს ვერავინ შეეწყობა
    გულშემატკივარი [?]
    #6 3 აპრილი 2020 16:09
    1
    მეზარება კითხვა მარა დასაწყისი კარგია
    Culé [?]
    #5 3 აპრილი 2020 15:22
    4
    "რონალდინიოს კუთვნილ "ოქროს ბურთთან" კი ლეო დააყენეს. ფაქტობრივად გვიწინასწარმეტყველეს, რომ "ოქროს ბურთი" მესის საყვარელი სათამაშო გახდებოდა"
    საინტერესო თეორიაა, მარა ნაღდად არაა ეგ ოქროს ბურთი. მგონი მესის მოგებული ახალგაზრდული მსოფლიოს ოქროს ბურთია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 3 აპრილი 2020 15:11
    4
    მესი "დიქტატორი" საკუთარი "ხარისხიდან" გამომდინარეა. როცა გყავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი,პირველ რიგში მისი პოტენციალის სრულ გამოვლინებაზე უნდა იფიქრო და ის ფაქტი რომ ცენტრში ბოლომდე მხოლოდ სუარესი შეეწყო მესის მინუსად არ/ვერ ჩაითვლება. იბრა იყო ტლანქი და თავიდანვე ჩანდა,რომ ბარსას ვერ შეეწყობოდა. ერთადერთი ვილაზე მწყდება გული,რადგამ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო მესისთან ერთად და სრულად ვერ ამოწურა თავი ისე წავიდა.
    მწერალი [?]
    #3 3 აპრილი 2020 13:03
    5
    ციტატა: M10 S9 D11
    რავიცი სუარესთან ერთად მშვენივრად თამაშობს ერთმანეთს არ უშლიან ხელს რა მესის ბრალია ახლა იბრაგიმოვიჩს რო სირბილი ეზარებოდა ეხლაც ცენტრშია შეწეული მარა სუარესს არაფერში უშლის ხელს


    ხელს უშლის კი არა იდეალური ტანდემი აქვთ : ) ალბათ მესის საუკეთესო მეწყვილეა, მთელი კარიერის განმავლობაში.
    იბრას არ შეუძლია ვინმეს მეწყვილე იყოს, ლიდერია. ვერც დელ პიეროსთან ითამაშა, ვერც კავანისთან. საერთოდ არ უნდა ეყიდათ.
    აი ვილამ შეძლო მეორე პლანზე გადასვლა და ალბათ ლაუტაროც შეძლებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 აპრილი 2020 13:01
    2
    რავიცი სუარესთან ერთად მშვენივრად თამაშობს ერთმანეთს არ უშლიან ხელს რა მესის ბრალია ახლა იბრაგიმოვიჩს რო სირბილი ეზარებოდა ეხლაც ცენტრშია შეწეული მარა სუარესს არაფერში უშლის ხელს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 3 აპრილი 2020 12:50
    0
    სდა