მოურინიოს დენის სუარესი უნდა

მოურინიოს დენის სუარესი უნდა

ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ახალგაზრდა დენის სუარესის გაფორმება სურს. 

ესპანელი ფეხბურთელი 2016 წლამდე "სევილიაში" დარჩება და ამას ვერანაირი სატრანსფერო თანხა ვერ შეცვლის. "ბარსელონა" ახალგაზრდა ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკაზე ზრუნავს და "სევილიამ" აიღო ვალდებულება, რომ დენის სუარესმა სასურველი დრო დაჰყოს მოედანზე. 

თუმცა მაინც არ ეპარება თვალთახედვიდან დენის სუარესი "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს. იგი ფიქრობს, რომ ის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურა გახდება მისი გუნდისთვის. თუმცა პორტუგალიელ სპეციალისტს საკმაოდ რთული დაბრკოლებები ექნება. 2011 წელს "მანჩესტერ სიტის" სურდა დენის სუარესის შეძენა, თუმცა უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.