რონალდინიო: "ნეიმარის განვითარება მესის დიდი დამსახურებაა"

  • 19-07-2016, 12:06
  • რონალდინიო: "ნეიმარის განვითარება მესის დიდი დამსახურებაა"

    რონალდინიოს ოქროს პერიოდი ედგა "ბარსაში", როდესაც მესიმ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ბრაზილიელმა მას დიდ ფეხბურთში გზა გაუკვლია.

    მესიმ კი იგივე სამსახური ნეიმარს გაუწია, რომელიც მასზე 5 წლით უმცროსია და რონალდინიოს მათი წარმატება ძალიან ახარებს.

    "როდესაც მესიმ პირველად ითამაშა გუნდში, მასში უდიდესი პოტენციალი დავინახე." - განუცხადა რონალდინიომ ჟურნალისტებს ჩენაიში, სადაც იგი ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობს, ისეთი ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა რაიან გიგსი, ლუიშ ფიგუ და პოლ სქოულზი.

    "უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი მასთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს. ძალიან კარგ დროს ვატარებდით, როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ."

    "მიხარია, რომ მესი ისევე ეხმარება ნეიმარს, როგორც მე ვეხმარებოდი მას, როდესაც ის "ბარსაში" გადმოვიდა. ზუსტად ეს არის უფროსი ფეხბურთელების მოვალეობა".

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    LEGENDARY ALL TIME MESSI სტუმარი [?]

    19 ივლისი 2016 19:16

    გაუჩო ფეხბურთის ოსტატი ხააარ,,,,შენი და მესის ერთად თამაში მაინც სულ სხვა იყო აწიოკებდით ყველას და ყველაფერს

    0
    svanski
    svanski სტუმარი [?]

    19 ივლისი 2016 12:22

    მალადეც რონი

    0
    leonella
    leonella სტუმარი [?]

    19 ივლისი 2016 12:18

    უკაცრავად ადმინ გთხოვ მიპასუხე მეც ვიგებ მონაწილეობას ბარსელონას მაიკის მოგებაში და წესით გუშინ უნდა გამოქვეყნებულიყო უნფორმაცია ვინმოახერხა მაისურის მოგება მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არდაგიდიათ მოუთმენლად ველი იმედია გამცემთ პასუხს

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge