"სევილიამ" დენის სუარესის ტრანსფერი გამოისყიდა

"სევილიამ" დენის სუარესის ტრანსფერი გამოისყიდა

"სევილიამ" "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის, დენის სუარესის ტრანსფერი გამოისყიდა. ამ ინფორმაციას ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტი, ხოსე კასტრო კარმონა ავრცელებს.

"დენის სუარესი "სევილიას" ფეხბურთელი გახდა. ვნახოთ, გამოიყენებს თუ არა "ბარსელონა" მისი გამოსყიდვის უფლებას."

"ბარსამ" დენის სუარესი "სევილიაში" გასულ ზაფხულში გაანათხოვრა. შეთანხმება ანდალუსიელთა მხრიდან ფეხბურთლის 6 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებდა, რომელიც ამ კლუბმა გამოიყენა. თუმცა, კატალონიელებს 21 წლის ფეხბურთელის 9 მილიონ ევროდ დაბრუნების უფლება აქვთ.

დენის სუარესმა, მიმდინარე სეზონში, 45 თმაში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.