პირველად აპრილის შემდეგ - "ბარსელონამ" სტუმრად გაიმარჯვა

პირველად აპრილის შემდეგ - "ბარსელონამ" სტუმრად გაიმარჯვა

"კოლიზეუმ ალფონსო პერესზე" "ბარსელონა" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და სეზონში, სტუმრად, პირველი ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს, "ბარსამ" გასვლაზე მეტოქე აპრილში დაამარცხა - ეს "ალავესი" იყო. დღეს, კატალონიელებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. 

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ 41-ე წუთზე ლუის სუარესმა ანგარიშის გახსნა მოახერხა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჟუნიორ ფირპომ უპირატესობა გაზარდა. დარჩენილ დროში მოედანზე დაძაბულობა გაიზარდა და მატჩის მიწურულს "ბარსას" ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ, მეორე ყვითელი ბარათი და გაძევება დაიმსახურა. 

7 თამაშის შემდეგ, "ბარსელონას" 13 ქულა აქვს და დროებით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას 6 მატჩით და 14 ქულით მადრიდის "რეალი" იკავებს, ტური კი ხვალ დასრულდება. 

"ბარსელონა" მე-8 ტურის მატჩს 6 ოქტომბერს გამართავს. ერნესტო ვალვერდეს გუნდის მეტოქე, "კამპ ნოუზე", "სევილია" იქნება. იქამდე, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 2 ოქტომბერს, მილანის "ინტერს" მიიღებს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 სექტემბერი 2019 23:53
    1
    ე ბიჯო ეგება და წაგვივიდეს კარგ ბედზე იგრები მიდით ლომებო უნდა მოიხოდოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #6 28 სექტემბერი 2019 21:58
    1
    რთული კალენდარი გვიწევს ინტერი სევილია უნდა გადავკახოთ წარნატებით
    Bidzina
    სტუმარი [?]
    #5 28 სექტემბერი 2019 21:21
    1
    Me atletiko s mogebas vfiqoro sadgac 2-1 moigebs
    Culé [?]
    #4 28 სექტემბერი 2019 21:01
    1
    ციტატა: tigresa
    ატლეტიკო რეალზე რას ფიქრობთ? მე ფრე მგონია

    ფრე მგონია მეც.ნეტა მასე მოხდეს.დახოცავენ ერთმანეთს
    Culé [?]
    #3 28 სექტემბერი 2019 20:24
    2
    ციტატა: nikusha
    ციტატა: პავლოვიჩი56
    სამწუხაროდ,გამარჯვება არ გამხარებია...არა. ამით ვალიკომ დრო გაიხანგძლივა...ფრე მისწრება იქნებოდა.
    disappointed_relieved

    არ ხარ ბარსას ფანი შენ გაეთრიე აქედან ვირისშვილო ბუნტის ამგორებელი ხარ შენ

    ციტატა: tigresa
    ატლეტიკო რეალზე რას ფიქრობთ? მე ფრე მგონია

    ნეტავი ეგრე იყოს შენს პირს შაქარი მარა 1 მგონია რატომღაც

    არადა ფრე გვაწყობს ჩვენ:)) სიმეონე ისე იწვევს, გაიგიჟებს რეალი თავს ალბათ.. მთავარია რეალმა არ მოიგოს და ატლეტიკომაც რომ მოიგოს, დიდხანს ვერ ქაჩავენ ხოლმე პირველ ადგილზე, არ მიყვებათ ხოლმე ძალები
    Culé [?]
    #2 28 სექტემბერი 2019 20:19
    2
    ატლეტიკო რეალზე რას ფიქრობთ? მე ფრე მგონია
    ფანი [?]
    #1 28 სექტემბერი 2019 20:16
    3
    სამწუხაროდ,გამარჯვება არ გამხარებია...არა. ამით ვალიკომ დრო გაიხანგძლივა...ფრე მისწრება იქნებოდა.
    disappointed_relieved