"ბარსელონა" "ჩელსის" გაუთანაბრდა

"ბარსელონა" "ჩელსის" გაუთანაბრდა

დღეს, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდმა ლონდონის "ჩელსის" ამავე ასაკის გუნდი 3:0 გაანადგურა და ტიტულს დაეუფლა.

"ბარსელონამ" ტურნირი, რომელიც 2013/14 წლების სეზონიდან თამაშდება, უკვე მეორედ მოიგო.

პირველი გათამაშება სწორედ "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი მატჩის მსგავსად, კატალონიელებმა ფინალში 4 წლის წინათაც 3:0 იმარჯვეს, დატოვეს რა უშანსოდ "ბენფიკა".

შემდეგ იყო "ჩელსის" ზედიზედ 2 მოგება. ლონდონელებმა ფინალში ჯერ "შახტარი", შემდეგ კი "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხეს.

წინა სეზონში, ფინალში "ზალცბურგმა" და "ბენფიკამ" ითამაშეს. პორტუგალიელებმა ამჯერადაც წააგეს.

წელს კი, "ბარსელონამ" მთელი ტურნირი წაუგებლად განვლო. კატალონიელებმა, ჯგუფში, "სპორტინგს", "ოლიმპიაკოსსა" და "იუვენტუსს" მარტივად აჯობეს - გარსია პიმიენტას გუნდმა 5 თამაში მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. 1/8-ფინალში "ბარსამ" პსჟ-ს 1:0 სძლია, 1/4-ფინალში "ატლეტიკოს" 2:0, 1/2-ფინალში "მანჩესტერ სიტის" 5:4 და ფინალში "ჩელსის" 3:0.

""ლურჯების"" განადგურებით, "ბარსელონამ" ამავე გუნდის მიღწევა გაიმეორა და 5 წელში 2-2 მოგებით ტურნირის რეკორდსმენები სწორედ "ბარსა" და "ჩელსი" არიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 24 აპრილი 2018 21:31
    0
    მგელი თაობა გვეზრდება
    Zura88
    სტუმარი [?]
    #3 24 აპრილი 2018 14:27
    0
    ადამა ტრაორე სადაა?ზანგი ფორვარდი რომ არის? ძალიან მაგარი ვიჭი იყო,ფიზიკურად ძლიერი,და დრიბლინგიც ჰქონდა.სად თამაშობს ან განათხოვრებულია,ვინმემ იცით?
    Culé [?]
    #2 23 აპრილი 2018 23:52
    0
    საინტერესოა 4 წლის რო ტურნირი მოიგეს ის ლამასიელები სად არიან rage იმედია ამ თაობასაც იგივენაირად არ გაანიავებენ. ჩვენ კიდევ ვაბრალოთ მწვრთნელებს ახალი ხავი ინიესტა ციდან ხო არ დაგვეცემა არადა ბარსას ტაქტიკას აუცილებლად ჭირდება ძლიერი ნახევარდაცვა
    Culé [?]
    #1 23 აპრილი 2018 23:07
    0
    მოკლედ, წელს ჩელსის ყველაფერში მოვუგეთ smile