არის ლუის ენრიკე ევროპის საუკეთესო მწვრთნელი ამჟამად?

არის ლუის ენრიკე ევროპის საუკეთესო მწვრთნელი ამჟამად?

როგორც იცით, ლუის ერნიკე დღეს მის მე-100 მატჩს ჩაატარებს მწვრთნელის რანგში "ბარსაში". გთავაზობთ მცირე სტატისტიკას, ევროპის 4 საუკეთესო მწვრთნელებს შორის, მაშინ, როცა მათ 100 მატჩიან ნიშნულს მიაღწიეს.

1. მოგების პროცენტული მაჩვენებელი.

ლუის ენრიკეს 99 მატჩიდან 80% აქვს მოგებული, რაც მეტია კარლო ანჩელოტის (74% "რეალი"), ჟოზე მოურინიოს (73% "რეალი"), პეპ გვარდიოლასა ("ბარსელონა" 71%) და დიეგო სიმეონეს ("ატლეტიკო", 69%) მაჩვენებლებზე.

2. გოლების საშუალო მაჩვენებელი

ლუის ენრიკეს "ბარსამ" ამ 99 მატჩში საშუალოდ 2,8 გოლი გაიტანა. 0,1 პროცენტით ნაკლები აქვთ ჟოზე მოურინიოს და კარლო ანჩელოტს. გვარდიოლას "ბარსა" კი 2,6 გოლს იტანდა ერთ მატჩში საშუალოდ. "ჩოლო" სიმეონეს "ატლეტიკო" კი - მხოლოდ 1,7.

3. გაშვებული გოლების საშუალო მაჩვენებელი

თუ სიმეონეს "ატლეტიკო" ცოტას იტანდა, ცოტასვე უშვებდა - 0,7 გოლი ერთ მატჩში. ამდენივე აქვს ლუის ენრიკესაც. პეპ გვარდიოლს "ბარსა" 0,8 გოლს, ხოლო ჟოზე მოურინიოს და კარლო ანჩელოტის "რეალი" - 0,9 გოლს.

როგორც ხედავთ, ლუის ენრიკეს "ბარსელონა" ამ სტატისტიკის მიხედვით, მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

სათაურში კი კითხვაა დასმული: არის თუ არა ლუის ენრიკე ევროპის საუკეთესო მწვრთნელი ამჟამად? პასუხი კომენტარებში დაწერეთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 42 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Aron Ralston
    სტუმარი [?]
    #2 7 თებერვალი 2016 13:27
    0
    აბა რაა საუკეთესოა ლუჩო ამჟამად love
    kvesi_777
    სტუმარი [?]
    #1 7 თებერვალი 2016 13:27
    0
    luis enrike sauketeso mwvrtnelia