ივან რაკიტიჩი: რონალდუმ დამირეკა და "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა

ივან რაკიტიჩი: რონალდუმ დამირეკა და "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი საინტერესო განაცხადებას აკეთებს. 31 წლის ფეხბურთელი ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულში "იუვენტუსში" გადასვლის შანსი ჰქონდა და მეტიც, აცხადებს, რომ მას ტურინულ კლუბში პირადად კრიშტიანუ რონალდუ იწვევდა.

"კრიშტიანუ რონალდუმ დამირეკა და "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა. თუმცა, "ბარსელონა" 50 მილიონ ევროს ითხოვდა და ტრანსფერი არ შედგა." - განაცხადა რაკიტიჩმა ხორვატულ 24sata-სთან ინტერვიუს დროს.

რაკიტიჩმა მომავალზეც ისაუბრა: "არ ვიცი, რა იქნება მომავალში. სიტუაცია რთულია, რადგან მინდა ვითამაშო და არა უბრალოდ გუნდის წევრი ვიყო. სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებ. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და სათამაშოდ "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მაგრამ თამაში მინდა და არა მხოლოდ ქალაქსა და სანაპიროზე სეირნობა.

კლუბში ხალხს ვესაუბრე. ყველა იცოდა, რომ შემოთავაზებები მქონდა. მინდა ბოლომდე ვიბრძოლო. გუნდში ხედავენ, რომ მზად ვარ ეს მოედანზე ვაჩვენო. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, მოგვიწევს დავსხდეთ და ჩემს სიტუაციაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ."

გასულ წლებში, ივან რაკიტიჩი შეუცვლელი ფიგურა იყო როგორც ლუის ენრიკესთვის, ასევე ერნესტო ვალვერდესთვის. თუმცა, ფრენკი დე იონგის მოსვლის შემდეგ, ხორვატმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #9 9 ოქტომბერი 2019 20:28
    4
    ხორვატიუს ნაკრების ლეგენდა და ბარსას ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად იმსახურებს მეტ სათამაშო პრაქტიკას სამწუხაროა რომ არ უფასებენ მას იმ მიღწევებს რომელიც მას ქონდა
    ფანი [?]
    #8 9 ოქტომბერი 2019 18:18
    2
    14-15-16 წლების დროს საკმაოდ კარგი იყო ნუ ვერ დაფრინავდა მაგრამ მინდორზე 100% თუ არა 70% მაინც იხარჯებოდა რაღაც ჩანდა მაგ წლების მერე კიდევ უფრო რეგრესი განიცადა სამწუხაროდ რაღაც დონეზე ავიდა და წინსვლაც აღარ ქონია მითუმეტეს არც ბარსას დნმ-ით გამორჩეული ფეხბურთელი არ არის დიდი ხნის წინ უნდა გაეშვათა დალპა ბოლო 3-ი წელი ამ გუნდში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 ოქტომბერი 2019 18:08
    2
    ციტატა: Messiah
    :d პენოც რა კაცია :დ იცის რო ლიგას ისე ვერ მოიგებს და აგროვებს ხალხს ტრა...ე იხევა თვიტონ ურეკავს ყველას :დდდ

    ერთი მესიმ მოიგო 2015 წლის მერე რაკიტიჩით ლიგა და მეორე რონალდო მოიგებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 ოქტომბერი 2019 17:27
    2
    ციტატა: Lukito
    ბიჭებოო მძორს რო ეძახით რატოაა მძორიი ვერ გავიგეე?? კლასნი ფეხბურთელია თუ ლივერპულის თამაშის მერე ეძახით მძორს მაშინ ალბა მძღნერდემონა ყოფილა რასაა რო ამბობთ

    მე არ ვიცი ვინ რის გამო რას ეძახის ამას მარა ლიჩნად მე მე-5 სეზონია მძორს ვეძახი და ძალიან ბევრის წერა მომიწევს იმის ასახსნელად თუ რატოა ეს მძორი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Lukito
    სტუმარი [?]
    #5 9 ოქტომბერი 2019 17:16
    3
    ბიჭებოო მძორს რო ეძახით რატოაა მძორიი ვერ გავიგეე?? კლასნი ფეხბურთელია თუ ლივერპულის თამაშის მერე ეძახით მძორს მაშინ ალბა მძღნერდემონა ყოფილა რასაა რო ამბობთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 ოქტომბერი 2019 17:04
    2
    რატო არ წაეთრიე მერე შენი მძორი დედა რო მივაცენზურე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 9 ოქტომბერი 2019 16:23
    1
    გრაციას ივანნ კლუბი ხავის და ინიესტას გამოემშვიდობა და შენც ლეგენდა კი გახდი მაგრამ დროა სხვაგან აჩვენო შენი შესაძლებლობებიც ამოწურა ამან თავისი თავი ბარსელონაში მგონია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ოქტომბერი 2019 15:54
    5
    "სათამაშოდ "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს." <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    NS50
    სტუმარი [?]
    #1 9 ოქტომბერი 2019 15:44
    5
    მართლა არ იმსახურებს ასე სკამზე ჯდომას, მარა სადაც არტური და დე იონგია იქ 30 წლის რაკიტჩს სასტარტოში არაფერი ესაქმება.