"ინტერი" ლაუტარო მარტინესის "ბარსელონასგან" "დაცვას" გეგმავს

"ინტერი" ლაუტარო მარტინესის "ბარსელონასგან" "დაცვას" გეგმავს

მილანის "ინტერი" გუნდის არგენტინელი თავდამსხმელით, ლაუტარო მარტინესით "ბარსელონას" დაინტერესების გამო შეშფოთებულია და აპირებს 22 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ამ ინფორმაციას Transfermarkt-ს ჟურნალისტი ნიკოლო შირა ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა არგენტინელი, მომდევნო ზაფხულისთვის, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე იქნება. მილანში შიშობენ, რომ კატალონიელები გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან და "ნერაძურის" ერთ-ერთ ლიდერს "ბარსელონაში" გადაიყვანენ.

ნიკოლო შირას ცნობით, "ბარსელონას" გეგმის ჩასაშლელად, "ინტერი" აპირებს მარტინესს შესთავაზოს ახალი კონტრაქტი, რომელშიც გამოსასყიდი თანხა გაზრდილი იქნება. კლუბი ცდილობს ფეხბურთელი ხელფასის მომატებით დაითანხმოს - იტალიელები მარტინესს წელიწადში 3.5 მილიონს სთავაზობენ, აგენტი კი 5 მილიონს ითხოვს.

მარტინესი, რომელსაც "ბარსა" ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს, შესანიშნავ სეზონს ატარებს. გამართულ 18 შეხვედრაში მან უკვე 11 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, გასულ სეზონში, ლაუტაროს აქტივში 35 მატჩში გატანილი 9 გოლი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    davitichi925
    სტუმარი [?]
    #8 1 დეკემბერი 2019 22:28
    0
    კი ეგ კაი ბიჭი ჩანს. ეგაა ნოსაყვანი.ნეიმარი. სანჩო.(დემბელე განათხოვრდება) დე ლიხტი.კიმიხი.საულ ნიგესი😉
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #7 30 ნოემბერი 2019 08:40
    0
    111მილიონი რა ამბავია, ეგერ ვერნერი 30 მილიონი ღირს და ეგ ვიყიდოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 ნოემბერი 2019 04:21
    2
    ციტატა: NEYBarca
    გრიზმანი/დემბელე ლაუტარო მესი

    დე ბეკი
    არტური
    დე იონგი

    ალბა ლენგლე უმტიტი კიმიხი

    მწვრრთნელი ტენ ჰაგი

    არც კიმიხი გვჭირდება და ლაუტარო ხო საერთოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 30 ნოემბერი 2019 01:36
    4
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    მესი-გრიზი-დემბო ამ ტრიოთი უნდა ვითამაშოთ და სუპერ შეტევა გვეყოლება. არ დაიწყოთ ახლა დემბელე ბანძიაო და ა.შ. წაეთრევა ჩმორიკო და ნახავთ დემბოს რეალურ ძალას!

    კი მაგრამ დემბელეს ტრამვებს რა ეშველება? გეგონება ვალიკომ ექიმების სასტავიც თავისი მოიყოლა, დებილები, ამდენი ტრამვიანობა ერთმანეთის მიყოლებით მე არ მახსოვს..სუარესმაც კი დააფიქსირა რომ დემბელეს ვერ მკურნალობენ კარგად!
    რა დღეშია ბარსა, წავიდეს ბართო და გაიყოლოს მთელი ნაგავი!
    Culé [?]
    #4 30 ნოემბერი 2019 00:55
    4
    ნეტა არ ატრა...ებდეთ რა....მარტინესი სულ.არ ჭირდება ბარსელონას....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ნოემბერი 2019 00:38
    3
    აი ეს საერთოდ არაფერში არ გვჭირდება აი საერთოდ არაა ისეთი როგორსაც პრესა აპიარებს ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი დონი იგროკია ფელიში და ჰალანი მილიონჯერ მირჩევნია ამას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 29 ნოემბერი 2019 23:53
    5
    მესი-გრიზი-დემბო ამ ტრიოთი უნდა ვითამაშოთ და სუპერ შეტევა გვეყოლება. არ დაიწყოთ ახლა დემბელე ბანძიაო და ა.შ. წაეთრევა ჩმორიკო და ნახავთ დემბოს რეალურ ძალას!
    ფანი [?]
    #1 29 ნოემბერი 2019 23:28
    10
    სუარესის ყველაზე რეალურ შემვლელად სწორედ ამ ბიჭს ვხედავ. 99%-ით დარწბუნებჯლი ვარ გაამართლებს.