პაულინიოს ეფექტი - ბრაზილიელი ჩინეთში კვლავ ბრწყინავს

პაულინიოს ეფექტი - ბრაზილიელი ჩინეთში კვლავ ბრწყინავს

მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო ყოფილ გუნდს, "გუანჟოუ ევეგრანდს" იჯარის წესით დაუბრუნდა, ჩინურმა კლუბმა თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თავად პაულინიო კი ყველა მატჩში ბრწყინავს.

რამდენიმე წუთის წინ, პაულინიოს გუნდმა Guangzhou R&F სტუმრად 4:2 გაანადგურა, 30 წლის ფეხბურთელმა კი თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.

მანამდე იყო "ტიანჟინთან" 3:0 მოგებული მატჩი, სადაც პაულინიომ 2-ჯერ თავად გაიტანა, ერთხელ კი თანაგუნდელს გაატანინა.

კიდევ უფრო ადრე, "გუანჟოუმ" "ჩონგქინგი" 5:0 გაანადგურა და ამ მატჩში პაულინიო ერთ გოლს დასჯერდა.

საერთო ჯამში, პაულინიოს დაბრუნების შემდეგ, "გუანჟოუმ" ჩინეთის ჩემპიონატის ოთხიდან 4 თამაში მოიგო, გაიტანა 16 და გაუშვა 2 გოლი. ბრაზილიელის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, პაულინიოს დაბრუნებამდე, "გუანჟოუს" ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული. ახლა კი, გუნდი ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

პაულინიო "ბარსელონადან" ჩინეთში იჯარითაა გაშვებული და "გუანჟოუს" იანვარში მისი 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 5 აგვისტო 2018 18:17
    0
    პოგბა თუ გადმოვა 8 ნომერი ეკუთვნის და არტურო ვიდალი 16 ნომერს აიღებს <3

    ეს გომეში ვერ მოვიცილეთ Gomeshi marloni Alena Vermaleni Samperi მოსაშორებლები არიან ტყუილად უკავიათ ნომრები და კაპიკებში გავატანოთ ტყუილად ავსებენ გუნდს
    Culé [?]
    #3 5 აგვისტო 2018 18:00
    0
    ვინთქვა მოდრიჩი ამოიღესოო https://www.realmadrid.com/en/football/squad ??
    Culé [?]
    #2 5 აგვისტო 2018 18:00
    0
    ეს გაყიდეს თუ გაანათხივრეს და თუ მართლა ეგრეა რატო გაუშვეს და ვიდალი რატო მოიყვანეს?
    --------------------
    ვალველდე შენი დდშვც!!
    უეფადრიდი
    სტუმარი [?]
    #1 5 აგვისტო 2018 17:39
    0
    "მადრიდის ვირთხებისგან შეთავაზება მივიღე, მაგრამ მყისიერად უარვყავი, რადგამ მე არ მინდა გავიმარჯვო 2 თამაშგარე გატანილი გოლით და უსამართლო პენალტით , ახლა მოუთმენლად ველი ჩემი პირველ სავარჯიშო სესიას დიდებულ ლეოსთან ერთად"

    რა მიასხათ დდდდ