ივან რაკიტიჩი: ბარსელონაში სეირნობისთვის და პლაჟზე გართობისთვის არ ვარ

ივან რაკიტიჩი: ბარსელონაში სეირნობისთვის და პლაჟზე გართობისთვის არ ვარ

"ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ყველაზე ხშირად მყოფი ფეხბურთელის სტატუსით სარგებლობის შემდეგ, ივან რაკიტიჩი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში აღარ შედის და, მიმდინარე სეზონში, ხორვატმა ნახევარმცველმა მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარა. 

რაკიტიჩი ამ სიტუაციით კმაყოფილი არ არის. 

"არ ვიცი, ახლა რა მოხდება. მე მინდა, რომ ვითამაშო და გუნდში უბრალოდ არ ვირიცხებოდე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს. 

კონტრაქტი კიდევ ორი წლის განმავლობაში მოქმედებს და ბარსელონაზე უკეთეს ადგილს სათამაშოდ ვერ ვიპოვი, მაგრამ მე მოედანზე ყოფნა მინდა. აქ სეირნობისთვის და პლაჟზე გართობისთვის არ ვარ. 

კლუბს ვესაუბრე და ყველამ იცის, რომ სხვა კლუბში გადასვლის რეალური ვარიანტი მქონდა. მე ვთქვი, რომ ბრძოლას ვაპირებ, მაგრამ, თუ არაფერი შეიცვლება, საუბარი ხელახლა მოგვიწევს". - ამბობს რაკიტიჩი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 ოქტომბერი 2019 01:06
    0
    საერთოდ ბარსაში რატო ხარ შენი მძორი დედა მივაცენზურე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ოქტომბერი 2019 00:53
    2
    მიზეზი შენვე თქვი 2 წელი მაქ კონტრაქტი კიდეო და არ აპირებენ კიდე ორი წელი გიყურონ და ამით მიაგანიშნეს შენივე ნებით გაასხი აქედანო, მეტი რა ქნან დედაც გაგინონ, ვინც ეხლა გუნდშია ყველა გჯობია, არტური, არტურო, დე იონგი, ბუსკეცი ადე წადი ძმაო სადმე ბურთი გააგორე ან იჯექი წყნარად და დაელოდე შენს დროს, არც ის დავიწყნიათ გუნდში წინა სეზონში რო ყოველ ინტერვიუში გაიძახოდი ძირითადი ვარ ხელფასი მომიმატეთო, ისე გიზავენ ამ ზამტარს შენით გაიქცევი აქედან, ჯერჯერობით რასაც ვუყურებ ზუსტად ეგ სცენარია, უთამაშებელს ნაკრებსიც აღარ გეძახიან და წახვალ აბა რას იზავ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ოქტომბერი 2019 23:22
    1
    ლივერთან ჩატარებული მატჩი გაიხსენე ვანია, მერე პლაჟზე გაისეირნ-გამოისეირნე და დაფიქრდი ხოლმე
    ფანი [?]
    #1 9 ოქტომბერი 2019 23:09
    8
    გნაბრის დრიბლინგთან და სირბილთან ერთად აქვს უმაგრესი მკვლელის ინსტიქტი ერთი სიტყვით უძლიერესი ფეხბურთელია დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში მაგრამ მკვლელის ინსტიქტი არც ფატის აკლია