ჩატარდება თუ არა "ბარსელონა"- "ნაპოლი" ცარიელ ტრიბუნებზე?

ჩატარდება თუ არა "ბარსელონა"- "ნაპოლი" ცარიელ ტრიბუნებზე?

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ "ვალენსიასა" (vs "ატლანტა") და "ხეტაფეს" (vs "ინტერი) ურჩია თავიანთი თამაშები კორონავირუსის ევროტურნირებზე ცარიელ ტრიბუნებზე ჩაეტარებინათ. თუმცა, ამავე რეკომენდაციას არ იძლევა სამინისტრო "ბარსელონა" VS "ნაპოლი" მატჩზე.

სპორტის მინისტრმა ირენე ლოსანომ განაცხადა, რომ ნეაპოლი რისკის ზონაში მყოფი მხარე არ არის, ამიტომ "კამპ ნოუზე" გასამართ შეხვედრას მაყურებელი უნდა დაესწროს.

"რომი და ნეაპოლი რისკზონაში არ არიან." - ციტირებს მინისტრის სიტყვებს Marca.

ლოსანომ ლა ლიგის მატჩებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ესპანეთის ჩემპიონატის თამაშების გადადება არ განიხილება.

იტალიაში კორონავირუსია (covid19) გავრცელებული, განსაკუთრებით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 79 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2500-ს აჭარბებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    8-I N I E S T A-8
    სტუმარი [?]
    #5 5 მარტი 2020 16:29
    0
    ციტატა: me da barca
    რაო? კორონავირუსის ევროთასებზე???
    აზრი დაალაგეთ

    მაგით რა ქენი რო გაუჯავრდი😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მარტი 2020 15:17
    2
    რა თქმა უნდა, თითქმის 100 ათასი მაყურებელი სტადიონი გაივსება აუცილებლად და დავიჯერო საშუალოდ 50 ევროზე ნაკლები დაჯდება ბილეთი? ეხლა 5 მილიონის დაკარგვა იქნება, ქვეყნის ტრანსფერები აქვთ გასაკეთებელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 მარტი 2020 09:26
    2
    უაზრო პანიკაა ატეხილი და მეტი არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 მარტი 2020 03:55
    0
    რაო? კორონავირუსის ევროთასებზე???
    აზრი დაალაგეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 მარტი 2020 23:45
    2
    18 მარტსაა ხო?
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️