"რეალს" "ბარსელონასთვის" დემბელეს წართმევა სურს

"რეალს" "ბარსელონასთვის" დემბელეს წართმევა სურს

MD-ს გუშინდელი გამოცემის თანახმად, "ბარსელონა" უსმან დემბელეს მიუბრუნდა. კლუბმა ფეხბურთელის აგენტს ისიც შეატყობინა, რომ მიმდინარე კვირაში "ბორუსიას" პირველ შეთავაზებას გაუკეთებს. პრობლემა კი ისაა, რომ ახალგაზრდა ფრანგი მადრიდის "რეალსაც" სურს. ეს სიტუაციას ორმაგად ართულებს, რამეთუ: დემბელეს სატრანსფერო ფასს გაზრდის და ამასთან, მადრიდელებსა და დორტმუნდელებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ ნური შაჰინის ტრანსფერის შემდეგ. "რეალს" შეუძლია "ბორუსიას" ნებისმიერ ფეხბურთელთან გარკვეული შეღავათებით ითანამშრომლოს.

ფლორენტინო პერესსა და ზინედინ ზიდანს სჯერათ, რომ დემბელე კლუბის სქემაში მისი შესანიშნავი თამაშის ხარისხითა და ტექნიკით კარგად ჩაჯდება. ამასთან, იგი კილიან მბაპეზე გაცილებით იაფი დაჯდება, რომელიც "მონაკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

"რეალის" პრეზიდენტს უპირატესობის გამოყენება სურს. ტრანსფერს ხელი შესაძლოა სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, პრედრაგ მიატოვიჩმაც შეუწყოს.

თავის მხრივ კი, რობერტ ფერნანდესს დემბელე ნეიმარის იდეალურ შემცვლელად მიაჩნია. ერთი წლის წინ ფეხბურთელი "რენის" ღირსებას იცავდა და კატალონიელებს მისი შეძენა მაშინაც სურდათ, მაგრამ მაშინ დორტმუნდის "ბორუსიამ" ყველას აჯობა და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის ნაცვლად (5 მილიონი ევრო), 15 მილიონი გადაიხადა. ისიც ცნობილია, რომ ფერნანდესი დემბელეს შეჰპირდა, რომ ოდესღაც ის აუცილებლად მოირგებდა ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას.

გერმანულმა კლუბმა უკვე განუცხადა 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რომ დემბელე არ იყიდება. მათ უკვე უარით გაისტუმრეს "არსენალისა" და პსჟ-ს შეთავაზებები. "ბორუსიას" ხელმძღვანელობა იმითაც იმუქრება, რომ "ბარსელონას" ფიფა-ს წინაშე უჩივლებს, თუ კატალონიელები მათ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ დემბელემ კონტრაქტი გასულ სეზონში 2021 წლამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, "ბორუსია" ფეხბურთელებს არც თუ ისე იშვიათად ყიდის და მათთვის ხელსაყრელი თანხის გადახდის შემთხვევაში ტრანსფერი ალბათ გამარტივდება.

პრესის ინფორმაციით, პირველად, როცა "ბლაუგრანამ" დემბელეს შეძენა მოინდომა, გერმანულმა კლუბმა 70 მილიონიანი შეთავაზება უარყო. კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა წყარომ ისიც შეგვატყობინა, რომ უსმანის ფასი დაახლოებით ისეთივეა, რასაც "ბარსელონა" კოუტინიოში იხდის - 100 მილიონი. თუმცა არაა გამორიცხული, კატალონიელებმა ახალგაზრდა ფრანგი 80-90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინონ.

"ბორუსია" მიმდინარე ზაფხულში არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. კლუბმა შესაძლოა ორი ლიდერი, პიერ ემერიკ ობამეიანგი და უსმან დემბელე დაკარგოს, რომლებსაც არ მოსწონთ თომას ტუხელის გუნდიდან წასვლა.

მიუხედავად ამისა, "ბორუსიას" ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები რომელიმე კლუბთან. ეს კიდევ ერთი რთული საქმე იქნება, რომელშიც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ფულმა ითამაშოს. ეს იქნება ბრძოლა ფეხბურთელისთვის, რომელმაც რობერტ ფერნანდესს განუცხადა, რომ მას ყოველთვის სურდა "ბარსაში" თამაში. მაგრამ მეორეს მხრივ, კატალონიელებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ მოსისხლე მტერს, რომელთანაც ბოლო ბრძოლაში დამარცხდნენ და დანი სებალიოსი დათმეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LeoMessi10
    სტუმარი [?]
    #9 2 აგვისტო 2017 18:10
    0
    აბაა გააჯვით აქედან... ესეც და დიბალაც ჩვენ უნდა ვითრიოთ
    Culé [?]
    #8 2 აგვისტო 2017 18:06
    0
    რეალმა გააჯვას
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 2 აგვისტო 2017 15:54
    0
    ერთი რაღაც მაინტერესებს თუ დორტმუნდს შეუძლია ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვის გამო ჩივილი ჩვენ რატომ არ ვუჩივით პსგ-ს ნეიმარის შემთხვევაში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 აგვისტო 2017 14:37
    0
    იყიდონ გამოადგება ბარსას ეგ ბიჯი
    yourego
    სტუმარი [?]
    #5 2 აგვისტო 2017 14:34
    0
    კარგი ბიჭია დაიხვეწება ბარსაში
    Madridista:)
    სტუმარი [?]
    #4 2 აგვისტო 2017 14:33
    0
    ციტატა: G.Deulofeu19
    ციტატა: Madridista:)
    კაი იგროკია მარა მომავლის ბიჭია , რეალის და ბარსას დონეს ჯერ ვერ ითამაშებს

    თუ არ მიეცა დიდ გუნდსა და ჩემპიონატში თამაშის საშუალება, ვერ განვითარდება ერთ გუნდში.

    ანუ მე ის ვიგულისხმე რო ერთ წელში მაგდონებს ვერ დადებსთქო. თორე თუ დრო მიეცა იასნა განვითარდება და მაგიტო ვთქვი მომავლის ბიჭიათქო.
    kot
    სტუმარი [?]
    #3 2 აგვისტო 2017 14:33
    0
    ჩვენთან გარანტირებული ადგილი ექნება.რეალში არა
    G.Deulofeu19
    სტუმარი [?]
    #2 2 აგვისტო 2017 14:31
    0
    ციტატა: Madridista:)
    კაი იგროკია მარა მომავლის ბიჭია , რეალის და ბარსას დონეს ჯერ ვერ ითამაშებს

    თუ არ მიეცა დიდ გუნდსა და ჩემპიონატში თამაშის საშუალება, ვერ განვითარდება ერთ გუნდში.
    Madridista:)
    სტუმარი [?]
    #1 2 აგვისტო 2017 14:29
    0
    კაი იგროკია მარა მომავლის ბიჭია , რეალის და ბარსას დონეს ჯერ ვერ ითამაშებს