"ბარსელონას" იერი მინას 60 მილიონ ევროდ დაბრუნება შეუძლია

"ბარსელონას" იერი მინას 60 მილიონ ევროდ დაბრუნება შეუძლია

დღეს, "ბარსელონამ" და "ევერტონმა", იერი მინას ტრანსფერზე, შეთანხმებას მიაღწიეს. კატალონიურმა კლუბმა დაადასტურა, რომ მერსისაიდელებმა კოლუმბიელ ცენტრალურ მცველში 30.25 მილიონი ევრო გადაიხადეს, ბონუსების სახით კი 1.5 მილიონია გათვალისწინებული.

ასევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსამ" 23 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა, მაგრამ არ გაჟღერებულა თანხა.

Marca-ს ცნობით, "ბარსელონას" უფლება აქვს, იერი მინა თითქმის ორმაგ ფასად, 60 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. ეს პუნქტი გარიგებაში იმ შემთხვევისთვისაა ჩადებული, თუ მინამ "ევერტონში" გაიბრწყინა და მისმა ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად სწრაფად იზრდება ფასები ფეხბურთში და არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე წელიწადში, იერი მინაში 60 მილიონი ევროს გადახდა გონივრული იყოს. გასულ იანვარში, მინას ტრანსფერი სულ რაღაც 11.8 მილიონი ევრო დაჯდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 7 თვეში, მისი ფასი 2.5-ჯერ გაიზარდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 10 აგვისტო 2018 01:23
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    რაის დაბრუნება დე ლიხტია მოსაყვანი იქით ზაფხულს

    xoo ra. 60 ad ki daviytevt de lightsac mgoni tu kide gijurad ar avarda fasebi. mara sanam pique ar wava araa eg momsvleli
    Culé [?]
    #2 10 აგვისტო 2018 01:03
    3
    ციტატა: azulgerana
    ეგ იმიტომ რომ მაგრად ითამაშა მუნდიალზე. წესით ინგლისის სტილს უნდა მოერგოს, ბარსაში ძაან ორჩოფეხა ჩანდა ძაან ყვიროდა მისი მოძრაობები

    Orchofexa ras nishnavs? :))
    ფანი [?]
    #1 10 აგვისტო 2018 00:05
    0
    Mina 13, gomeshi 8; -am nomrebit itamasheben evertonshi